მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ტრადიციები

 

ძველად საქართველოში შობას ასე ულოცავდნენ:

 

- პირველი იტყოდა: - ქრისტე იშვა!

- შემხვედრი პასუხობდა: - მადლი მახარობელსაო!


საქართველოში ახლად გაჩენილ ულამაზეს ტრადიციას - ქრისტეშობის ღამეს, ფანჯრის რაფაზე ანთებული სანთელის ან კანდელის დადგმა - საფუძველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინიციატივით ჩაეყარა.


- უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის. ვიცით, რომ ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს. ჩვენი მხრიდან კი ანთებული სანთელი, ეს ოჯახში რწმენის სვეტის ნიშანია, რითაც გამოვხატავთ მაცხოვრისადმი უდიდეს მადლიერებას - მზაობას, რომ ჩვენი სახლი მზად არის ქრისტეს მისაღებად.


სანამ უფალი იშვებოდა, ვერ მოიძებნა ერთი სახლიც კი, რომელსაც წმიდა ოჯახი შეაფარებდა თავს. თავისუფალი მხოლოდ საქონლის ბაგა აღმოჩნდა, რაც ხატწერაშიც აღიბეჭდა.


უწმინდესმა ამ მოვლენაზე გაგვიმახვილა ყურადღება და გვათქმევინა იესოსთვის: ჩვენ მზად ვართ, უფალო, გისტუმროთ იმ სახლში, რომელიც საცხოვრებლად თავადვე გამოგვიჩინე.