მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ტრადიციები

 

ნაძვის ხე

 

ქვემოთ მოტანილი ცნობები არ წარმოადგენს მართლმადიდებლური ეკლესიის წესებს და სიმბოლოებს.


რატომ ვდგამთ ნაძვის ხეს?


თითოეული ჩვენგანი ყოველ ახალ წელს ვდგამთ ნაძვის ხეს მაგრამ რატომ? მგონი ბევრს გაჩენია კითხვა: რატომ ნაძვის ხე?


ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, თითოეულ ოჯახში საახალწლო ნაძვის ხე ირთვება. ამერიკასა და ევროპაში ამ ცერემონიალს ცოტა ადრე, კათოლიკური შობის დადგომამდე მიმართავენ. თუმცა, ახლა თარიღებზე საუბარს არ ვაპირებ. ნაძვის ხე – ესაა ლამაზი ტრადიცია მთელი პლანეტისათვის.


შესაძლოა, დაარღვიოთ ტრადიციული მენიუ, არ მოუსმინოთ პრეზიდენტის მილოცვას, არ ჩაიფიქროთ ახალი სურვილი, მაგრამ სახლში ნაძვის პატარა ტოტიც თუ არ გაქვთ, დღესასწაული და საახალწლო განწყობა არ იგრძნობა.


დანამდვილებით არავინ იცის, საიდან და რატომ დაიწყო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია, თუმცა, ცხადია, მის გარეშე ეს საოცარი დღესასწაული დღეს უკვე წარმოუდგენელია.


ნაძვის ხეების ისტორია სათავეს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან და რომიდან იღებს და მარადმწვანე მცენარეების სიმბოლურ გამოყენებას უკავშირდება. რომის იმპერიაში ნაძვის ხის ტოტებით ტაძრებს სატურნალიის დღესასწაულის აღნიშვნისას რთავდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე მცენარეებსა და ხეებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მწვანედ რჩებოდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ხალხი დღესასწაულებზე სახლებს ფიჭვისა და ნაძვის ტოტებით ალამაზებდა, ჰკიდებდა კარებსა და ფანჯრებზე. ისინი თვლიდნენ, რომ მარადმწვანე მცენარეები ჯადოქრებს, მოჩვენებებს, ბოროტ სულებსა და დაავადებებს განდევნიდნენ.


როდის მიიღო ნაძვის ხემ საშობაო ხის დატვირთვა, ცნობილი არ არის. ამის თაობაზე ევროპულ ფოლკლორში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია არსებობს.


ერთ-ერთი ვერსიით, ამ ტრადიციას საფუძველი 1000 წლის წინ ჩრდილოეთ ევროპაში ჩაეყარა. გადმოცემის მიხედვით, პირველ ნაძვის ხეებს ჭერზე ჯაჭვებით ჰკიდებდნენ.


გაგიკვირდებათ და საშობაო ხის დატვირთვა ალუბლის ხესაც ჰქონია: მას ქოთანში რგავდნენ და სახლში უვლიდნენ ისე, რომ მისი ყვავილობის პერიოდი შობას დამთხვეოდა.


ხშირად საშობაო ხე სახლიდან სახლში ინაცვლებდა.


იმასაც ამბობენ, რომ საშობაო ხის მორთვის ტრადიცია დასავლეთ გერმანიიდან მოდის. შუა საუკუნეების პოპულარულ სპექტაკლში „ადამი და ევა“ სამოთხეს სწორედ ნაძვის ხე განასახიერებდა. გერმანელები „სამოთხის ხეს“ 24 დეკემბერს რთავდნენ და მასზე ტკბილეულობას, ნამცხვრებსა და სანთლებს ჰკიდებდნენ. ასევე აწყობდნენ შობის პირამიდასაც:


ხის სამკუთხა კონსტრუქციის თაროებზე დებდნენ საშობაო ფიგურებს და მარადმწვანე მცენარეებით, სანთლებითა და ვარსკვლავებით რთავდნენ.


მე-16 საუკუნეში კი საშობაო პირამიდა და „სამოთხის ხე“ ერთმანეთს შეერწყა და ასე მივიღეთ თანამედროვე საშობაო ნაძვის ხე, რომელმაც მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა.


ჯერ კიდევ ქრისტიანული ეპოქის დაწყებამდე, გერმანელები დეკემბრის ბოლოს, შუა ზამთარს ზეიმობდნენ. ამ დღეს წყალში სხვადასხვა ხილის ხის ტოტებს აწყობდნენ, რომლებსაც ფერად ბაფთებს უკეთებდნენ. ეს მიანიშნებდა, რომ ბუნება სამუდამოდ არ მომკვდარა. ზოგჯერ ტოტოები კვირტს არ იკეთებდა, ეს კი ცუდის ნიშანი იყო.


გადმოცემის მიხედვით კი, პირველი ადამიანი, რომელმაც ნაძვის ხე სახლში მორთო ისე, როგორც ამას ჩვენ დღეს ვაკეთებთ, მარტინ ლუთერია (გერმანელი ბერი, მღვდელი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი, რომელიც რეფორმისტული იდეების გამო კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთეს). XVI საუკუნეში, მან შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე მთელ გერმანიაში, ყველა ოჯახში ასეთი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით კი წიფელი ნაძვმა შეცვალა. „თაიგულის“ ზომა კი დროთა განმავლობაში თანდათან გაიზარდა.


ნაძვის ხის ტრადიცია ევროპაში ფართოდ XVIII-XIX საუკუნეებში გავრცელა, ბაფთები და ხილი კი ფაიფურისა და შუშისგან, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურებმა შეცვალეს. წლების განმავლობაში ნაძვის ხის მოსართავი ატრიბუტები თანდათან უფრო დაიხვეწა. ელექტროობამ მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა გააჩინა, ნათურები სანთლებზე უფრო დიდხანს ანათებდა და ნაძვის ხეც უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა.


როგორც ცნობილია, თავდაპირველად ნაძვის ხის კენწეროზე ყრმა ქრისტეს გამოსახულებას ჰკიდებდნენ, ის მოგვიანებით ანგელოზით შეიცვალა, ბოლოს კი ვარსკვლავით (იმ ვარსკვლავის აღსანიშნავად, რომელმაც ბეთლემში მოგვები ქრისტესთან მიიყვანა).


ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში მსოფლიოში მილიონობით ნაძვის ხე იყიდება.ზოგიერთის ფასი კი მილიონობით დოლარს აღემატება.


ბევრი ნაძვის ხე ხელოვნების ნიმუშადაც აღიარეს.


ასე, რომ ნაძვის ხე სათავეს გერმანიიდან იღებს.


ელექტროობამ მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა გააჩინა. ნათურები სანთლებზე გაცილებით მეტხანს ანათებდნენ და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ. მართალია, თავდაპირველად, კამფეტებსა და გამხმარ ხილსაც ჰკიდებდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ შუშის და ფაიფურის ფიგურები შვა.


დიდი ხნის განმავლობაში, მართლმადიდებლური ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა.



ჩიჩილაკი– ქართული ნაძვის ხე


წმინდა ბასილი დიდს ახალ წელთან ერთი საინტერესო სადღესასწაულო ატრიბუტი – ,,ქართული ნაძვის ხე” – ჩიჩილაკი აკავშირებდა. გურიაში მას „ბასილის ფაფუკ წვერებსაც“


ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი „ბასილის პურს“. 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა და, როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა წმინდანის მიმართ პატივისცემა. ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან ითლება და თავისივე ნათალი ჩამოუყვება ვერტიკალურად, რომელსაც ,,ბასილას წვერს” ეძახიან. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს” აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.


ჩიჩილაკი დღესდღეობით ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვერდით იმკვიდრებს ადგილს და კარგავს რიტუალური ნივთის ფუნქციას. იგი ახალი წლის დეკორატიულ სამშვენისს წარმოადგენს.



რატომ ვრთავთ ნაძვს და არა სხვა ჯიშის ხეს? რატომ აირჩიეს ადამიანებმა ამ დღისთვის ნაძვის ხე?


ამასთან დაკავშირებით საინტერესო თქმულებაა შემონახული. ლეგენდის თანახმად: „იესო რომ დაიბადა, ყველა ხე მივიდა მასთან და დაბადების დღე მიულოცა. მათ საჩუქრებიც მიუტანეს: ვაშლის ხემ - ვაშლი, კაკლის ხემ - კაკალი, ატმის ხემ - ატამი...


ნაძვის ხე კი იდგა შორიახლოს და ადგილიდან არ იძვროდა, ჩუმად ტიროდა. მისი ტოტებიდან წებოვანი სითხე გადმოვიდა, ეს ნაძვის ცრემლები იყო...


- რატომ არ მიდიხარ იესოსთან მისალოცად? - ინტერესით ჰკითხეს მას სხვა ხეებმა.


- „მე ხომ ჩხვლეტია წიწვები მაქვს, მეშინია, ყრმას რაიმე არ ვატკინო, “ - უპასუხა ნაძვის ხემ.


- რა კეთილი ხე ყოფილხარ!- აღფრთოვანდა ყველა.


გადმოცემის თანახმად, ამის გამო ღმერთმა დაასაჩუქრა ნაძვი. მისი გირჩები სხვადასხვაფრად შეღება, მორთო ტკბილეულითა და ფერად-ფერადი სათამაშოებით, ცას ვარსკვლავი მოსწყვიტა და გვირგვინად დაადგა. სწორედ ამიტომ, ნაძვის ხის წვერზე მდგარ ვარსკვლავს „შობის ვარსკვლავს“ უწოდებდნენ. მას შემდეგ კი ნაძვის ხე მუდმივად ირთვება.“



კიდევ ერთი თქმულება...


როცა პატარა იესო დაიბადა და ღვთისმშობელმა ჩვილი ბაგაში თივაზე მიაწვინა, ზეციდან ანგელოზები ჩამოვიდნენ მის სანახავად. დაინახეს უბრალო და ღარიბული მღვიმე და ერთმანეთს უჩურჩულეს: იესოს მღვიმეში, უბრალო ბაგაში სძინავს! ეს შეუძლებელია! უნდა მოირთოს აქაურობა რაც შეიძლება ლამაზად, მდიდრულად: აქ ხომ თვით ღმერთს სძინავს!


და აი, ერთი ანგელოზი გაფრინდა სამხრეთისკენ, რომ ეპოვნა რამე სამშვენისი მღვიმის მოსართავად. სამხრეთში ხომ მუდამ თბილა და ყვავილები განუწყვეტლივ ყვავიან.


ანგელოზმა დაკრიფა სისხლივით წითელი ვარდები, თოვლივით თეთრი ზამბახები, მხიარული სუმბულები, ნაზი მიმოზები, მაგნოლიები, კამელიები, მოწყვიტა რამდენიმე


მსხვილი, ყვითელი ლოტოსიც და მღვიმეში მიიტანა.


მეორე ანგელოზი კი ჩრდილოეთისკენ გაფრინდა. იქ იმ დროს ზამთარი იდგა. მინდვრები და ტყეები თოვლს დაეფარა და ერთი ყვავილიც არ ყვაოდა.


დაღონებული ანგელოზი უკან დაბრუნებას აპირებდა, როცა უცბად თვალი მოჰკრა ერთ მწვანე ხეს, რომელიც თოვლიდან ნაღვლიანად გამოიყურებოდა.


ანგელოზი შეჩერდა და გაიფიქრა: მერე რა მოხდა, რომ ეს ხე ასე სადაა; დაე, ამანაც, ამ ერთადერთმა ჩრდილოეთის მცენარემ, ნახოს პატარა ღმერთიო და თან წამოიღო თავმდაბალი, მწვანით მოსილი ნაძვი.


რა ლამაზად, რა საოცრად იცვალა ფერი მღვიმემ, როცა ყვავილებით მოირთო! ანგელოზები გაკვირვებით ჩასცქეროდნენ იესოს და ამბობდნენ: სუ, ჩუმად, სძინავს!


პატარა ნაძვის ხე პირველად ხედავდა ამისთანა მშვენიერ ყვავილებს და ნაღვლიანად ამბობდა:


- ოჰ, რად ვარ ასე სადა და ულამაზო? რა ბედნიერი უნდა იყვნენ ეს ყვავილები! მე კი ვერ გავალამაზებ აქაურობას ამ დიდებულ სადღესასწაულო დღეს... - და მწარედ, მწარედ ატირდა.


როცა ღვთისმშობელმა დაინახა, შეებრალა და გაიფიქრა: დღეს ყველა კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყოს; ცოდვაა, ეს პატარა ხე ნაღვლობდეს!..


და ალერსიანად გაუღიმა, ხელი გააქნია... და მოხდა სასწაული: ზეციდან ნელა დაეშვა ბრწყინვალე ვარსკვლავი და ნაძვის კენწეროზე დაესვენა. მას თანდათან სხვა ვარსკვლავებიც მოჰყვნენ. გაშუქდა და კიდევ უფრო გამხიარულდა მღვიმე!


ამ სინათლისგან გამოეღვიძა პატარა იესოს და გაჩირაღდნებულ ნაძვის ხეს მხიარული სიცილით გაუწოდა ხელები.


ყვავილები კი გაკვირვებულნი შესცქეროდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ:


- რა მშვენიერი და ლამაზი გახდა ნაძვი, ჩვენც კი გვჯობიაო.


ბედნიერი ნაძვის ხე მადლიერი შეჰყურებდა ღვთისმშობელ მარიამს, რომლის მზრუნველ და მოსიყვარულე თვალს უბრალო ხეც კი არ გამოჰპარვია. ის ხომ არავის ტოვებს უნუგეშოდ...


ის დღეა და ის დღე, ყოველ წელს, შობის ღამეს, სანთლებითა და სათამაშოებით მდიდრულად მორთული ნაძვი ინთება და ბრჭყვიალი გააქვს პატარების გასახარად, ნიშნად იმ პირველი შობის ხისა, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავებით იყო მორთული.



ნაძვის ხის გმირობის ამბავი


ჩემო პატარებო, ხომ გახსოვთ ბოროტი მეფე ჰეროდე, ახალშობილი მაცხოვრის მოკვლა რომ განიზრახა და ამისათვის ბეთლემსა და მის შემოგარენში ყველა ახალშობილის ამოწყვეტა ბრძანა? გადმოცემით, მაშინ 14 000-მდე ყრმა ამოწყვიტეს და ისინი ქრისტიანული სამყაროს პირველი წმინდანები გახდნენ.


ყოვლისმხილველმა და ყოვლისმცოდნე უფალმა იესოს მამობილს, წმინდა იოსებს ანგელოზი გაუგზავნა, რომელმაც წინასწარ ამცნო, ღვთისმშობელი ახალშობილთან ერთად ეგვიპტეს წაეყვანა.


გზად მათ ბოროტი ჯარისკაცები წამოეწივნენ, ერთმა უბრალო ნაძვის ხემ კი ლტოლვილნი თავისი კალთის ქვეშ შეიფარა, ხშირი ტოტები დაბლა დახარა და ახლოს ჩავლილმა მდევარმა ვერ შეამჩნია ისინი.


ასე იხსნა ნაძვის ხემ წმინდა ოჯახი გასაჭირისგან და მადლიერი ხალხიც ალბათ ამიტომ რთავს და ამშვენებს ასე ლამაზად კოხტა ნაძვის ხეს.


ისიცაა ცნობილი, რომ ნაძვამდე სხვადასხვა ქვეყნებში სხვა ხეებს რთავდნენ. არსებობდა მუხის მორთვის ტრადიციაც. ტყეში ერთ დიდ მუხას აარჩევდნენ და იმას ამშვევებდნენ ფერად-ფერადი მოსართავებით. ტროპიკულ ქვეყნებში კი არსებობდა პალმის მორთვის ტრადიცია. ცხელ ქვეყნებში, სადაც ნაძვი ვერ ხარობს, გაქრისტიანებული მოსახლეობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პალმას რთავდა. მაგრამ ეს პრობლემა დღეისათვის მოგვარებულია, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი ხელოვნური ნაძვის ხე.


ნაძვის ხეს ჯერ თხილით, კანფეტებითა და მოხატული კვერცხებით ამშვენებდნენ. პირველი მინის ბურთულა კი XVII-ის დასაწყისში შექმნეს თიურინგიაში (გერმანია).


კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, მე-7 საუკუნეში ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში ქრისტეს სჯულის გასავრცელებლად. ადგილზე მისულმა მოძღვარმა მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე აუხსნა სამების (მამა, ძე და სულიწმინდის კავშირი) არსი. ამგვარად, მრევლმა სწორედ ნაძვის ხესთან მოახდინა წმინდა სამების დაკავშირება.


ასე იქცა ნაძვის ხე შობის სიმბოლოდ ევროპაში, შემდეგ კი მთელს ქრისტიანულ სამყაროში.


ნაძვის ხის, როგორც ქრისტიანული შობის სიმბოლოს გამოჩენას კიდევ ერთი ვერსია უკავშირდება გერმანელი მისიონერის, წმინდა ბონიფაცის სახელს. VI სუკუნეში, წარმართებთან ქრისტიანობის ქადაგების დროს მისიონერმა მოჭრა მათი ღვთაების, ტორისადმი მიძღვნილი უზარმაზარი მუხა. წმინდა ბონიფაცის ამით უნდოდა ეჩვენებინა წარმართული ღმერთების უძლურება. დაცემისას მუხამ ყველა ხე წააქცია, გადარჩა მხოლოდ ერთი ნაძვი. აქედან მოყოლებული, იქცა ნაძვი შობის სიმბოლოდ ცენტრალური ევროპის ტომებში.



რატომ დაიწყეს ადამიანებმა ხეების მორთვა?


ეს იმის დამსახურებაა, რომ წარსულში ხეების მაგიური ძალის სჯეროდათ. დრუიდების ცნობილ ჰოროსკოპში ადამიანის ბედისწერა, “მისი ხის” მიხედვით ისაზღვრება.


ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ხეებში, ნაყოფიერების სულები სახლობენ, რომელთა კეთილგანწყობაზეც პურის, ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა არის დამოკიდებული.


თქმულების მიხედვით სულები, შესაძლოა, ბოროტებიც ყოფილიყვნენ, ამიტომ საჭირო იყო, სხვადასხვა საჩუქრებით, მათი კეთილგანწყობის მოპოვება. ამ ხეებს შორის, მარადმწვანე ნაძვის ხეს, განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ჩვენი წინაპრები, მას “მსოფლიო ხედ” მოიაზრებდნენ, რომელიც სიცოცხლის უწყვეტობის სიმბოლო იყო. ტყეში, ყველაზე დიდ ნაძვის ხეს პოულობდნენ და მასზე, უამრავ საჩუქარს კიდებდნენ, რათა წელი ნაყოფიერი გამომდგარიყო.


ძველი ევროპელები, ნაძვის ხის ტოტებზე ვაშლებს, კვერცხებსა და კაკალს კიდებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ასე მორთული ნაძვის ხე, ბოროტ სულებს და ყოველგვარ უწმინდურობას “ისხლეტდა”. აღსანიშნავია, რომ ასე მორთულ ნაძვის ტოტებს, ძველი ევროპელები სახლის კართან კიდებდნენ, მას სათამაშოებითაც რთავდნენ.


ამის შესახებ მსოფლიომ, სავარაუდოდ, გერმანელი მწყემსებისგან შეიტყო, რის შემდეგაც, ამ ტრადიციამ სულ მალე გადაინაცვლა სამეფო კარზე, სადაც პრინცესები იზრდებოდნენ, შემდეგ სხვა ქვეყნების უფლისწულებს მიჰყვებოდნენ ცოლად და ამის ხარჯზე, ნაძვის ხის მორთვის ტრადიციამ, ფესვი, თითქმის მთელ მსოფლიოში გაიდგა.


სწორედ, ახალგაზრდა გერმანელმა პრინცესამ, XII-XVII საუკუნეში პირველი საახალწლო ნაძვის ხე ინგლისში, მეორე პრინცესამ, ეს ტრადიცია საფრანგეთში დაამკვიდრა.


აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ პირველი საახალწლო ნაძვის ხე, XVI საუკუნეში ქალაქ ელსაზში მორთეს, რომელიც იმ პერიოდში, გერმანიას ეკუთვნოდა, ახლა კი ის საფრანგეთის ნაწილია.


ქრისტიანული ეპოქის დაწყებამდე, გერმანელები, დეკემბრის ბოლოს, შუა ზამთარს ზეიმობდნენ. ამ დღეს წყალში სხვადასხვა ხილის ხის ტოტებს აწყობდნენ, რომლებსაც ფერად ბაფთებს უკეთებდნენ. ეს მიანიშნებდა, რომ ბუნება სამუდამოდ არ მომკვდარა. ზოგჯერ ტოტოები, კვირტს არ იკეთებდა, ეს კი ცუდის ნიშანი იყო.


დღეს ნაძვის ხის უამრავი არჩევანია – მწვანე, ვერცხლისფერი, თეთრი თოვლით დაფიფქული, ბუნებრივი თუ ხელოვნური. შეგიძლიათ ფერად-ფერადი ყვავილებით მორთოთ, ან სულაც ანგელოზები, ირმები და გირჩები დაკიდოთ, გვერდით თოვლის ბაბუასთან ერთად სანტა-კლაუსი და მაკნატუნაც მოუსვათ. ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და მარჯვე ხელებზეა დამოკიდებული.



რატომ ვრთავთ საახალწლოდ ნაძვის ხეს და რატომ არის იგი ქრისტიანული შობის სიმბოლო


დღეს ახალი წელი წარმოუდგენელია ნაძვის ხის გარეშე. მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რატომ ვრთავთ საახალწლოდ მაინც და მაინც ნაძვის ხეს, რომელსაც, სხვათ შორის, კათოლიკურ სამყაროში საშობაო ხეს (CHRISTMAS TREE) უწოდებენ. ამის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს.


ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მე-7 საუკუნეში ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში ქრისტეს სჯულის გასავრცელებლად. ადგილზე მისულმა მოძღვარმა მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე აუხსნა წმინდა სამების (მამა, ძე და სულიწმინდის კავშირი) არსი. ამგვარად, მრევლმა სწორედ ნაძვის ხესთან მოახდინა წმინდა სამების დაკავშირება. ასე იქცა ნაძვის ხე შობის სიმბოლოდ ევროპაში, შემდეგ კი მთელს ქრისტიანულ სამყაროში.


1916 წელს, რუსეთში წმიდა სინოდმა ოფიციალურადაც კი აკრძალა ახალი წლის ღამეს მსგავსი დეკორაციის გამოყენება. მაგრამ მოგვიანებით ეს ლამაზი სიბოლიკა მსოფლიო საშობაო ტრადიციად ჩამოყალიბდა.



რამდენიმე სახალისო ფაქტი ნაძვის ხის შესახებ


ცნობილი ფაქტი: რუსეთში მათ დაიწყეს ნაძვის ხის დასმა შვებულებაში პეტრე პირველის დროს. თუმცა ყველამ არ იცის, რომ იმ დროს ხე ძალიან იშვიათად იყო გაფორმებული.


გარდა ამისა, იმპერატორი არ მოითხოვდა, რომ ხე დღესასწაულის უცვლელი ატრიბუტი გამხდარიყო. იმ დროს დასაშვები იყო ნაძვის ჩანაცვლება ღვიის ან ფიჭვით.


არდადეგების დაწყებამდე მოსახლეობის განსაკუთრებით ღარიბ წევრებს უფასოდ დაურიგეს ნაძვის ხეები.


სლავურ კულტურაში, ნაძვის სიმბოლოა მარტოობა და სიკვდილი. მაგალითად, ძველად, სუიციდები ჩვეულებრივ დაკრძალეს სასაფლაოდან მოშორებით, ორ ხეს შორის. ნაძვის ხის პირქუში გამოსახულება ასევე გვხვდება კელტურ რწმენებში. კელტებმა ეს ხე ბოროტი ტყის სულის თავშესაფრად მიიჩნიეს, რომლის ყიდვა მხოლოდ სისხლით მსხვერპლით შეიძლებოდა. ასეთი მოტივების გამო, ნაძვის ხე, როგორც ახალი წლის ატრიბუტი, დიდხანს ვერ გაიდგამდა ფესვებს სხვადასხვა კულტურაში.


თავდაპირველად, სანთლებს ემატებოდა ნაძვის ხის სილამაზე და სიკაშკაშე. ახლაც, წარმართული კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც არა ახალ წელს, არამედ იულს აღნიშნავენ, იცავენ ნაძვის ხეების თეთრი სანთლებით გაფორმების წესს. მაგრამ ჩვეულებრივი ფერის ფარნები მხოლოდ 1882 წელს გამოჩნდა. მხოლოდ 1895 წლის შემდეგ იყო, რომ გირლანდები ტრადიციულად ამშვენებდნენ გირლანდებზე.


ჯადოსნური წეს-ჩვეულებების და ტრადიციების თვალსაზრისით, აუცილებელია საახალწლო ნაძვის ხის გაფორმება მკაცრად 30 დეკემბერს. უფრო მეტიც, ეს უნდა გაკეთდეს დილით. შემდეგ უნდა დაიწყოთ სურვილების გაკეთება. ჯადოსნური ნაძვის ხე, როგორც ჩანს, განსაკუთრებული გამტარია ადამიანსა და უმაღლეს მაგიურ ძალებს შორის, რაც ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ.


საახალწლო ხის განსაკუთრებული ჯადოქრობა შეიძლება დადებითად აისახოს ოჯახურ ურთიერთობებზე. ამისათვის ოთახის მარცხენა მხარეს მოათავსეთ მორთული ნაძვის ხე, რომელშიც ახალი წლის მთავარი დღესასწაული გაიმართება.


მაშინაც კი, თუ ხელოვნური ხეები პოპულარულია, მათ არ შეუძლიათ დადებითად იმოქმედონ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ სახლში არსებულ ცოცხალ ხეს შეუძლია 70% -მდე აითვისოს მტვერი და მავნე ნივთიერებები, რომლებიც ჰაერშია.

პირველად გერმანიაში დღესასწაულისთვის გამოიყენეს არაბუნებრივი ხეები. ეს ჯერ კიდევ 1774 წელს მოხდა. იმ დროს ხელოვნური ნაძვი მზადდებოდა ბატის ბუმბულისგან.