მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლური სახე

 

იცით, რომ თევზი იესო ქრისტეს სიმბოლური სახეა? ძველ დროში, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ, ისინი იძულებულები იყვნენ, ღვთისმსახურება ფარულად აღესრულებინათ. პირველი ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ საგანგებოდ ღვთისმსახურებისთვის მოწყობილ გამოქვაბულებსა თუ სარდაფებში. ასეთ ადგილებს კატაკომბებს უწოდებდნენ.

 

როდესაც ქრისტიანებს ხალხმრავალ ადგილებში სურდათ ერთმანეთისათვის მიენიშნებინათ, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ამისთვის თევზს დახატავდნენ ხოლმე.

 

ბერძნულად თევზი არის „იხთის“. ამ სიტყვის თითოეული ასო-ბგერა ბერძნულად შემდეგნაირად განიმარტება: ი - „იისუს“ (იესო), ხ - „ხრისტოს“ (ქრისტე), თ - „თეოს“ (ღმერთი), ი - „იმონ“ (ჩვენი), ს - „სოტირ“ (მაცხოვარი). ანუ თუ ამ სიტყვებს შევაერთებთ, გამოვა „იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი“.

 

აი, რატომ გამოხატავს თევზი იესო ქრისტეს სიმბოლურ სახეს.