1. უსმინე - არ შეაწყვეტინო (იგავნი 18,14: გულისწყრომაჲ კაცისა დაამშჳდის მსახურებამან გონიერმან, ხოლო სულმოკლესა კაცსა ვინმე დაუთმოს.)
2. ილაპარაკე - არ განიკითხო (იაკობი 1,9-10: იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა, ხოლო მდიდარი დამდაბლებასა თჳსსა, რამეთუ ვითარცა ყუავილი თივისაჲ, ეგრეთ წარჴდეს.)
3. გაეცი - წუხილის გარეშე (იგავნი 21,26: უღმრთოსა გული უთქუმნ ყოველთა დღეთა გულისთქუმასა ბოროტსა, ხოლო მართალსა ეწყალინ და სწყალობნ ურიდად.)
4. დაპირდი - არ დაგავიწყდეს (იგავნი 13,12: რომელი შეეწიოს გლახაკსა, გულკეთილ-ჰყოფს და სასოდ აღადგენს.)
5. უპასუხე - არ იკამათო (იგავნი 17,1: უმჯობეს არს ლუკმა ერთი ტკბილი სიმშვიდით უფროს, ვიდრეღა სახლსა სავსესა სანოვაგეთა, და შფოთითა. და
15,17: კაცი გულმწყრალი განემზადების კლვად, ხოლო სულგრძელმან ყოფადიცა იგი დაამშჳდის.)
6. დაუთმე - არ მაღლობდე (ეფესელთა 4,15: არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე,)
7. ისაქმე - არ იწუწუნო (ფილიპელთა 2,14: ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი.)
8. გწამდეს - არ იეჭვიანო (1 კორინთელთა 13,7: სიყუარულსა... ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ.)
9. მიუტევე - არ გაახსენო (კოლასელთა 3,13: თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ.)
(ეფესელთა 6,18: ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს და
კოლასელთა 1,9: ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმის-ყოფითა სულიერითა,)