მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სიმონ ათონელი
ბრძნული პასუხები

 

1. ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი? - ტანჯვა


2. ვინ არის ცუდი მასწავლებელი? - განცხრომა


3. რისი უნარია ყველაზე იშვიათი? - გაცემის.


4. რისი უნარია ყველაზე უკეთესი? - პატიების.


5. რა არის ყველაზე ძნელი? - დუმილი.


6. რისი უნარია ყველაზე მნიშვნელოვანი? - შეკითხვის.


7. რისი უნარია ყველაზე საჭირო? - მოსმენის.


8. რომელია ყველაზე საშიში ბრძოლა? - ფანატიკური.


9. რომელი თვისებაა ყველაზე საზიანო? - ლაყბობა.


10. რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? - ვინც ჭეშმარიტება შეიცნო.


11. რომელი ადამიანია ყველაზე უღონო? - ვისაც თავი ყველაზე ძლიერი ჰგონია.


12. რომელი ადამიანია ყველაზე გონიერი? - ვინც გულისთქმას მიჰყვება.


13. რომელი ჩვევაა ყველაზე საშიში? - საკუთარი სხეულით ტკბობა.


14. რომელი ადამიანია ყველაზე ღარიბი? - ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული.


15. რომელი ადამიანია ღმერთთან ყველაზე ახლოს? - გულკეთილი.


16. რომელი ადამიანია ყველაზე სუსტი? - სხვებზე გამარჯვებული.


17. რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? - საკუთარის თავის დამმარცხებელი.


18. რა დავუპირისპიროთ უბედურებას? - სიხარული.


19. რითი ვძლიოთ ტანჯვას? - მოთმინებით.


20. ჯანმრთელ სულს რა გამოარჩევს? - რწმენა.


21. რა არის ავადმყოფი სულის მანიშნებელი? - უიმედობა.


22. რა მახასიათებელი აქვს არასწორ ქმედებას? - გაღიზიანება.


23. რა მახასიათებელი აქვს კეთილ ქმედებას? - სიმშვიდე.