ჰეროდეს გარდაცვალების თარიღი ისტორიულად ცნობილია ძვ.წ.აღ. 4 წელი.. ეს ის ჰეროდეა, რომლის დროსაც დაიბადა იესო და რომელმაც 2 წლამდე ბავშვების გაწყვეტა ბრძანა ბეთლემში.
იესო და დედამისი რჯულის თანახმად წინადაცვეთიდან 33-ე დღეს უნდა მისულიყვნენ სოლომონის ტაძარში.
ჰეროდე რომ მოკვდა მას შემდეგ მივიდნენ იერუსალიმში და რჯული აღასრულეს.
ეგვიბტეში გაქცევიდან იერუსალიმში დაბრუნებამდე არ გასულა 40 დღეზე მეტი, როდესაც ანგელოზმა აუწყა მათ, რომ ჰეროდე მომკვდარიყო.
ასევე ლუკას სახარების მესამე თავის პირველივე მუხლში წერია, რომ როცა იოანე ნათლისმცემელი გამოვიდა ხალხის სანათლავად და სინანულის მოწოდებად, იმ დროს იყო ტიბერიუს კეისრის 15-ე წელი და ამავე თავში წერია, რომ იესო იმ დროს 30 წლის იყო.
ტიბერიუს კეისრის მმართველობის წლები ძვ.წ.აღ. 14-37.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით იესო დაიბადა ძვ.წ.აღ. 4 წლის მეორე ნახევარში.
როცა მოინათლა, იმ წელს გახდა 31 წლის.
ახ.წ.აღ. 28 წელს მოინათლა იგი.