მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

როგორ უნდა მიიყვანოს სასულიერო პირმა ფარას გარეთ დარჩენილი ცხვარი მწყემსთან.

 

ერთხელ მამა იერონიმე ეგინელს ერთმა თურქმა მოსამართლესთან წაყოლა სთხოვა. მასპინძელმა ის გულითადად მიიღო და ჰკითხა:

- ბატონო მამაო, მე თურქი ვარ, მუსულმანი. ვეხმარები ქვრივ-ობლებს, ავადმყოფებს, ყველა მარხვას ვინახავ, ვცდილობ, სამართლიანი ვიყო სამახურში. მითხარით, საკმარისია ეს სამოთხეში მოსახვედრად?

მამა იერონიმემ ჰკითხა:

- მითხარით, ბატონო, შვილები გყავთ?

- დიახ, მყავს.

- მონები?

- რა თქმა უნდა.

- შენს ბრძანებებს ვინ უკეთ ასრულებს, შვილი თუ მონა?

- ცხადია, მონები, შვილები ხშირად არ მიჯერებენ.

- მაგრამ თუ შენ მოკვდები, შენი მემკვიდრეები ვინ იქნებიან - მონები, რომლებიც კარგად ასრულებენ შენს ბრძანებებს, თუ შვილები, რომლებიც არ გიჯერებენ?

- რა თქმა უნდა, შვილები.

- ამგვარად, ყველაფერი, რასაც აკეთებ, კარგია, მაგრამ შენ მხოლოდ კარგი მონის პატივს მიაღწიე. თუ გინდა სამოთხე დაიმკვიდრო, მემკვიდრე გახდე ზეციური სასუფევლისა, აუცილებელია შვილი გახდე. ეს კი მხოლოდ წმინდა ნათლისღებით ხდება.

ამ მაგალითმა ისე იმოქმედა მსაჯულზე, რომ მალევე მოინათლა.