კითხვა საიდან გაჩნდა ღმერთი? - ეს უკვე მოანიშნებს იმაზე, რომ თქვენ მცდარ ღმერთზე საუბრობთ.
ბიბლიური ღმერთი არ არის მოქცეული დროის, სივრცის, ან მატერიის გავლენის ქვეშ. თუ მასზე მოქმედებს დრო, სივრცე ან მატერია, მაშინ იგი აღარაა ღმერთი. დრო, სივრცე და მატერია, რასაც ჩვენ ქონთინიუმს ვუწოდებთ, უნდა წარმოიქმნას ერთდროულად. იმიტომ, რომ თუ გვაქვს მატერია და არ გვაქვს სივრცე, მაშინ სად მოვათავსებთ მას? ან თუკი გვაქვს მატერია სივრცეში და არ გვაქვს დრო, როდის მოვათავსებთ მას? შეუძლებელია დროის, სივრცის და მატერიის არსებობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ისინი ერთმანეთის პარალელურად უნდა არსებობდნენ.
ბიბლია ამ საკითხს 6 სიტყვით პასუხობს: დასაწყისში (დრო) ღმერთმა შექმნა ცა (სივრცე) და დედამიწა (მატერია).
ამგვარად დროს, სივრცესა და მატერიას აქვს სამი განზომილება:
დრო არის: წარსული, აწმყო და მომავალი.
სივრცე არის: სიგრძე, სიგანე და სიმაღლე.
ხოლო მატერია არის: მყარი, თხევადი და აირადი./
ღმერთი, რომელმაც შექმნა დრო, სივრცე და მატერია, უნდა იყოს მათ გარეთ, განცალკევებით. თუ ღმერთი შეზღუდულია დროით, იგი ღმერთი არაა. დამეთანხმებით, რომ ადამიანმა, რომელმაც შექმნა კომპიუტერი, მასში არ ზის და ასე არ ცვლის ეკრანზე გამოსახულებებს. ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, არის მის გარეთ. შესაბამისად მასზე ვერ იმოქმედებს დრო, სივრცე და მატერია.
თუ თქვენ საკითხს სვამთ იმგვარად, რომ სულიერი სამყარო არ შეიძლება გავლენას ახდენდეს მატერიალურზე, იქნებ ამიხსნათ როგორ ზემოქმედებს ჩვენზე გრძნობები: სიყვარული, ეჭვი, შურიანობა, სიძულვილი და ა.შ? სხვა სიტყვებით, თუ თქვენი ტვინი მილიარდობით წლის წინ ქიმიური პროცესების შედეგად თავისით შეიქმნა, მაშინ როგორ შეიძლება ენდოთ საკუთარ აზრებს, რომ ისინი სწორია?
თქვენი კითხვა საიდან წარმოიშვა ღმერთი მოანიშნებს, რომ თქვენ შემოსაზღვრულ ღმერთზე საუბრობთ. სწორედ ესაა თქვენი პრობლემა.
ღმერთი, რომელსაც მე თაყვანს-ვცემ არ არის შემოსაზღვრული. თუ მე შევძლებდი უსასრულო ღმერთის სრულად გააზრებას ჩემი კილონახევრიანი ტვინით, მაშინ იგი არ იქნებოდა თაყვანის-ცემის ღირსი. აი ასეთ ღმერთს ვცემ თაყვანს!