მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ასწავლეთ შვილებს, რომ:

 

ყველა დაპურებული არ არის.

ყველას არ გააჩნია თავშესაფარი.

ყველა არ სწავლობს კერძო სკოლაში.

ყველა ვერ ყიდულობს "ბიგ მაკს", ან "ჩიზ ქეიქს".

ბევრი იმიტომ ვერ დადის სკოლაში, ფეხსაცმელი გაუცვდა.

ქალაქში ცხოვრება არ არის უპირატესობა.

სოფელში ყოფნა არ ნიშნავს პროვინციალიზმს.

სხვების ჩაგვრა სიძლიერე კი არა - სისუსტეა.

დაცინვა კომპლექსია და არა უპირატესობის ნიშანი.

სიყვარული ყველაზე დიდი განძია, რაც ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია.

ერთგულება რჩეულთა ხვედრია.

ვაჟებს ... ხშირად აჩუქონ გოგონებს ყვავილები, თუნდაც მინდვრის.

გოგონებს ... რაც უფრო მოუწვდომელი იქნებიან - ბიჭები უფრო დააფასებენ.

მხოლოდ ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება არ არის სულიერება, მთავარი მცნებების დაცვაა.

ლუკმა მშიერს გაუყონ და არასდროს იტრაბახონ "ადიდასის" ქურთუკით, თუ სხვას სცივა.

ამპარტავანი ადამიანი ღვთისათვის მიუღებელია.

მათი დანიშნულება მხოლოდ სიკეთის კეთებაა.

ნებისმიერ გამვლელს მიესალმონ და გაუღიმონ.

უპატრონო საფლავებს მოუარონ.

შუქნიშანთან მდგარი მოხუცი, გზის მეორე მხარეს გადააცილონ.

სხვების წარმატება უხაროდეთ.

მეგობრები ფულის, მშობლების გავლენის მიხედვით არ შეარჩიონ.

არავინ სძულდეთ...


ასწავლეთ... მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ!