მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სწავლა-მოძღვრებანი

 

იესო ქრისტეს იგავები

 

უღირსი მსახურები

ლუკას სახარება. თავი მეჩვიდმეტე

 

7. ვის-მე თქუენგანსა მონაჲ ესუას მჴნველი გინა მწყემსი, რომელიმცა მოვიდა ველით, და მეყსეულად ჰრქუა მას: წარმოჴედ და დაჯედ! 8. ანუ არა-მე ჰრქუასა მას: მზა-მიყავ მე, რაჲთა ვისერო, და მოირტყენ და მმსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა, და ამის შემდგომად ჭამე და სუ შენცა? 9. ნუუკუე მადლ-იპყრასა მონისაჲ მის, რამეთუ ყო ბრძანებაჲ მისი? არა ვჰგონებ. 10. ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ.

 


 

7. რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს — მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო? 8. განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო? 9. ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია. 10. ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უბრალო მონები ვართ, რადგან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.“