მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სწავლა-მოძღვრებანი

 

იესო ქრისტეს იგავები

 

იგავი სიფხიზლეზე

მარკოზის სახარება. თავი მეცამეტე

 

34. ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს. 35. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად; 36. ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი. 37. ხოლო რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე იყვენით.

 


 

34. როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა, 35. ისე იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი — საღამოთი და შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას, 36. რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ. 37. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.“