წმ. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის თხზულებებიდან
მათი ქვეგანყოფილებები და განშტოებები
გაძღომა, მემთვრალეობა, მარხვის დაუცველობა და მარხვის გატეხა, ფარულად ჭამა, გემოთმოყვარება; საერთოდ, ყოველგვარი უკრძალველობა, საკუთარი სხეულის ზედმეტი სიყვარული და მისი განსვენებისათვის ზრუნვა, საიდანაც იშვება თავისმოყვარება, აქედან კი - ღმერთის, ეკლესიისა და კაცის ღალატი.
v
სიძვისეული განხურვება, სიძვის გრძნობები და გულისლისთქმები, არაწმიდა გულისსიტყვების მიღება, მათთან საუბარი, ამ გულისსიტყვებით ტკბობა და მათი დაყოლა, სიძვის ოცნებები. გრძნობების, განსაკუთრებით კი შეხების დაუცველობა, რაშიც ყველა სათნოების დამღუპველი კადნიერება იმალება. ბილწსიტყვაობა და ვნებისაღმძვრელი წიგნების კითხვა. სიძვის ცოდვის ბუნებრივი ფორმებია სიძვა (უცოლო მამკაცისა და უქმრო ქალის კავშირი) და მრუშობა (ცოლიანი მამკაცისა და ქმრიანი ქალის კავშირი), ხოლო არაბუნებრივი - ჩუკენობა (ონანიზმი), მამათმავლობა, ლესბიანობა, პირუტყვთან წოლა და სხვ.
საერთოდ ფულისა და უძრავ-მოძრავი ქონების სიყვარული, გამდიდრების სურვილი, გამდიდრების გზებზე ფიქრი, ოცნება სიმდიდრეზე. სიბერის, მოულოდნელი სიღატაკის, ავადმყოფობის, დევნის შიმი. სიძუნწე. ანგარება. ვეცხლისმოყვარებით მეპყრობილი კაცი არ ენდობა ღმერთს, არ ამყარებს მასზე სასოებას. ეს ვნება ხრწნადი საგნებისადმი მიჯაჭვულობასა და მათ ავადმყოფურ სიყვარულს იწვევს, რომელიც სულს თავისუფლებას სტაცებს. ვერცხლისმოყვარებაა აგრეთვე ამაო ზრუნვა, საჩუქრების სიყვარული, სხვისი ქონების მითვისება, მევახშეობა, ულმობელობა ღარიბი ძმებისა და ყველა გაჭირვებულის მიმართ, ქურდობა, ძარცვა–გლეჯა.
სიფიცხე, მრისხანების გულისსიტყვების მიღება, მრისხანებისა და შურისძიების ოცნებები, მძვინვარებით გულის შეშფოთება და გონების დაბნელება: უჯერო ყვირილი, კამათი, ლანძღვა-გინება, სასტიკი და გესლიანი სიტყვები, ხელის კვრა, მკვლელობა, ძვირისხსენება (გულღრძოობა), სიძულვილი, მტრობა, შურისძიება, ცილისწამება, განკითხვა, მოყვასის სულში შფოთის შეტანა და მისთვის გულის ტკენა.
განაწყენება, სევდა, ღმერთის იმედის დაკარგვა, მის აღთქმებში დაეჭვება, მდგომარეობა, როდესაც კაცი მადლობას არ სწირავს ღმერთს ყველაფრისათვის, რაც მის თავს ხდება, სულმოკლეობა, მოუთმენლობა, საკუთარი თავის ყვედრების უქონლობა, გულში მოყვასზე წყენის ჩადება, დრტვინვა, საკუთარი ჯვარის უარყოფა, ჯვარიდან ჩამოსვლის მცდელობა.
ყოველგვარ კეთილ საქმეში, განსაკუთრებით კი ლოცვაში სიზარმაცე, საეკლესიო და სასენაკო კანონის მიტოვება, განუწყვეტელი ლოცვისა და სულის სარგებელი წიგნების კითხვაზე ხელის აღება, დაუდევრობა, მოწიწების უქონლობა, უქმად ყოფნა, ძილის, ლოგინში წოლისა და ყოველგვარი ნებივრობის სიყვარული, ადგილიდან ადგილზე გადასვლა*, სენაკიდან ხშირი გასვლა*, სეირნობა და მეგობრების მონიხულება*, უქმი მეტყველება, ხუმრობა, მკრეხელობა, მეტანიებისა და სხვა ხორციელი მოღვაწეობის, მიტოვება*, საკუთარი ცოდვების დავიწყება, ღმერთის მცნებების უგულებელყოფა, ღმერთის შიშის დაკარგვა, გაფიცხება, უგრძნობელობა, სასოწარკვეთილება.
* ვარსკვლავით აღნიშნული პუნქტები მხოლოდ მონასტრის მკვიდრთ ეხება.
კაცობრივი დიდების წყურვილი, თავის ქება, ამაო და წარმავალი პატივის სურვილი და ძიება, კარგი ტანსაცმლის, ეტლების, მოსამსახურეებისა თუ სასენაკო ნივთების სიყვარული. საკუთარი სილამაზით, სასიამოვნო ხმითა და სხვა ხორციელი თვისებებით ტკბობა. აძა სოფლის მეცნიერებითა და ხელოვნებით გატაცება, ამ სფეროებში წარმატების მოპოვებისადმი სწრაფვა წარმავალი, მიწიერი დიდების მოსახვეჭად. ცუღმედიდობაა, როდესაც კაცს რცხვენია საკუთარი ცოდვების აღიარება, ფარავს მათ სულიერი მამისა და კაცთა წინაშე. ცუდმედიდობაა აგრეთვე ეშმაკობა, თავის მართლება, ცილობა, თავით თვისით მსჯელობა, ფარისევლობა, მლიქვნელობა, კაცთმოთნეობა, შური, მოყვასის მეურაცხყოფა, ხასიათის ცვალებადობა, უსინდისობა, ეშმაკისეული ხასიათი და ცხოვრება.
მოყვასის არად ჩაგდება, საკუთარი თავის ყველაზე მაღლა დაყენება, კადნიერება, გონების დაბნელება, გულისა და გონების გატლანქება, მათი მიწასთან მიჯაჭვულობა, ღმრთის გმობა, ურწმუნოება, მტყუარი გონება, საღმრთო სულისა და ეკლესიის ურჩობა, საკუთარი ხორცივლი ნების დაყოლა, მწვალებლური, გარყვნილი და უსარგებლო წიგნების კითხვა, მთავრობის ურჩობა, სხეისი დაცინვა, ქრისტეს მობაძავი სიმდაბლისა და მდუმარების დაგდება, უბრალოების დაკარგვა, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულის დავიწყება, ცრუ ფილოსოფია, მწვალებლობა, უღმერთობა, უმეცრება, სულის სიკვდილი.
ასეთია ყველა წყლული და სნეულება, რომლებიც ერთ დიდ წყლულს - ძველი ადამის სიძველეს ქმნიან, მისი დაცემისაგან რომ წარმოიშვა. ამ წყლულზე ამბობს წმ. ესაია წინასწარმეტყველი: „ფერხთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის მორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძვილი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკვრელნი“ (ესაია 1:6). წმ. მამების თქმით (აბა დოროთე), ეს ნიშნავს, რომ წყლული - ცოდვა - განკერძოებული რამ არ არის და სხეულის ერთ რომელიმე ნაწილს კი არ სჭირს, არამედ ადამიანის მთელ არსებას აქვს დაუფლებული; ხორცს, სულს, კაცის ყველა ძალასა და თვისებას. როდესაც ადამსა და ევას კეთილისა და ბოროტის ცნობის ხიდან ნაყოფის ჭამა აუკრძალა, ღმერთმა აძ დიდ წყლულს სიკვდილი უწოდა და თქვა: „რომელსა დღესა ჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (დაბ. 12: 17).
როგორც კი იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი, ჩვენმა წინაპრებმა საუკუნო სიკვდილიც იგრძნეს - მათ დაინახეს ხორცი, როგორც ვნების საგანი, დაინახეს, რომ შიშვლები არიან: ხორციელი სიშიშვლის შეცნობაში აისახა სიშიშვლე უბიწოების სილამაზის დამკარგველი სულისა, რომელშიც სული წმიდა იყო დამკვიდრებული. ამგვარად, მათ დაინახეს თავიანთი ხორცი, როგორც ვნების საგანი და დაეუფლათ სირცხვილი, რომელშიც თავმოყრილია ყველა ცოდვილი გრძნობა; ამპარტაგნება, არაწმინდება, სევდა, ჭმუნვა და სასოწარკვეთილება. დიდი წყლულია სულიერი სიკვდილი - გამოუსწორებელი სიძველე, რომელიც ღმერთის მსგავსების დაკარგვას მოჰყვა. ამ წყლულს მოციქული უწოდებს "სჯულსა ცოდვისასა", "ხორცთა სიკვდილისათა" (რომაელთა 7: 23-24), რადგანაც მომკვდარი გული და გონება მთლიანად მიწისაკენ მიიქცნენ, მონურად ემსახურებიან ხორციელ, ხრწნად გულისთქმებს, დაბნელდნენ, დამძიმდნენ და თვითონაც ხორცად იქცნენ - და ამ ხორცს ღმერთთან კავშირი უკვე აღარ ძალუძს, აღარ ძალუძს უხრწნელი, ზეციური ნეტარების დამკვიდრება (1კორ. 15: 50). ეს დიდი წყლული კაცთ მთელ ძოდგმას მოედო და ყოველი ჩვენგანის საბედისწერო ხვედრად იქცა
ამ ჩემს წყლულს ვუმზერ, ვუმზერ ჩემს სიკვდილს და მწარე ტკივილი მიპყრობს! არ ვიცი, რა ვქნა: ადამის მაგალითს მივბაძო, რომელმაც, თავისი სიშიშვლე რომ შენიშნა, ღმერთისაგან დამალვა სცადა? მისივე მსგავსად თავის მართლებას მოვყვე და სხვას გადავაბრალო ჩემი ცოდვა? მაგრამ ამაოა ცდა ყოვლისმხედველ თვალთაგან დამალვისა! ამაოა თავის მართლება ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე!
მაშ, ლეღვის ფოთლის ნაცელად სინანულის ცრემლს ავიფარებ, თავის მართლების ნაცვლად - გულწრფელ აღიარებას: სინანულითა და ცრემლით შემოსილი წარვდგები უფლის წინაშე. მაგრამ სად ვპოვებ უფალს? სამოთხეში? იქიდან ხომ გამომაძევეს, და მასი მცველი ქერუბიმი შიგნით არ მიშვებს. მე ჩემი ხორცის სიმძიმით მიწასთან, ჩემს საპყრობილესთან ვარ მიჯაჭვული!
მაგრამ გამხნევდი, ადამის ცოდვილო შვილო! შენს საპყრობილეს ნათელი მოადგა; ღმერთი მოვიდა შენი დევნულების ქვეყანაში, რათა შენს მიერ დაკარგულ ზეციურ სამშობლოში დაგაბრუნოს. შენ გსურდა კეთილისა და ბოროტის ცნობა გქონოდა: იცი გიტოვებს ამ ცოდნას. შენ გსურდა ყოფილიყავი „ვითარცა ღმერთი", და ამის გამო სულით ეშმაკს მიემსგავსე, ხორცით კი - მხეცებსა და პირუტყვს. მაგრამ ღმერთი თავისთან ერთობას განიჭებს და გყოფს ღმერთად მადლის მიერ. ის ცოდვებს მოგიტევებს, მეტიც, ბოროტების ფესვს იღებს შენი სულიდან, იღებს თვით ცოდვის თესლს, ჯოჯოხეთის, ეშმაკის მიერ შენში ჩაგდებულს, და განიჭებს კურნებას მთელი შენი მიწიერი ცხოვრების მანძილზე - რამდენჯერაც არ უნდა სცოდო შენი უძლურების გამო; ეს კურნებაა ცოდვების აღიარება. შენ გსურს ძველი ადამის სამოსლის გახდა - შენ, ვინც წმ. ნათლისღებით ახალი ადამი შეიმოსე, მაგრამ შენი უსჯულოებებით უკვე მოასწარი საკუთარ თავში სიძველისა და სიკვდილის გაცოცხლება, სიცოცხლის დათრგუნვა, სიკვდილთან მისი მიმსგავსება. გინდა თუ არა, რომ შენ, ვინც ცოდვას დაემონე, ვინც ჩვეულების ძალით კვლავაც მისკენ იდრიკები, დაიბრუნო სიმართლე და თავისუფლება? სიმდაბლეს მოუხმე! სძლიე ამაო სირცხვილს, რომელიც გასწავლის, კაცთა წინაშე მართალი ჩანდე და ამით შეინარჩუნო, განამტკიცო საკუთარ თავში სულიერი სიკვდილი. ამოანთხიე ცოდვა, გულწრფელი აღიარებით შეებრძოლე მას. ეს კურნება წინ უნდა უსწრებდეს სხვას ყოველივეს - უმისოდ ლოცვა, ცრემლები, მარხვა და სხვა საშუალებები არასაკმარისი, არადამაკმაყოფილებელი და არამყარი იქნება. მიდი, ამაყო კაცო, შენს სულიერ მამასთან, მის ფერხთით ჰპოვე ზეციური მამის გულმოწყალება: მხოლოდ აღსარებაა - ხშირი და გულწრფელი აღსარება შეძლებს გაგათავისუფლოს ცოდვილი ჩვევებისაგან, შეძლებს სინანული ნაყოფიერი გახადოს, გამოსწორება კი - მტკიცე და ჭეშმარიტი.
ლმობიერების ხანმოკლე წუთებში, მაშინ, როდესაც გონების თვალი საკუთარი თავის შეცნობისათვის ნათდება (რაც ასე იშვიათად ხდება), ხელი მივყავი ამ სიტყვის წერას - ჩემივე თავის სამხილებლად, დასამოძღვრად, შესახსენებლად. შენ გი, ვინც რწმენითა და სიყვარულით წაიკითხავ აძ სტრიქონებს, იქნება ჰპოვო მათში რაიმე სასარგებლო და სულთქმა აღმოგხდეს ცოდვებით გატანჯული შენი სულისათვის, მრავალჯერ რომ ელოდა სიკვდილი და ტალღებში დანთქმა, სულისათვის, რომელიც სიმშვიდეს ერთადერთ ნავსაყუდელში ჰპოვებს - ცოდვების აღიარებაში.