წმ. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის თხზულებებიდან
დამატებები სხვადასხეა წყაროებიდან
სასიკვდილო ცოდვები, რომლებიც ადამიანს საუკუნო სიკვდილსა და წარწყმედას უქადიან
ცოდვები, რომლებიც ზეცას შეჰღაღადებენ შურისძიებისათვის
ზედმეტი ჭამა-სმის, მეტადრე კი ზედმეტი ღვინის სმისაგან თავის შეკავება, ეკლესიის მიერ დაწესებული მარხვების ზუსტად დაცვა, ხორცის დათრგუნვა ზომიერი და ერთგვაროვანი საკვების მიღებით, რისგანაც სუსტდება ყველა ვნება - განსაკუთრებით კი თავისმოყვარება, რომელიც შედგება საკუთარი ხორცისა და მისი განსვენების უზომო სიყვარულისაგან.
v
ყოველგვარი სიძვის საქმისაგან, ვნებიანი საუბრებისა და კითხვისაგან, უშვერი, ორაზროვანი სიტყვებისაგან თავის შეკავება. გრძნობების, განსაკუთრებით ხედვისა და სმენის, და კიდევ უფრო - შეხების დაცვა, თავმდაბლობა, სიძვის აზრებისა და ოცნებების უარყოფა, მდუმარება, სნეულთა და დავრდომილთა მსახურება, სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ხსოვნა. დასაწყისი უბიწოებისა არის გონების შეუძვრელობა სიძვის აზრებისა და ოცნებებისაგან, სისრულე კი - ღმერთის მხედველი სიწმინდე.
მხოლოდ აუცილებლით დაკმაყოფილება, ფუფუნებისა და განცხრომის მოძულება, გლახაკთა განკითხვა, სახარებისეული სიგლახაკის სიყვარული, ღმერთის განგებაზე სასოების დამყარება, ქრისტეს მცნებების შესრულება, სულის მშვიდობა და თავისუფლება, ლმობიერება.
მრისხანების გულისსიტყვებისა და მძვინვარებისაგან თავის დაცვა, მოთმინება, შედგომა ქრისტესი, რომელიც თავის მოწაფეებს ჯვარცმისაკენ მოუწოდებს, გულის მშვიდობა, გონების დაყუდება, ქრისტიანული სიმტკიცე და სიმხნევე, შეურაცხყოფის მიმართ უგრძნობელობა, უწყინარობა.
ყოველი კაცისათვის საერთო დაცემისა და საკუთარი სულიერი სიღატაკის განცდა, შინაგანი გლოვა, გულის შემუსრვილება, აქედან აღმოცენებული სინდისის სიმშვიდე, მადლისმიერი ნუგეშინისცემა და სიხარული, ღმრთის მოწყალების იმედი; მდგომარეობა, როდესაც კაცი მადლობას სწირავს ღმერთს მწუხარებისათვის, რადგან ხედავს თავის ცოდვათა სიმრავლეს, მოთმინებისათვის მზადყოფნა, გონების განწმენდა, ვნებების შემსუბუქება, სოფლისათვის სიკვდილი*, ლოცვის, განმარტოების, მორჩილების, სიმდაბლის, საკუთარ ცოდეათია აღიარების სურვილი.
ყოველ კეთილ საქმეში გულმოდგინება, საეკლესიო და სასენაკო კანონების დაუზარელი შესრულება, ლოცვის დროს ყურადღება, ყოველი საქმის, სიტყვის, აზრისა და გრძნობის გულმოდგინე განხილვა, საკუთარი თავისადმი უკიდურესი უნდობლობა, განუწყვეტელი ლოცვა და საღმრთო წერილის კითხვა, მოწიწება, გულის დაცვა, ბევრი ძილის, ნებივრობის, უქმი მეტყველების, ხუმრობისა და მახვილსიტყვაობისაგან თავის შეკავება, სიყვარული მღვიძარებისა, მეტანიებისა და სხვა მოღვაწეობისა, რომლებიც სულს სიმხნევეს ანიჭებენ, რაც შეიძლება იშვიათი გასვლა სენაკიდან*, მარადიულ სიკეთეთა ხსოვნა, მათი წყურვილი და მოლოდინი.
შიში ღმრთისა, ამ შიშის განცდა ლოცვის დროს. შიში, რომელიც ჩნდება სუფთა ლოცვისას, როდესაც მკვეთრად იგრძნობა ღმერთის სიახლოვე და მისი დიდებულება - შიში გაქრობისა და მტვრად ქცევისა. საკუთარი არარაობის ღრმა შეგრძნება. მოყვასის ხედვის შეცვლა, როდესაც ადამიანს, თავის თავზე რაიმე ძალდატანების გარეშე, ყოველი კაცი თავისზე უკეთესად ეჩვენება. ცოცხალი სარწმუნოებისაგან შობილი გულის სიმარტივე. კაცთაგან ქების მოძულება, თავის მუდმივი ყვედრება. სიმართლე და სიწრფელე, მიუდგომლობა, თავის მოკვდინება ყოველივეს მიმართ*; ლმობიერება, ქრისტეს ჯვარით აღსრულებული საიდუმლოს შეცნობა, ამა სოფლისა და ვნებებისადმი ჯვარცმის სურვილი, ამ ჯვარცმისადმი ლტოლვა. უარყოფა ფარისევლური ქცევებისა და სიტყვებისა, რომლებიც თავმდაბლურნი ჩანან, ან იმიტომ, რომ კაცი იძულებულია ასე დაიჭიროს თავი, ანდა უბრალოდ, ჩვევად აქვს ქცეული თავის მოჩვენება. სახარებისეუული სისულელის შეთვისება. ამა სოფლისეული სიბრძნის, როგორც ზეცისათვის უხმარის, უარყოფდა. სიძულვილი ყოველივესი, რაც კაცთა წინაშე მაღალია და ღმრთის წინაძე - საძაგელი (ლუკა, 16, 19). თავის მართლების უარყოფა. სახარებისაგან ნამცნები დუმილი შეურაცხმყოფელთა წინაშე. ყოველგვარი „თავით თვისით სიბრძნის“ დატევება და სახარებისეული სიბრძნის შეთვისება. უარყოფა ყოველი აზრისა, რომელიც უჯანყდება ქრისტეს. სიმდაბლისმოყვარება, ანუ სულიერი განსჯის უნარი. ყველაფერში ეკლესიის შეგნებული მორჩილება.
ლოცვის დროს ღმრთის შიშის გრძნობის ღმრთის სიყვარულად შეცვლა. ღმერთის ერთგულება, რაც ყოველგვარი ცოდვილი აზრისა და განცდის მუდმივი უარყოფით მტკიცდება. ადამიანის მთელი არსების გამოუთქმელი, ტკბილი ლტოლვა უფალ იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა სამებისადმი. ყოველ მოყვასში ღმერთის ხატისა და მსგავსების ხედვა. ამ ხედვიდან გამომდინარე ყოველი კაცის საკუთარ თავზე მაღლა დაყენება, მისი პატივისცემა. მოყვასის სიყვარული - ძმური, სუფთა, ყველასადმი თანაბარი, სიხარულევანი, მიუკერძოებელი, ერთნაირად მხურვალე მეგობრებისა და მტრების მიმართ. გონების, გულისა და მთელი სხეულის ლოცვასა და სიყვარულში დანთქმა. ხორცის გამოუთქმელი ტკბობა სულიერი სიხარულით. სულიერი ნეტარება. სულიერი ნუგეშინისცემის დროს ყველა ფიზიკური ძალის განსვენება. ლოცვისას ხორციელი გრძნობების დადუმება. გულის სიმუნჯის განკურნება. ლოცვის შეწყვეტა სულიერი სიტკბოსაგან. გონების დაყუდება. გულისა და გონების განათლება. ლოცვის ძალა, რომელიც სძლევს ცოდვას. ქრისტესმიერი მშვიდობა. ყველა ვნების უკუქცევა. ღმრთისმეტყველება. უხორცო არსებათა შეცნობა. უძლურება ცოდვილი გულისსიტყვებისა, რომლებსაც არ ძალუძთ გონებაში აღბეჭდვა. სიტკბოება და უხვი ნუგეშინისცემა მწუხარების ჟამს. კაცის შესახებ ღმრთის განგების ჭვრეტა. სიმდაბლისა და საკუთარი თავის არარად შერაცხვის სიღრმე...
დასასრული უსასრულოა!
* ვარსკვლავით აღნიშნული პუნქტები მხოლოდ მონასტრის მკვიდრთ ეხება.
უმოკლესი აღსარება
1. ცოდვები ღმერთის წინააღმდეგ
სიზმრების, მკითხაობის, შეხვედრებისა და სხვა ნიშნების ნდობა, რწმენაში დაეჭვება. ლოცვის დაზარება და ლოცვის დროს გაფანტულობა. ეკლესიაში სიარულის, აღსარებისა და ზიარების მიტოვება. ღმრთის თაყვანისცემაში ფარისევლობა. ღმრთის გმობა ან თუნდაც მხოლოდ დრტვინვა ღმერთზე გულში თუ ხმამაღლა. თავის მოკვლის განზრახვა. ცრუ ფიცი. ღმერთისთვის მიცემული აღთქმის შეუსრულებლობა. მკრეხელობა. მრისხანებისას არაწმიდა ძალის (ეშმაკის) ხსენება. კვირა დღეებში ან დღესასწაულებზე წირვის დამთავრებამდე ჭამა. მარხვის გატეხა ან მისი არაზუსტი დაცვა. დღესასწაულებზე მუშაობა.
2. ცოდვები მოყვასის წინააღმდეგ
საკუთარი მოვალეობისა ან საკუთარი საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება. უფროსების უპატივცემულობა. პირობის შეუსრულებლობა. ვალის გადაუხდელობა. სხვისი კუთვნილის ძალით მიტაცება, ან ფარულად მითვისება. სიძუნწე მოწყალების გაცემისას. მოყვასისათვის გულისტკენა. ჭორაობა. ცილისწამება. წყევლა. უსაფუძვლო ეჭვები. უდანაშაულო კაცის ან სამართლიანი საქმის დაუცველობა. მშობლების უპატივცემულობა. შვილებზე ქრისტიანული ზრუნვის მიტოვება. შუღლი ოჯახურ ცხოვრებაში.
3. ცოდვები საკუთარი თავის წინააღმდეგ
ამაო ან გარყვნილი აზრები. მოყვასისათვის ცუდის სურვება. ფარისევლური ლაპარაკი. გაღიზიანება. სიჯიუტე ან თავისმოყვარება. შური, სიძულვილი. გულის ულმობელობა. შეურაცხყოფის ან წყენის მოუთმენლობა. შურისძიება. ვეცხლისმოყვარება. ტკბობისადმი მიდრეკილება. ბილწსიტყვაობა. მაცთური სიმღერები. ლოთობა და მუცელღორობა. სიძვა, მრუშობა. არაბუნებრივი სიძვა. საკუთარი ცხოვრების გამოსწორებაზე უზრუნველობა.
ღმრთის ათი მცნების საწინააღმდეგო ამ ცოდვებს შორის ზოგიერთი, აღწევს რა კაცში თავისი განვითარების უმაღლეს საზომს, ბიწიერ მდგომარეობად იქცევა, გულს შეუნანებლობით ასასტიკებს და განსაკუთრებით მძიმე, ღმრთის წინააღმდგომ ცოდვად შეირაცხება.
1. ამპარტავნება, რომელიც არავის არაფრად აგდებს, სხვებისაგან მონურ მორჩილებას მოითხოეს, მზად არის ზეცად აღვიდეს და უზენაესს გაუტოლდეს, მოკლედ, ესაა საკუთარი თავის გაღმერთებამდე მისული ამპარტავნება.
2. სულის გაუმაძღრობა, ანუ ფულისადმი იუდასეული სიყვარული, რაც ძირითადად უკანონო შენაძენთანაა შეერთებული. ვს სიხარბე კაცს ერთ წუთსაც არ აძლევს სულიერზე ფიქრისათვის.
3. სიძვა, ანუ ძე შეცთომილისეული მემრუშე ცხოვრება, რომელმაც ამგვარ ცხოვრებაში მამის მთელი მემკვიდრეობა გაფლანგა.
4. შური, რომელსაც კაცი ყოველგვარ ბოროტებამდე მიჰყავს.
5. გემოთმოყვარება, რომელიც არავითარ მარხვას არ სცნობს, შეერთებული სხვადასხვა გართობისადმი განსაკუთრებულ სიყვარულთან - სახარებისეული მდიდრის მსგავსად, მთელი ცხოვრება განცხრომაში რომ გაატარა.
6. დაუოკებელი მრისხანება, რომელიც მზად არის საშინელ ნგრევაზე - ჰეროდეს მსგავსად, მრისხანების ჟამს ბეთლემში ყრმები რომ გაჟლიტა.
7. სიზარმაცე, ანუ საკუთარ სულზე სრული უზრუნველობა, სინანულის გადადება ბოლო დღემდე, როგორც, მაგალითად, ნოეს დროს.
ღმერთზე მეტისმეტი სასოება, ანუ ცოდვილი ცხოვრების გაგრძელება მხოლოდ ღმრთის მოწყალების იმედით.
ამის საპირისპირო ცოდვა - სასოწარკვეთილება, რომელიც უარყოფს ღმერთის მამობრივ სახიერებას და თვითმკვლელობის აზრს ბადებს.
შეუვალი ურწმუნოება, რომელსაც ჭეშმარიტების ვერავითარი მტკიცება ვერ არყევს, თვით აშკარა სასწაულებიც კი. ეს ის ურწმუნოებაა, ყველაზე ცნობილ ჭეშმარიტებასაც რომ უარყოფს.
საერთოდ, განზრახ მკვლელობა (აბორტი), განსაკუთრებით კი მამისმკვლელობა (ძმისა და მეფის მკვლელობა).
სოდომური ცოდვა.
ღატაკი და უმწეო ადამიანების, ქვრივ–ობლების ჩაგვრა.
საწყალი მუშისათვის გამომუშავებული საზღაურის დაკავება.
კაცისათვის ოფლითა და სისხლით მოპოვებული უკანასკნელი გროშის ან ლუკმის წართმევა, ტუსაღთათვის განკუთვნილი მოწყალების, საკვების, სამოსისა თუ სითბოს აშკარა ან ფარული მიტაცება, საერთოდ, მათი ჩაგვრა.
მშობლებისათვის გულის ტკენა, შეურაცხყოფა, მათზე ხელის აღმართვა.
ვაღიარებ მე ცოდვილი (სახელი), წინაშე უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩემისა იესო ქრისტესა და შენსა, პატიოსანო მამაო, ყოველთა ჩემთა ცოდვათა და ბოროტთა საქმეთა, რაოდენი ვცოდე საქმით თუ გონებით, ცნობით თუ უმეცრებით ვიდრე დღევანდელ დღემდე.
ვცოდე: წმ. ნათლისღების აღთქმები არ დავიცავი, მონაზვნური აღთქმები არ შევასრულე*, არამედ ყოვლადევე ვქმენ სიცრუე და ღმრთის წინაშე უხმარი გამოვჩნდი.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: მცირედმორწმუნეობით და ბოროტ გულისსიტყვებში დაყოვნებით, რომლებსაც ეშმაკი მიგზავნის სარწმუნოებისა და ეკლესიის წინააღმდეგ, ღმერთის ყველა სიკეთის წილ უმადურობით, მისი სახელის ამაოდ ხსენებით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: ღმრთის – და სიყვარული არ გამაჩნდა, მის წმიდა ნებასა – და წმიდა მცნებებს არ ვასრულებდი, პირჯვარს ზერელედ ვიწერდი, წმ. ხატების მიმართ მოწიწების გრძნობა არ მქონდა, ჯვარს არ ვატარებდი, პირჯვარის გამოსახვისა და ღმერთის აღიარებისა მრცხვენოდა.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე; მოყვასის სიყვარული ვერ დავიცავი, მშიერი არ დავაპურე დი მწყურვალს წყალი არ ვასვი, შიშველი არ შევმოსე, სნეულები და ტუსაღები არ მოვინახულე, საღმრთო ს«ული და ღე. მამათა გადმოცემა სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო არ შევისწავლე.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: საეკლესიო და სასენაკო კანონს არ ვასრულებდი, ღმრთის ტაძარში წასვლა მეზარებოდა და, თუ მივდიოდი, ისიც უგულოდ. დილა–საღამოსა და სხვა ლოცვებს არ ვკითხულობდი. ვცოდე - საეკლესიო ღმრთისმსახურების დროს უქმისმეტყველებით, სიცილით, თვლემით, კითხვისა და გალობის მიმართ უყურადღებობით, გონების გაფანტულობით, წირვა-ლოცვის დროს ტაძრიდან გასვლით, სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო ეკლესიაში წაუსვლელობით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: უწმინდური მოვდიოდი უფლის ტაძარში და ყოველგვარ სიწმინდეს ვეხებოდი.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: საუფლო დღესასწაულებს პატივს არ ვცემდი, წმიდა მარხვებს ვარღვევდი და ოთხშაბათ–პარასკევს არ ვიცავდი, ჭამა–სმაში ზომიერებას არ ვიცავდი. ვცოდე გაუმაძღრობით, ფარული ჭამით, უდროო ჭამით, ლოთობით, საჭმელ–სასმელის უკმაყოფილებით, მუქთახორობით, საკუთარი ნებისა და გონების დაყოლით, თვითრჯულობით, თავისუფალი ქცევითა და თავის მართლებით, მშობლების არასაკადრისი პატივისცემით, იმით, რომ შვილებს მართლმადიდებელ ქრისტიანებად არ ვზრდიდი, საკუთარი და სხვისი შვილების დაწყევლით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: ურწმუნოებით, ცრუმორწმუნეობით, ეჭვით, სასოწარკვეთილებით, ჭმუნვით, მკრეხელობით, ცრუ ფიცით, თამბაქოს მოწევით, ბანქოს თამაშით, მკითხაობით, ჯადოქრობით, გრძნეულებით, ჭორაობით, მიცვალებულებს შორის ცოცხალთა მოხსენიებით, ცხოველის სისხლის დალევით (იხ. VI მსოფლიო კრების 67–ე განჩინება; საქმე მოციქულთა, თავი 15).
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: ყოველი კაცის - მიცვალებულისა თუ ცოცხალის – განკითხვით, გინებათა და მრისხანებით, ძვირისხსენებით, სიძულვილით, ბოროტის წილ ბოროტის მიგებით, ცილისწამებით, ყვედრებით, მზაკვრობით, სიზარმაცით, ტყუილით, ფარისევლობით, კიცხევით, ცილობით, სიჯიუტით, იმით, რომ მოყვასისათვის დათმობა და მისი მსახურება არ მსურდა. ვცოდე ნიშნის მოგებით, ღვარძლით, დრდტვინვით, შეურაცხყოფით, დაცინვით, განქიქებით, კაცთმოთნეობით (როდესაც იმისათვის, რომ ადამიანს ვასიამოვნოთ, ღმერთს ვივიწყებთ).
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: უქმისმეტყველებით, ოხუნჯობით, საერო სიღერების მოსმენითა და გახსენებით*, გარყვნილი წიგნების კითხვით, უწესო სურათების თვალიერებით, საკუთარი ძველი ცოდვების გახსენებითა და ტკბობით, მაცთური ქცევით (სხვებისათვის თავის მოწონებისა და ცთუნების მიზნით), თავისუფალი ქცევით, კადნიერებით, დროის სულისკვეთების გაზიარებით, მართლმადიდებლური სარწმუნოების საწინააღმდეგო საერო წეს–ჩვეულებებში მონაწილეობით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: სულიერი და ხორციელი გრძნობების შეუკავებლობით, სულიერი და ხორციელი ბიწიერებით, არაწმიდა აზრებით ტკბობით, მიკერძოებით, ვნებებისადმი დამონებით, ქალებისა ან ყმაწვილკაცების მოურიდებელი თვალიერებით, ძილში სიძვის დაცემით, ცოლ–ქმრულ ცხოვრებაში თავშეუკავებლობით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: ავადმყოფობისა და მწუხარებების მოუთმენლობით, ამა სოფლის კომფორტის სიყვარულით, გონების დატყვევებით და გულის გაქვავებით, იმით, რომ თავს ვერ ვაიძულებ ყოველგვარი კეთილი საქმის გასაკეთებლად.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: იმით, რომ საკუთარი სინდისის ხმას ყურს არ ვუგდებ, უდებებას (უდებება - სიზარმაცე, უსაქმურობა, დაუდევრობა.) ვეძლევი, საღმრთო წერილის კითხვა მეზარება და იესოს ლოცვის მოხვეჭაზე არ ვზრუნავ, ვცოდე ანგარებით, ვეცხლისმოყვარებით, სხვისი კუთვნილის მიტაცებით, ქურდობით, სიძუნწით, სხვადასხვა საგნებთან თუ ადამიანებთან მიჯაჭვით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: სულიერი მამების განკითხვითა და ურჩობით, მათზე დრტვინვითა და განაწყენებით, დავიწყების, დაუდევრობისა თუ ყალბი სირცხვილის გამო მათ წინაშე ცოდვების მოუნანიებლობით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: ულმობელობით, გლახაკთა უგულებელყოფით, ეკლესიაში გაფანტული და ზერელე ლოცვით და ამ დროს გულში მოყვასზე წყენის ტარებით, გულგრილი, უყურადღებო, გულმოდგინებისა და მოწიწების გარეშე ლოცვით, ერესისა და სექტანტური სწავლებისაკენ მიდრეკით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: სიზარმაცით, ხორციელი განსვენების სიყვარულით, ბევრი ძილით, ვნებიანი ოცნებებით, ვნებიანი მზერით, ვნებიანი შეხებით, მრუშობით, გახრწნით, ჩუკენობით, ჯვარდაუწერელი ქორწინებით. მძიმედ სცოდა მან, ვინც აბორტი გაიკეთა ან სხვას გაუკეთა, ანდა ვინმეს ურჩია ამ დიდი ცოდვის ჩადენა - შვილთა კვლა. ვცოდე: უქმად ვატარებდი დროს ამაო საუბრებში, ხუმრობაში, სიცილსა და სხვა სამარცხვინო ცოდვებში.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: ჭმუნვით, სულმოკლეობით, მოუთმენლობით, დრტვინვით, ცხონების სასოების წარკვეთით, ღმრთის მოწყალების იმედის დაკარგვით, უგრძნობელობით, უმეცრებით, თავხედობით, ურცხვობით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: მოყვასის ცილისწამებით, მრისხანებით, შეურაცხყოფით, გაღიზიანებითა და დაცინვით, შეურიგებლობით, მტრობითა და სიძულვილით, სხვისი ცოდვების თვალთვალითა და სხვისი საუბრების ფარული მოსმენით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
გულგრილობითა და უგრძნობელობით, აღსარების დროს ჩემი ცოდვების დაკნინებით, მოყვასის გამტყუნებითა და თავის გამართლებით.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: ქრისტეს წმიდა და ცხოველსმყოფელ საიდუმლოთა წინააღმდეგ, რადგან მათ შესაფერისი მომზადების - ღმრთის შიშისა და სინანულის გარეშე მივეახლებოდი.
შემინდე, პატიოსანო მამაო.
ვცოდე: სიტყვით, საქმით, გულისსიტყვითა და ყველა ჩემი გრძნობით, ხედვით, სმენით, ყნოსვით, გემოთი, შეხებით, ნებსით თუ უნებლიეთ, ცოდნით თუ უმეცრებით, გულისხმისყოფით თუ უგულისხმობით. ყველა ჩემს ცოდვას ვერც ჩამოვთვლი მათი სიმრავლის გამო, მაგრამ ყველა მათგანს და იმათაც, რაც დავიწყებული მაქვს, ვინანიებ და პირობას ვდებ, რომ, ღმრთის შეწევნით, მომავალში ფრთხილად ვიქნები.
შენ კი, პატიოსანო მამაო, შემინდე და გამათავისუფლე მათგან, ილოცე ჩემთვის, ცოდვილისათვის, ხოლო სასჯელის დღეს დაადასტურე ღმრთის წინაშე ჩემს მიერ აღიარებული ცოდვები.
აღსარებაზე ადრე აღიარებული და შენდობილი ცოდვების გამეორება აღარ არის საჭირო, რადგან ისინი, როგორც წმ. ეკლესია გვასწავლის, უკვე მოგვეტევა – მათი ხელახლა აღიარება მხოლოდ მაშინ მოგვიწევს, თუ იმავე ცოდვას კვლავ ჩავიდენთ. უნდა მოვინანიოთ ის ცოდვებიც, რომლებიც დავიწყებული გვქონდა და ახლა გაგვახსენდა.
საკუთარი ცოდვების შეგნება, თავის განკითხვა, მოძღვრის წინაშე თავის მხილება, სინანული არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. სინანული ნიშნავს გამოსწორებას - ახალ ცხოვრებას, გულის შემუსრვილებასა და ცრემლებს, რწმენას, რომ ცოდვების მიტევება მოგვენიჭა, ძველი ცოდვების მოძულებას. ცოდვასთან ბრძოლა ღმრთის მადლს იზიდავს, ცოდვები კი სიცოცხლეს გვიმოკლებენ...
„უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთისგან განგვაშორებს“
(წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი)
ღმრთის შემეცნებისათვის: რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ, ღმერთის შეცნობა მისი მცნებებით ცხოვრების გარეშე შეუძლებელია: უფალი მეცნიერებით კი არა, სული წმიდის მიერ შეიცნობა. მრავალი სწავლული და ფილოსოფოსი მივიდა დასკვნამდე, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად ღმრთის შეცნობა ვერ შეძლეს. ჩვენც, მონაზვნები, დღედაღამ საღმრთო სჯულში ვიწვრთნებით, მაგრამ ყველამ როდი მიაღწია ღმრთის შემეცნებას. ერთია გწამდეს ღმერთის არსებობა და მეორე - ღმერთის შეცნობა.
ლოცვისათვის: თუკი ჩვენს ლოცვას ღმერთი უმალვე არ ისმენს, მაშასადამე, არ სურს მოხდეს ის, რაც ჩვენ გვინდა - მას სხვაგვარად ნებავს. ამ შემთხვევაში უფალი რაღაც უფრო დიდსა და უკეთესს გვიმზადებს, ვიდრე ჩვენ ვითხოვთ ლოცვაში. ამიტომ ყოველი ლოცვა სიმდაბლით ასე უნდა დავასრულოთ; „იყავნ ნება შენი“.
კითხვის მნიშვნელობისათვის: სიტყვა ღმრთისა არის სულისა და ხორცის საზრდელი. ქრისტიანის ყოველდღიური მოვალეობაა არ დაწვეს დასაძინებლად, სანამ არ წაიკითხავს:
1. სახარების ერთ თავს, დაწყებული მათეს სახარებიდან;
2. მოციქულთა ეპისტოლეების ორ თავს, „საქმე მოციქულთაგან“ ვიდრე იოანე ღმრთისმეტყველის „გამოცხადებამდე“;
3. რამდენიმე ფსალმუნს მაინც „დავითნიდან“.
ამგვარად, მთელ ახალ აღთქმას წავიკითხავთ. ან როგორ უნდა ვიცხოვროთ სახარების მიხედვით, თუ მას არ წავიკითხავთ?
ამგვარად, მთელ ახალ აღთქმას წავიკითხავთ. ან როგორ უნდა ვიცხოვროთ სახარების მიხედვით, თუ მას არ წავიკითხავთ? როდესაც ვლოცულობთ, ჩვენ ვესაუბრებით ღმერთს, ხოლო როდესაც სახარებას ვკითხულობთ, თავად უფალი გვესაუბრება, თავის ნებას გვიცხადებს და გვიხსნის, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ამგვარად, გირჩევთ: ჩადეთ ახალ აღთქმაში სამი სანიშნე და იკითხეთ მიყოლებით. დაამთავრებთ თუ არა, თავიდან დაიწყეთ – და ასე მთელი ცხოვრების მანძილზე.