მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

არქიმანდრიტი სტეფანოს ანაღნოსტოპულოსი
20 რჩევა თანამედროვე ქრისტიანისთვის

 

1. დაგივიწყეს? ტელეფონზე ერთხელაც კი არ დაურეკავთ? - არა უშავს. მიუხედავად ყველაფრისა ნუ დაიჩივლებ.

 

2. უსამართლოდ მოგექცნენ? -დაივიწყე.

 

3. არაფრად ჩაგაგდეს? - გიხაროდეს.

 

4. ბრალს გდებენ? - ნუ შეეწინააღმდეგები.

 

5. დაგცინიან? - ნუ უპასუხებ.

 

6. გლანძღავენ? - დადუმდი და ილოცე.

 

7. გართმევენ სიტყვას? გაწყვეტინებენ მას? - ნუ დანაღვლიანდები.

 

8. ძვირს ამბობენ შენზე? - ნუ შეებრძოლები.

 

9. გადმოგცეს პასუხისმგებლობა შვილებმა? ნათესავენმა, შენიანმა ადამიანებმა? - ნუ გააპროტესტებ.

 

10. აბრაზებენ სხვას შენთან ერთად? - შეინარჩუნე სიმშვიდე.

 

11. აშკარად გპარავენ? - დაიბრმავე თავი შენი.

 

12. გამასხარავებენ? - იყავი მომთმენი.

 

13. ყურადღებას არ აქცევენ შენს რჩევა-დარიგებებს? პირველ რიგში შენი შვილები არ აქცევენ ყურადღებას? - დაეცი მუხლებზე და ილოცე.

 

14. გაღიზიანებაა ცოლ-ქმარს შორის? - შენი ბრალია. და ისევ შენი ბრალია. და არა მისი ბრალი.

 

15. დამნაშავე ხარ? - ითხოვე პატიება, შენდობა.

 

16. არ ხარ დამნაშავე? - კვლავ ითხოვე პატიება, შენდობა.

 

17. ჯანმრთელი ხარ? - ადიდე უფალი.

 

18. ავადმყოფობ? გაქვს სიმსივნე, გაწვალებული ხარ, ვერ ითმენ, იტანჯები, გტკივა? - ადიდე უფალი.

 

19. ოჯახში წუწუნებთ, გაქვთ უმუშევრობა, სიღარიბე? - იმარხულე. იფხიზლე. ილოცე.

 

20. ილოცე ყველასათვის და ყველაფრისათვის. ბევრი ილოცე. ბევრი ილოცე. იმარხულე და ილოცე, რათა „ნათესავი ესე არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მათე 17,21).

 

„ჩემო ძმებო, თუ ამ თავმდაბალ რჩვებს გავითვალისწინებთ, პირველ რიგში მე გავითვალისწინებ, ვიყოთ დარწმუნებულნი რომ გადავრჩებით“!