მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რუმინეთის პატრიარქის 11 რეკომენდაცია შობის მარხვის წინ

 

რუმინეთის პატრიარქი დანიელი მართლმადიდებელი მრევლისთვის საშობაო მარხვის პერიოდისთვის 11 რეკომენდაციას აქვეყნებს:

 

„1 . ვმარხულობთ არა იმიტომ, რომ დაგვინახონ და შეგვაქონ ადამიანებმა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს მივუახლოვდეთ.

 

2 . ვმარხულობთ იმიტომ, რომ ღმერთი უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე მის მიერ ბოძებული მატერიალური საჩუქრები, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ.

 

3 . პატიება – კარგი დასაწყისია მარხვის პერიოდისთვის. ვერავინ დაიწყებს მარხვას, რაც არის სულიერი ბრძოლა ცოდვათა განწმენდისთვის და სულის განსანათლებლად, პატიების გარეშე.

 

4 . მარხვა მორწმუნეთა ლოცვას ამყარებს, რომლებიც ღმერთთან კავშირს მიიჩნევენ სინათლედ და საკვებად თავისი სულისთვის.

 

5 . ნამდვილი მარხვა – ეს არა მხოლოდ თავშეკავებაა ცხოველური წარმოშობის საკვებისგან, არამედ მატერიალური სიძუნწისგან და სხვებზე ეგოისტური ბატონობისკენ სწრაფვისგან, ასევე ნებისმიერი აზრის, სიტყვის, ან მოქმედების შეზღუდვა, რომელიც ამცირებს უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულს.

 

6 . თუკი მარხვას თან სდევს ქმედებები, რომლებიც სათნოა ღვთისთვის, მარხვა მარხულ ადამიანს სხივად და უფლის დიდების ჭურჭლად აქცევს სხვა ადამიანებისთვის.

 

7 . მარხვა – ეს მხოლოდ მატერიალური კი არა, სულიერი მდგომარეობაც არის, ანუ მარხვაა თვალისთვის, პირისა და გულისთვის.

 

8 . მარხვა – ეს მსხვერპლის სულიერი მდგომარეობაა და მისი მსხვერპლშეწირვაა, ვინც მარხულობს. ის აღესრულება თავისუფლად და თითოეულის ძალების შესაბამისად.

 

9 . მარხვისას მატერიალური საკვების რაოდენობა იზღუდება, სულიერი საზრდო კი იზრდება.

 

10 . მარხვა აძლიერებს ლოცვას, ლოცვის გარეშე მარხვა არ წარმოადგენს სულიერ მუშაობას.

 

11 . მარხვა აცხრობს ეგოისტურ ვნებებს, გაანათლებს ინტელექტს, გრძნობებს, ცვლის დამოკიდებულებასა და ქცევას ადამიანებისა და ბუნებისადმი და ყველაფერს წარმოადგენს საღვთო სიყვარულით“ – ნათქვამია რუმინეთის პატრიარქის რეკომენდაციებში.