ერთმა მღვდელმა, რომელიც დაიღალა მიზეზების მოსმენით, თუ რატომ ვერ დადის ხალხი ეკლესიაში, ასეთი რამ თქვა:
- აი, ათი ანალოგიური მიზეზი, თუ რატომ არ ვიბან პირს:
1. იმიტომ, რომ ბავშვობაში მაიძულებდნენ პირის დაბანას;
2. ვინც პირს იბანს, პირმოთნენი არიან, რადგან ფიქრობენ, რომ სხვებზხე სუფთები არიან;
3. ვერ გადამიწყვეტია, რომელი საპონია უკეთესი;
4. ოდესღაც ვიბანდი, მაგრამ მერე მომბეზრდა;
5. ვიბან მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე - შობასა და აღდგომაზე;
6. ჩემი მეგობრებიდან არავინ იბანს პირს;
7. მაშინ დავიწყებ დაბანას, როცა მოვხუცდები და სულ მთლად ბინძური გავხდები;
8. პირის დაბანის დრო არ მაქვს;
9. ზამთარში წყალი ძალიან ცივია, ზაფხულში - ზედმეტად თბილი;
10. არ მინდა, რომ ჩემს ხარჯზე საპნის მწარმოებლები გამდიდრნენ;