მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სამოძღვრო

 

ათი მცნება

 

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

6. არა კაც-ჰკლა.

7. არ იმრუშო.

8. არ იპარო.

9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

 

 

ცხრა ნეტარება

 

1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.

3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.

5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

6. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.

8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

9. ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა. 

 

 

სამი საღვთისმეტყველო სათნოება

1. სარწმუნოება;
2. სასოება;
3. სიყვარული.

 

 

შვიდი ნიჭი სულისა წმიდისა

1. შიში ღმრთისა;
2. ღმრთისმსახურება;
3. ძლიერება;
4. ზრახვა;
5. მეცნიერება;
6. გულისხმისყოფა;
7. სიბრძნე.

 

 

ცხრა ნაყოფი სულისა წმიდისა

1. სიყვარული;
2. სიხარული;
3. მშვიდობა;
4. სულგრძელობა;ფა;
5. სიტკბოება;
6. სახიერება;
7. სარწმუნოება;
8. მყუდროება;
9. მოთმინება.

 

 

შვიდი მოწყალების საქმე სულიერი

1. მოქცევა ცოდვილთა;
2. სწავლება უმეცართა;
3. განმართვა დაბრკოლებულთა;
4. ნუგეშისცემა მწუხარეთა;
5. დათმენა უსამართლობისა;
6. მიტევება შემცოდეთა თანანადებისა;
7. ღმრთის მიმართ ვედრება მოყვასთა საცხოვნებლად.

 

 

შვიდი მოწყალების საქმე ხორციელი

1. დაპურება მშიერთა;
2. სმევა მწყურვალთა;
3. შემოსვა შიშველთა;
4. შეწყნარება უცხოთა;
5. მოკითხვა სნეულთა;
6. მიხედვა პატიმართა;
7. დაფლვა მიცვალებულთა.

 

 

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და წამალი მათი – შვიდი სათნოება

1. ამპარტავნება – სიმდაბლე
2. ანგარება – მოწყალება
3. სიძვა – უმანკოება
4. მრისხანება – სიმშვიდე
5. ნაყროვანება – მარხვა
6. შური – სიყვარული
7. მიმომწვლილველობა – სასოება

 

 

შვიდი საიდუმლო ახლისა აღთქუმისაი

 

1. ნათლისღება
2. მირონცხება
3. ზიარება
4. სინანული
5. ზეთის კურთხევა
6. ქორწინება
7. მღვდლობა