საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე სახელმ-წიფოსა და რელიგიის ურთიერთობის რამდენიმე მოდელი შეძლება გამოვყოთ:
1. სახელმწიფოსა და რელიგიის სრული გამიჯვნა;
2. სახელმწიფოსა და რელიგიის კორპორაციული გამიჯვნა;
3. რელიგიური პრიორიტეტი;
4. სახელმწიფო რელიგია.
1. სახელმწიფოსა და რელიგიის სრული გამიჯვნა
სახელმწიფოსა და რელიგიის სრული გამიჯვნის სანიმუშო მოდელია აშშ.
აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება, რელიგიის თა-ვისუფლების შესახებ, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთგა-მიჯვნის საფუძველი გახდა, მაგრამ ამგვარი მოდელის დაკანონე-ბას სახელმწიფოში ეკლესიისადმი მტრულად განწყობის საწყისი არ გაუჩენია. ეს მოდელი ეფუძნებოდა იმიგრანტთა გამოცდილე-ბას, რომელთა დიდი ნაწილიც სარწმუნოებრივი დევნის გამო გა-დასახლდა ამერიკაში. გამოირიცხა სახელმწიფოს სამართლებრივი დაკავშირება ეკლესიასთან, რაც სხვა ეკლესიის საზიანო იქნებო-და. `კონსტიტუციის მამები" ისეთ სახელმწიფოს უყრიდნენ სა-ფუძველს, რომელიც ყველა პიროვნებას მისცემდა საშუალებას და-უბრკოლებლად შეესრულებინა რელიგიური წეს-ჩვეულებანი.
როდესაც სახელმწიფოსა და რელიგიის სრულ გამიჯვნაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს რწმენისა და აღმსარებლობის აკრ-ძალვას, არამედ, პრინციპი რელიგიის თავისუფლებისა, რელიგიუ-რი ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსს გულისხმობს.
აშშ-ში რელიგიურ ორგანიზაციებს საზოგადოებრივი ორ-განიზაციების სტატუსი ენიჭებათ. თავიანთ საქმიანობაში ისინი ყველასათვის სავალდებულო კანონებს ემორჩილებიან. კონსტიტუ-ციიდან გამომდინარე, რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით შე-საძლებელია ადგილობრივი კანონების მიღება, რომელთა მიხედვით რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა და განათლება მთლიანად თვითდაფინანსებასა და შემოწირულობებზეა აგებული.[4.]
დე იურედ გამოცხადებულმა სრულმა ნეიტრალიტეტმა ფაქტობრივად სხვაგვარი შეფერილობა მიიღო. მაგალითად, კონგ-რესს ჰყავს საკუთარი მღვდელი, ზრუნავენ სამხედროთა სულიერ მდგომარეობაზე, ფიცის მიღების დროს გამოიყენება ბიბლია, მონე-ტებზე ამოტვიფრულია ,,Iნ Gოდ ჭე თრუსტ", რელიგიურ გაერთიანე-ბებს საფოსტო პრივილეგიები გააჩნიათ. პრაქტიკულად დაიწყო სუბსიდიების გზით რელიგიურ ორგანიზაციათა ხელის შეწყობა და იმის გამოკვეთა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის რა-დიკალურმა გაყოფამ შეიძლება საზიანო ეფექტიც კი მოიტანოს საზოგადოებისათვის.
პოზიტიური ნეიტრალიტეტის თვალსაზრისით საინტერესოა ბელგია, სადაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სა-მართლებრივი საფუძვლები 1831 წლის კონსტიტუციით განისაზ-ღვრა და იგი კათოლიკეებისა და ლუთერანების ისტორიულ კომ-პრომისს წარმოადგენს. ბელგიის სამართალი რელიგიურ თანასწო-რობას აღიარებს, მაგრამ რელიგიურ ორგანიზაციათა თანასწორ-უფლებიანობის თვალსაზრისით მაინც განსხვავებული მიდგომა არ-სებობს. ზოგიერთმა რელიგიამ ოფიციალური აღიარება მიიღო, რაც გარკვეული უპირატესობების დაწესებასთან არის დაკავშირე-ბული. რადგან რელიგიური ორგანიზაციის საკანონმდებლო დეფი-ნიცია არ არსებობს, გადაწყვეტილების მიღების უფლება ამ სფე-როში სასამართლოებს გააჩნიათ. ასეთი აღიარების შემდეგ ეკლე-სია სახელმწიფოსაგან იღებს დახმარებებს მშენებლობებისა და შენობების შეკეთებისათვის. ეკლესიას გააჩნია თავისი რადიო და ტელეგადაცემები. შეიარაღებულ ძალებში და თავისუფლების აღ-კვეთის ადგილებში მყოფი სასულიერო პირების საქმიანობა ფინან-სირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.[5.]
რელიგიური გაერთიანების თვითმმართველობისათვის საჭი-რო სამართლებრივ საფუძველს კონსტიტუციის 21-ე მუხლი წარ-მოადგენს, რომლის მიხედვით სახელმწიფომ ეკლესიას ზედამხედ-ველობა არ უნდა გაუწიოს, იგი თავისუფალია და შეუძლია ეკლე-სიის შიგნით არსებული სტრუქტურები თვითონ განსაზღვროს.
თუკი სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპი აშშ-ში ცარიელ ადგილზე აღმოცენდა, საფრანგეთში 1905 წლის 9 დეკემბერის კანონმა სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის წესი (რომელიც არ მოქმედებს მხოლოდ ლოტარინგიასა და ელ-ზასში) ტრადიციული კონფესიის საფუძველზე შემოიღო.
1958 წლის კონსტიტუციამ გააუქმა აღიარებული რელიგი-ური გაერთიანებების ინსტიტუტი. ასეთ სიტუაციაში რელიგიური გაერთიანებები აღარ წარმოადგენენ საზოგადოებრივ ინსტიტუ-ტებს, ისინი კერძო საქმეთა სფეროს განეკუთვნებიან. არ არსე-ბობს ოფიციალური რელიგია ან ისეთი, რომელიც დომინირებს. თუმცა ეს მოჩვენებითი ნეიტრალიტეტი ვლინდება ისეთი ფაქტე-ბის აღიარებაში, როგორიცაა მრავალი მილიონი კათოლიკე ფრან-გის სურვილი შესაბამისი რელიგიური აღზრდის აუცილებლობის შესახებ, ეკლესიის ხელშეუხებლობა სახელმწიფოს მხრივ აღზრ-დის, სოციალური დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მი-მართულებით.
რელიგიურ ორგანიზაციად აღიარება აქაც სასამართლოს მი-ერ ხდება. მართლმსაჯულების გავლენით უკანა ფონზე გადაიწია სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის იდეოლოგიურმა ხასიათ-მა. მართალია, სახელმწიფო არც ერთ რელიგიურ გაერთიანებას არ აფინანსებს, რესურსები მათ კერძო წყაროებიდან უნდა მიი-ღონ, მაგრამ სახელმწიფოს არაპირდაპირი დახმარება მაინც არსე-ბობს _ სახელმწიფო უხდის ხელფასს იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ციხეებსა და საავადმყოფოებში მუშაობენ.
მსგავსი მოდელია ირლანდიაში, თუმცა გარკვეული თავი-სებურებებით. ეკლესიები და რელიგიური გაერთიანებები იურიდიუ-ლი პირის სტატუსით ავტომატურად არ სარგებლობენ. საეკლე-სიო საკუთრება გადაცემული აქვთ ერთგულ პირებს, ნაწილი მრევლს, ნაწილი კი _ ეპარქიას. სახელმწიფოსაგან გამოყოფის პროცესში ეკლესიამ შექმნა საეკლესიო წარმომადგენლობითი ფონდი, როგორც საკუთრების მფლობელი. ეს ფონდი 1870 წლის 15 ოქტომბერს სამეფო პაქტის საშუალებით იქნა რეგულირებუ-ლი. ქონების შეძენა ან გამოყენება ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების მიერ განისაზღვრება მხოლოდ საკუთარი წესების მიხედვით. სასულიერო პირთა ხელფასები დაბეგვრას ექვემდებარე-ბა, ხოლო რელიგიურ ორგანიზაციათა შენაწირები და ანდერძი დაბეგვრისაგან თავისუფლდება.
2. სახელმწიფოსა და რელიგიის კორპორაციული გამიჯვნა
კორპორაციული გამიჯვნის მოდელია გერმანია. ეს მოდელი თავისი შინაარსით შუალედურია სახელმწიფო ეკლესიებსა და ეკ-ლესიასა და სახელმწიფოს მკაფიო გამიჯვნას შორის. სახელმწი-ფოსაგან ეკლესიის გამოყოფა კონსტიტუციური მოთხოვნაა, მაგ-რამ, ამავე დროს, დაშვებულია ორივე ინსტიტუტის კოოპერაცია იმ შემთხვევაში, როცა ადამიანზე ერთობლივი ზრუნვა საქმით გა-მოიხატება. ის, რომ მოქმედი სამართლით არსებობს კოოპერაცია და არა აბსოლუტური გამიჯვნა, უპირველეს ყოვლისა დასტურ-დება იმით, რომ ეკლესიის ამოცანები საზოგადოებრივი ამოცანებია (სახელმწიფო ამოცანებისაგან განსხვავებით).
ეკლესიები და სხვა რელიგიური საზოგადოებები წარმოად-გენენ საჯარო სამართლის კორპორაციებს საზოგადოებრივი სა-მართლებრივი ხასიათით. ისინი ორგანიზებულნი არიან თავიანთი ამოცანების შესასრულებლად; არსებობს აგრეთვე შეზღუდული სა-მართლებრივი ზედამხედველობა.
სახელმწიფოსგან ეკლესიის დამოუკიდებლობის პრინციპი მოქმედებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ღვთისმეტყველება, ღვთის-მსახურება, ზრუნვა სულის გადასარჩენად, რელიგიური ჩვეულებე-ბი, პროცესიები, საქველმოქმედო დახმარება, საეკლესიო წესდება, საეკლესიო ორგანიზაციის მმართველობა და ა.შ. ამ სფეროებში ეკლესიები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ თვითორგანიზებით და საკუთარი შეხედულებით. ყველა სხვა შემთხვევაში, ისინი სა-ხელმწიფოში არსებულ სამართალს ექვემდებარებიან. იმ სფეროში, სადაც სახელმწიფო და ეკლესია საერთო საკითხებს აწესრიგებენ, სახეზეა კოოპერაცია და არა კოორდინაცია. ეს წესი 1990 წლის 3 ოქტომბრის ძირითადმა კანონმაც დაადასტურა, რომელმაც ნა-ციონალ-სოციალისტების 12 წლის არსებობისა და 45-წლიანი სოციალისტური რეჟიმის პერიოდში რელიგიური გაერთიანებების დევნის შემდეგ დიდი ცვლილებები მოიტანა გერმანიაში ლანდები-სათვის (მიწებისათვის). ე.ი. კონსტიტუციურად ეკლესია გამოყო-ფილია სახელმწიფოსაგან, მაგრამ მათ შორის კორპორაცია ხელ-შეკრულებით ფორმდება. ხელშეკრულების დადება ცალკეულ ეკ-ლესიებთან ლანდების (მიწების) კომპეტენციაა (რასაც რეფორმა-ციის დროინდელ
ი ტრადიციაც უჭერს მხარს).
მაგალითად, წმინდა ტახტსა და საქსენ-ანჰალტის მიწას შორის 1995 წლის 15 იანვრის ხელშეკრულება აღიარებს, რომ გერმანიის გაერთიანება, რელიგიის თავისუფლების დაცვა, ეკლე-სიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობის პრინ-ციპის გატარება, პარტნიორული ურთიერთობის წანამძღვრებს ქმნის. ამ ხელშეკრულების დადების საფუძვლად მიჩნეულია გერ-მანიის იმპერიასა და წმინდა ტახტს შორის მოქმედი 1933 წლის 20 ივლისის კონკორდატი და თავისუფალ სახელმწიფო პროიზენ-სა და წმინდა ტახტს შორის 1929 წლის 14 ივნისის ხელშეკრუ-ლება, რომლის მე-14 მუხლის თანახმად:
1. ეპარქიები, საეპისკოპოსო ტახტები, კათედრალ-კაპიტოლი და საეკლესიო გაერთიანებები, აგრეთვე მათ მიერ შექმნილი კავ-შირები, საჯარო სამართლის კორპორაციებს წარმოადგენენ. მათი სამსახური საჯარო სამსახურია.
2. კათოლიკური ეკლესია დროულად აცნობებს მიწის მთავ-რობას, აგრეთვე ტერიტორიულ-დარგობრივ კომუნალურ კორპო-რაციებს საჯარო სამართლის საეკლესიო კორპორაციების დაარსე-ბის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ. განზრახული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე იურიდიული პირის სტატუ-სის მქონე საჯარო სამართლებრივი საეკლესიო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დაარსება და რეორგანიზაცია მიწის მთავრო-ბის სანქციონირებას საჭიროებს. კანონით გათვალისწინებული თანხმობა კერძო დაწესებულებებთან მიმართებაში უცვლელი რჩე-ბა.
3. ეპარქიების გადაწყვეტილებანი, საჯარო სამართლის სა-ეკლესიო კორპორაციების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ქო-ნებრივ-სამართლებრივი წარმომადგენლობის წესის დარღვევისას, მიწის მთავრობას შეუძლია ერთი თვის განმავლობაში გააპრო-ტესტოს. ამ მუხლის კონსტატაცია, რომ საეკლესიო სამსახური საჯარო სამსახურია, გამომდინარეობს საჯარო სამართლის კორ-პორაციის სტატუსიდან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქმედი კა-ნონმდებლობა საჯარო სამსახურის შესახებ საეკლესიო და საჯა-რო სამსახურს ერთმანეთთან ათანაბრებს. კათოლიკური ეკლესიის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სამსახურისაგან განსხვავე-ბული ამოცანების გამო საჯარო სამსახურის შესახებ ნორმები სა-ეკლესიო სამსახურში უშუალო გამოყენებას ვერ პოვებს.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ერთობ-ლივი საქმიანობის საკითხები:
მიწის მთავრობა და საეპისკოპოსო სისტემატური კონსულ-ტაციების საჭიროებას ხედავენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათ ურთიერთშეხებას განაპირობებს ან ორმხრივ ინტერესს წარმოად-გენს.
მიწის მთავრობა ატყობინებს კათოლიკურ ეკლესიას იმ სა-კანონმდებლო აქტებისა და დარგობრივი პროგრამების მომზადების თაობაზე, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის ინტერესებს უშუა-ლოდ შეეხებიან.
სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ამ ვალდებულების განსახორ-ციელებლად და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის გასაუმჯობესებ-ლად საეპისკოპოსო ნიშნავს რწმუნებულს და მიწის მთავრობას-თან აარსებს კათოლიკურ ბიუროს, როგორც საეპისკოპოსოს კო-მისარიატს საქსენ-ანჰალტის მიწაზე.
ხელშეკრულება ითვალისწინებს კათოლიკურ სწავლებას სა-ჯარო სკოლებში, რომელიც წიგნებსა და პროგრამებთან ერთად მტკიცდება ეპისკოპოსის მიერ. ნებართვას ასეთ სწავლებაზე (მისსიო ცანონიცა) გასცემს ეპისკოპოსი.
კათოლიკურ ეკლესიას უფლება აქვს შექმნას საქველმოქმე-დო ჯგუფები განათლების, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში.
ასევე, მიწა ანიჭებს კათოლიკურ ეკლესიას შესაძლებლობას სახელმწიფო საავადმყოფოებში, თავშესაფრებში, სასჯელთა აღსრულების, სასწავლო-აღმზრდელობით და მიწის სხვა ამგვარ დაწესებულებებში განახორციელოს ღვთისმსახურება, რელიგიური ღონისძიებები და სხვადასხვაგვარი სასულიერო მზრუნველობა. როცა ეს ამოცანები ნებაყოფლობითი სასულიერო მზრუნველობით ხორციელდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საჭიროა შესაბამისი ეპისკოპოსის თანხმობის წარდგენა და მიწის მთავრო-ბასთან შეთანხმება.
კათოლიკურ ეკლესიას უფლება აქვს მიწის კანონმდებლო-ბის თანახმად, დააარსოს კერძო რადიო.
საეკლესიო საკუთრებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ადგენს, რომ ექსპროპრიაციული ნორმების გამოყენებისას მიწის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეკლესიის ინტერესი და დაეხმაროს ტოლფასოვანი საკუთრების შეძენაში.
ადგილობრივი მთავრობა ზრუნავს სახელმწიფო მიწაზე გან-ლაგებული საეკლესიო ან საქველმოქმედო ნაგებობების მოვლაზე კომუნალური სამშენებლო ვალდებულების ფარგლებში. თვითონვე იძლევა კომუნალური საეკლესიო შენობების საზოგადოებრივი და-ნიშნულების შენარჩუნების გარანტიებს.
კომპეტენტურ საეკლესიო ინსტანციასთან შეთანხმებით, საეკლესიო ნაგებობების შესაბამის მდგომარეობაში შენახვაზე ვალ-დებულ მესაკუთრეს შეუძლია თავის თავზე აიღოს საეკლესიო და საქველმოქმედო მიზნებისათვის განკუთვნილი ნაგებობის გასხვისე-ბა სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით.
ძეგლთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით განსაზღვრუ-ლია კათოლიკური ეკლესიის ვალდებულება შეინახოს და დაიცვას შესაბამისი ფასეულობების მქონე შენობები, მათდამი მიკუთვნე-ბული ხელოვნებისა და კულტურის ობიექტები. ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოები იცავენ შესაბამისი ეპისკოპოსის მიერ საღვთო სამსახურისათვის დადგენილი კულტურის ძეგლების სა-ეკლესიო დანიშნულებით გამოყენების უპირატეს უფლებას.
ძეგლთა დაცვის კანონის ნორმები, სანებართვო წესი, ნაპოვ-ნის ამოღების, ექსპროპრიაციის მარეგულირებელი ნორმები არ გამოიყენება კულტურის იმ ძეგლთა მიმართ, რომლებიც საეკლე-სიო საკუთრებაშია. კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია ძეგლთა დაცვის უმაღლეს ორგანოსთან თანხმობით, ამ კულტურის ძეგ-ლების დაცვის უზრუნველყოფისათვის, საკუთარი წესები გამოს-ცეს.
მიწის მთავრობა კათოლიკური ეკლესიისათვის გაიღებს ერ-თიან დოტაციას.
საეკლესიო გადასახადების მართვისა და ამოღების საკით-ხებთან დაკავშირებით ხელშეკრულება ეპარქიებს უფლებას ანი-ჭებს ამოიღონ საეკლესიო გადასახადები მიწის კანონმდებლობის ნორმების დაცვით.
საეკლესიო გადასახადის, როგორც დამატებითი შემოსავლის შესაფასებლად და საშემოსავლო გადასახადის ამოღების ხელშე-საწყობად, ეპარქიები ერთიან საგადასახადო ტარიფზე თანხმდე-ბიან.
საეკლესიო საგადასახადო განაწესები და ტარიფები სახელ-მწიფო აღიარებას საჭიროებენ.
ეპარქიების წინადადებით, საეკლესიო გადასახადების მარკა (დადგენა და ამოღება), მას შემდეგ, რაც ის ნებადართულია, შეიძლება სახელმწიფო-საფინანსო ორგანოებს გადაეცეს.
საფინანსო ორგანოებს ეკისრებათ საეკლესიო გადასახადე-ბის ამოღება.
მიწის მთავრობა მოსაკრებლისაგან ათავისუფლებს ეპარქი-ებს, საეპისკოპოსოებს, კათედრალ-კაპიტოლს, საეკლესიო გაერ-თიანებებსა და მათ მიერ შექმნილ კავშირებს, აგრეთვე მათ საჯა-რო-სამართლებრივ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.
ხელშეკრულების ძალაში შესვლა სავალდებულო რატიფიკა-ციას მოითხოვს.
3. რელიგიური პრიორიტეტი
საერთაშორისო პრაქტიკაში, ზოგიერთ იმ ევროპულ სახელ-მწიფოში, სადაც ტრადიციული რელიგიები არსებობენ, ისინი გარ-კვეული პრიორიტეტით სარგებლობენ.
ამ სახელმწოფოებში რელიგიური ურთიერთობების რეგული-რების სამსაფეხურიანი სისტემა არსებობს:
1. კონკორდატის სისტემა, რომელიც კათოლიკურ ეკლესი-ასთან ურთიერთობისათვის გამოიყენება.
2. შეთანხმებები, რომელსაც კონფესიები დებენ სახელმწი-ფოსთან.
3. რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც კანონით დადგე-ნილი წესით რეგისტრაციას ექვემდებარებიან.
ამ მოდელის ნათელი მაგალითია იტალია. კათოლიკურ ეკ-ლესიასთან მიმართებაში კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფო და კათოლიკური ეკლესია თავიანთი წყობით დამოუ-კიდებელნი და სუვერენულნი არიან, მათ შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია 1929 წლის ლატერანის კონკორდატით. ამ კონკორდატის საფუძველზე დაიდო შეთანხმებები, რომლებიც ეხე-ბა საეკლესიო კორპორაციებსა და ქონებას (1984 წ.), კათოლი-კური ღვთისმეტყველების სწავლებას სკოლებში (1985 წ.), საეკ-ლესიო დღესასწაულებსა და პოლიციელთა სულზე ზრუნვის მო-წესრიგებას (1990 წ.). ლატერანის 1929 წლის კონკორდატმა ვატიკანის თეოკრატიული მონარქიის სუვერენიტეტი აღიარა, გან-საზღვრა კათოლიკური ეკლესიის უფლებები და პრივილეგიები იტალიაში და ამასთან ერთად, დაადგინა პაპებისათვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის სახით 750 მილიონი ლირის გადახდა. ამის შემდეგ, კათოლიკური ცენტრი მორწმუნეთა სახელით საერო ხელისუფლებასთან ურთიერთობებს კონკორდატების მეშვეობით აგვარებს. ცნობილია 1939 წელს გერმანიასა და პორტუგალიას-თან დადებული და სხვა კონკორდატები.[6.]
წმინდა საყდარსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დადე-ბული შეთანხმებით:
იტალიის რესპუბლიკა აღიარებს კათოლიკური ეკლესიის სრულ თავისუფლებას მისი სამოძღვრო, აღმზრდელობითი, სა-ქველმოქმედო, ევანგელიზაციის და განწმენდის მისიის განხორ-ციელებაში, კერძოდ, ეკლესიას გარანტირებული აქვს თავისუფ-ლება ორგანიზაციაში, სახალხო რიტუალების, მოძღვრებისა და ღვთისმსახურების აღსრულებაში და არა საეკლესიო საკითხების განსჯადობაში.
მღვდლებსა და საეკლესიო პირებს, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული, უფლება ენიჭებათ თავიანთი მოთხოვნით გათავისუფლ-დნენ სამხედრო სამსახურიდან და შეასრულონ სამოქალაქო სამსა-ხური. საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში სასულიერო პი-რები, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავებულნი სულზე მზრუნველობით, გამოძახებულნი იქნებიან ღვთისმსახურების აღსა-სრულებლად ჯარის ნაწილებში ან სანიტარიული სამსახურისათ-ვის. საეკლესიო საკუთრებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ადგენს, რომ საეკლესიო ორგანიზაციების კუთვნილი ქონების მართვა ექვემდებარება კანონიკური სამართლით გათვალისწინებულ კონტროლს, თუმცა ამ ორგანიზაციების შენაძენი იურიდიულ პირ-თა შენაძენების შესახებ იტალიის კანონებით გათვალისწინებულ კონტროლსაც ექვემდებარება. ამ შეთანხმების ხელმომწერი მხა-რეები დაამტკიცებენ პარიტეტულ კომისიას მათთვის დასამტკი-ცებლად წარსადგენი იმ ნორმების შესამუშავებლად, რომლებიც შეეხება ამ ორგანიზაციების მართვის და ეკლესიის ქონების განა-წესს, აგრეთვე იტალიის სახელმწიფოს ფინანსურ საქმიანობასა და საეკლესიო ორგანიზაციების ქონებრივ მართვაში სახელმწიფო ოპერაციებზე ზედამხედველო
ბას.
ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია კანონიკური სამარ-თლის ნორმებით განხორციელებელი ქორწინების სამოქალაქო შე-დეგები. წმინდა საყდარი ითვალისწინებს, რომ: ა) რეგისტრაციას არ ექნება ადგილი, როდესაც მეუღლეები არ პასუხობენ სამოქა-ლაქო კანონმდებლობის მოთხოვნებს; ბ) საეკლესიო ჯვრისწერა ექვემდებარება სამოქალაქო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოებში.
სწავლების თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, იტა-ლიის რესპუბლიკა ცნობს რელიგიური კულტურის ღირებულებას, ითვალისწინებს კათოლიციზმის პრინციპების მნიშვნელობას იტა-ლიელი ხალხის ისტორიულ მემკვიდრეობაში და განაგრძობს კა-თოლიკური რელიგიის სწავლებას ნებისმიერი საფეხურისა და კატეგორიის არასაუნივერსიტეტო სახალხო სკოლებში.
მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული აკადემიური ტიტუ-ლები თეოლოგიასა და სხვა დისციპლინაში, რომელიც დამტკიცე-ბულია წმინდა საყდრის მიერ, ცნობილია სახელმწიფოს მიერაც.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, აგრეთვე, სასჯელ-აღსრულების ორგანოებსა და საავადმყოფოებში მყოფ პირთა მზრუნველობის ინსტიტუტი. ასეთი კატეგორიის პირთათვის სუ-ლიერ დახმარებას უზრუნველყოფენ ეკლესიის ხელმძღვანელობის მიერ დანიშნული საეკლესიო პირები კანონმდებლობის, შიდა სა-უწყებო და იმ წესების შესაბამისად, რომელთაც დაადგენენ მხა-რეები.
კულტურული მემკვიდრეობის ზრუნვაზე წმინდა საყდარი და იტალიის სახელმწიფო ურთიერთთანამშრომლობას აღიარებენ. იტალიის კანონების ცხოვრებაში გატარების და რელიგიური ხა-სიათის მოთხოვნების ჰარმონიზაციის მიზნით ორი მხარის კომპე-ტენტური ორგანოები წინასწარ თანხმდებიან საეკლესიო დაწესე-ბულებებსა და ორგანიზაციებს მიკუთვნებული რელიგიური ინტე-რესების კულტურული სიკეთის დაცვის სფეროში.
წმინდა საყდარი ინარჩუნებს რომისა და იტალიის ტერიტო-რიაზე არსებულ ქრისტიანულ კატაკომბებს მათი შენახვის, მოვ-ლისა და შენარჩუნების ვალდებულების გათვალისწინებით და უარს ამბობს სხვა კატაკომბების დასაკუთრებაზე.
სახელმწიფო კანონებისა და მესამე პირთა შესაძლებელი უფლებების გათვალისწინებით, წმინდა საყდარს შეუძლია აწარ-მოოს საჭირო გათხრები და წმინდა რელიქვიების გადაადგილება.
ხელშეკრულება ითვალისწინებს, აგრეთვე, ახალი საკითხე-ბის დარეგულირების პროცედურასაც. საკითხები, რომლებიც მო-მავალში წარმოაჩენენ კათოლიკურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებას, შეიძლება დარე-გულირდნენ როგორც ახალი შეთანხმებებით მხარეებს შორის, ისე მოლაპარაკებებით სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსა და იტალიის საეპისკოპოსო კონფერენციას შორის.
კათოლიკური ეკლესიის გარკვეული უპირატესობის მიუხე-დავად, იტალიის კონსტიტუცია განსაზღვრავს სხვა კონფესიათა ადგილს სახელმწიფოში. არაკათოლიკურ კონფესიებს უფლება აქვთ ჩამოყალიბდნენ საკუთარი წესდების მიხედვით, თუ იგი არ ეწინააღმდეგება იტალიის მართლწესრიგს. მათი ურთიერთობები სახელმწიფოსთან ხელშეკრულებებით რეგულირდება. ასეთი ხელ-შეკრულება იტალიის სახელმწიფოს 6 კონფესიასთან აქვს დადე-ბული: ვალდესებთან (თავოლა Vალდესე), მეშვიდე დღის ადვენტის-ტებთან, ორმოცდაათიანელებთან, იუდეველთა კავშირთან, ევანგე-ლისტურ-ბაბტისტურ კავშირთან და ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიებთან. მათთვის დაწესებულია გარკვეული სამართლებრივი პრიორიტეტები, მაგრამ არა კათოლიკური ეკლესიის თანასწორი.
ცალკე შეიძლება იქნეს განხილული იმ რელიგიურ ორგანი-ზაციებთან ურთიერთობა, რომელთაც შედარებით გვიან მოიკიდეს ფეხი იტალიაში. მათ მიმართ გამოიყენება 1929 წლის კანონი, რომლითაც დადგენილია საგადასახადო შეღავათები საქველმოქმე-დო და საგანმანათლებლო მიზნით წარმოებული საქმიანობისათვის. ეს რელიგიური ორგანიზაციები კორპორაციის პრინციპზე ყალიბ-დებიან. სახელმწიფო ორგანოებს კანონით უფლება აქვთ შეცვა-ლონ ამ კორპორაციის მმართველობითი ორგანოები და გააუქმონ კორპორაციის გადაწყვეტილებანი.
ასე რომ, იტალიის სამართლებრივი სისტემა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსაფეხურიან მოდელს იცნობს:
1. კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობა, (კონკორდატე-ბით რეგულირებული);
2. ტრადიციულ რელიგიებთან ურთიერთობა (ხელშეკრულე-ბებით რეგულირებული);
3. კანონის საფუძველზე შექმნილ, რეგისტრირებულ რელი-გიურ კორპორაციებთან ურთიერთობა.
კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობის მსგავსი მოდელი გააჩნია ესპანეთს.[7.] კონსტიტუცია ცნობს რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დადებულ კონკორდატს, ამასთან აცხადებს რელიგი-ის თავისუფლებას. ესპანეთში კონკორდატების გვერდით, კონსტი-ტუციის მოთხოვნის შესაბამისად, არსებობს კანონი რელიგიის თავისუფლების შესახებ. ეს კანონი ეხება არაკათოლიკური რელი-გიური ორგანიზაციების სტატუსს, მათი სახელმწიფოსთან ურთი-ერთობის პრინციპებს, უშვებს სხვა რელიგიებთან ხელშეკრულე-ბის დადების შესაძლებლობას. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის გა-რემოება, რომ არ არსებობს კონფესიის ცნების კანონისმიერი განსაზღვრება. იგი გამომდინარეობს თვით მოძღვრებიდან, რომლის ესპანური მოდელი სხვადასხვა კონფესიას სხვადასხვა რანგში აყე-ნებს _ კათოლიკური ეკლესია, კონფესიები ხელშეკრულებით, რე-გისტრირებული და არარეგისტრირებული კონფესიები, რელიგიუ-რი მიმართულებების ჯგუფები, რომელთაც კონფესითა დამახასია-თებელი ნიშანი არ გააჩნიათ. რეგისტრირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ იზრუნონ სკოლებში მოზარდთა სულებზე, გამოსცენ ორგანიზაციული შინაგანაწესისა და პერსონალთან ურთიერთობის მომაწესრიგებელი ნორმები
. სახელმწიფოსაგან დაფინანსებას მხო-ლოდ კათოლიკური ეკლესია იღებს და თავისუფლდება საშემოსავ-ლო, საკუთარი კაპიტალისა და სხვა გადასახადებიდან. ამისათვის საჭიროა, რომ ყოველმა გადამხდელმა მიუთითოს თავისი სურვი-ლი, თუ რისთვის გამოიყენონ მისი გადასახადის ნაწილი.
კონკორდატის მოდელი მოქმედებს ლუქსემბურგში. ცნობი-ლია 1801 წლის კონკორდატი, რომლის შენარჩუნების თაობაზე ხშირად კამათობენ.
ლუქსემბურგში სახელმწიფო ეკლესია არ არსებობს. სა-ხელმწიფო აღიარებს კათოლიკურ, ორ პროტესტანტურ და ებრა-ულ ორგანიზაციებს. მათ გააჩნიათ საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტის სტატუსი. სხვა რელიგიური გაერთიანებები (მაგ., მუს-ლიმური) საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტის სტატუსით არ სარგებლობენ, მათ შეუძლიათ გამოიყენონ კერძო სამართლის ყვე-ლა ფორმა, დააარსონ ფონდები, რომელთაც თითქმის იგივე უფ-ლებები ექნებათ, რაც აღიარებულ რელიგიურ გაერთიანებებს.
ლუქსემბურგში საეკლესიო გადასახადი არ არის დაწესებუ-ლი, ფინანსირება წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეპისკო-პოსები, მღვდლები და სხვა პერსონალი ხელფასს იღებენ სახელ-მწიფო ბიუჯეტიდან. აღიარებული ეკლესიები, საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტები და კერძო სამართლის ფონდები თავი-სუფლდებიან გადასახადებისაგან.
ავსტრიაში მოქმედებს 1933 წლის კონკორდატი, რომე-ლიც 1957 წელს ფედერალური მთავრობის მიერ იქნა აღიარებუ-ლი. ასევე, საეკლესიო სამართლის ძირითადი ნორმები მოცემულია 1867 წლის კანონში. ეს კანონი კონსტიტუციურ კანონადაც არის მიჩნეული. იგი ცნობს აღიარებული ეკლესიის სტატუსს, რომე-ლიც დამოუკიდებლად აწესრიგებს და განაგებს საკუთარ საქმეებს, ინარჩუნებს კულტურის, განათლებისა და საქველმოქმედო მიზნე-ბისათვის დაწესებულ ფონდებს.
კანონის პირველი პარაგრაფის მიხედვით, რელიგიური ორგანიზაციის აღიარებისათვის შემდეგი პირობებია საჭირო:
1. ღვთისმეტყველება, ღვთისმსახურება და განწყობა. არჩეული დასახელება არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო ან წეს-ჩვეულებების საწინააღმდეგო;
2. კულტის მიმდევართა ერთი გაერთიანებით მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
აღიარება სასამართლოს დადგენილებით ხდება. დღესდღეო-ბით ავსტრიაში აღიარების სტატუსი აქვთ კათოლიკურ, მეთო-დისტთა, სომხურ სამოციქულო ეკლესიას, მორმონებს, ახალ სა-მოციქულო ეკლესიას, ბუდისტურ რელიგიურ გაერთიანებასა და სირიულ ორთოდოქსულ ეკლესიას.
კათოლიკური, ევანგელისტური და ძველკათოლიკური ეკლე-სიებისათვის საგადასახადო კანონმდებლობა საეკლესიო გადასახა-დებს ითვალისწინებს იმისდა მიხედვით, იყენებენ ისინი ეკლესიის მომსახურებას თუ არა. საეკლესიო შენატანის განსაზღვრა და აკ-რეფა ხდება საეკლესიო წესდებით. კანონმდებლობა უშვებს რელი-გიური გაერთიანებების გათავისუფლებას ზოგიერთი გადასახადისა-გან, მაგალითად, კორპორაციის ან რენტის გადასახადისაგან, რო-მელიც საზოგადოებისათვის სასარგებლო, სათნოების მიზნებს ემ-სახურება.
პორტუგალიაში კათოლიკური ეკლესიის სტატუსი 1940 წლის კონკორდატითაა განსაზღვრული. კონსტიტუცია უპირატე-სობას არც ერთ ეკლესიას არ ანიჭებს. არ ცნობს აგრეთვე ტრა-დიციული ეკლესიის სტატუსსაც.
სხვა კონფესიების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კანონი 4/71, რომელიც ყველა კონფესიის მიმართ გამოიყენება, გარდა კათოლიკური ეკლესიისა. კათოლიკური ეკლესია კონკორ-დატის საფუძველზე ბეგარისაგან გათავისუფლებულია, სხვა რე-ლიგიური ორგანიზაციები, კანონიდან გამომდინარე, ამ უფლება-მოსილებით არ სარგებლობენ. ასევე, არ სარგებლობენ სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების უფლებით. ამ კონფესიათა სასულიერო პირების თავისუფალი შესვლა საავადმყოფოებში, სა-ხელმწიფო სკოლებსა თუ ციხეებში მათ სულზე ზრუნვის მიზნით, ასევე არაა აღიარებული. მათ არ ირჩევენ სახელმწიფო თანამდე-ბობებზე. პორტუგალიაში არ არსებობს რელიგიური გაერთიანებე-ბის საზოგადოებრივი დაფინანსების სისტემა, შესაბამისად, არ არ-სებობს ნაციონალური ან ადგილობრივი გადასახადები რელიგიური ინსტიტუტების სასარგებლოდ. მსგავსი პრივილეგიები მხოლოდ კათოლიკური ეკლესიისთვისაა გათვალისწინებული.
4. სახელმწიფო რელიგიის სტატუსი
რელიგიისათვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება კონსტი-ტუციითაა გარანტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიული როლისა და ტრადიციების გათვალისწინებით ესა თუ ის რელიგია სახელმწიფოს ნაწილი ხდება და მისი უშუალო მმართველობის სფეროში ექცევა.
ამ მოდელის საინტერესო მაგალითია დიდი ბრიტანეთი. მართალია, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანე-ბულ სამეფოს დაწერილი კონსტიტუცია არ გააჩნია, და შესაბა-მისად, არ არსებობს რელიგიის თავისუფლებისა და ეკლესიის თვითგამორკვევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები, მაგრამ მისი შემადგენელი ქვეყნები პრობლემის გარეშე თანაარ-სებობენ სახელმწიფო ეკლესიებითა და სახელმწიფო ეკლესიების გარეშე.
ინგლისის ეკლესია სახელმწიფო ეკლესიაა, რომლის სათა-ვეშიც დედოფალი დგას. იგი ლორდთა პალატაში 24 ეპისკო-პოსითაა წარმოდგენილი. ამით ეკლესია სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენს და არ შეიძლება ლაპარაკი იყოს კონკორდატზე ან ხელშეკრულებით ურთიერთობებზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. შოტლანდიაში სახელმწიფო ეკლესიაა შოტლანდიის რე-ფორმისტული ეკლესია. უელსში ანგლიკანური ეკლესია სახელ-მწიფოსაგან გამიჯნულია. ირლანდიის კონსტიტუციაში აღნიშნუ-ლია, რომ სახელმწიფო ცნობს რომის წმინდა კათოლიკური ეკ-ლესიის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომლის მიმდევარია სა-ხელმწიფოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი.
თავისებურებას წარმოადგენს ინგლისის ეკლესიის ორგანი-ზაცია საეკლესიო სამართლის ფორმირებაში. გენერალური სინოდი შედგება სამი პალატისაგან: ეპისკოპოსთა, მღვდელთა და მოყვა-რულთა. გადაწყვეტილებას სამივე პალატამ უნდა მისცეს ხმა. სი-ნოდის გადაწყვეტილებას საპარლამენტო კანონის ძალა გააჩნია. თუ სინოდი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც პარლამენ-ტის პრეროგატივაა, პარლამენტი კონტროლის უფლებას იტოვებს. მაგალითად, სინოდის მიერ მიღებულ აქტებს სამეფო თანხმობის მისაღებად მას შემდეგ წარადგენენ, როცა პარლამენტის ორივე პალატა მისცემს თანხმობას. პარლამენტს გადაწყვეტილების უფ-ლება აქვს, მაგრამ ტექსტს ვერ შეცვლის. სინოდის მიერ კანო-ნიკურ სფეროში გამოცემული აქტები სამეფო თანხმობას საჭირო-ებს, მაგრამ პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება.
სხვა ეკლესიები ნებაყოფლობითი გაერთიანების სტატუსით სარგებლობენ. არ არსებობს აღიარებული ეკლესიის ცნება, ისევე, როგორც საზოგადოებრივ-სამართლებრივი სტატუსის მქონე ეკლე-სიები. ეკლესიები სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდებიან, თუმ-ცა ზოგიერთი ეკლესია შეიძლება გადასახადისაგან გათავისუფლ-დეს. არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ხელფასები და პენ-სიები სასულიერო პირებისათვის. ერთადერთი დახმარება გამოიხა-ტება ისტორიული ნაგებობების შენახვა-შენარჩუნებაში.
ამ მოდელის ერთ-ერთი მაგალითია დანია. ამ ქვეყნის კონ-სტიტუციის მე-4 მუხლი განსაზღვრავს, _ ევანგელისტურ-ლუთე-რანული ეკლესია სახელმწიფო ეკლესიაა და სარგებლობს სახელ-მწიფოს მხარდაჭერითა და მფარველობით.
დანიის სახალხო ეკლესია ექვემდებარება ფოლკეტინგს (და-ნიის სახალხო პალატა) და საეკლესიო საქმეთა მინისტრს. ამდე-ნად, იგი ცენტრალური სახელმწიფოებრივი დაწესებულებაა და არ წარმოადგენს ავტონომიურ სამართლებრივ ორგანოს _ იურიდიულ პირს და არ შეუძლია სამართლებრივი ვალდებულებების აღება. ცალკეული მღვდლებიც კი სახელმწიფო მოხელეები არიან. ამ-გვარი ეკლესიის დაფინანსების სამი წყარო არსებობს: საეკლესიო გადასახადი, რომელსაც ეკლესიის ყველა წევრი იხდის, სახელ-მწიფო დახმარება ხელფასებისა და პენსიებისათვის და საეკლესიო ქონებიდან შემოსავალი.
სხვა რელიგიური გაერთიანებები დანიაში დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. მათი შექმნისათვის სახელ-მწიფო ნებართვა არ არის აუცილებელი და რაიმე დახმარებას სა-ხელმწიფოსაგან არ იღებენ.
ფინეთში ორი სახელმწიფო ეკლესიაა. კონსტიტუციის 83-ე პარაგრაფი ეხება ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის სა-კითხს, ხოლო 90-ე პარაგრაფი _ ორთოდოქსულ (მართლმადიდე-ბელ) ეკლესიას. გარდა ამისა, ორთოდოქსული ეკლესიის შესახებ ცალკე კანონიც არსებობს, რომლის მიხედვით ფინეთის მთავრობა ორთოდოქსული ეკლესიის ყველაზე დიდი ავტორიტეტია.
ფინეთში არსებობს აგრეთვე კანონი რელიგიური ორგანიზა-ციების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, რელიგიური გაერთიანების დაარსება შეუძლია ფინეთში მუდმივად მცხოვრებ მინიმუმ 20 ადა-მიანს. მათ რეგისტრაციას განათლების სამინისტრო ახდენს.
ლუთერანული და ორთოდოქსული ეკლესიები საზოგადოებრივ-სამართლებრივ დაწესებულებებს წარმოადგენენ და მათ ერთი სასამართლო სისტემა გააჩნიათ. რაიხსტაგის გახსნისას ღვთისმსახურების წესები სრულდება; ეკლესიის საქმეები მინდობილი აქვს განათლების სამინისტროს; იკრიბება საეკლესიო გადასახადი; გა-თავისუფლებულნი არიან საშემოსავლო გადასახადისაგან.
კანონი ეკლესიის შესახებ ლუთერანული ეკლესიის წესდებას წარმოადგენს. მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მასში ცვლილებების შეტანა. პრეზიდენტისა და პარლამენტის როლი მხოლოდ იმით განისაზღვრება, რომ განაცხადოს თანხმობა წარ-მოდგენილ წინადადებაზე ან უარყოს ის. ტექსტის შეცვლის უფლაბამოსილება მათ არ გააჩნიათ, კანონს ეკლესიის შესახებ სა-ხელმწიფო კანონის მსგავსი ადგილი უკავია. ევანგელისტურ-ლუ-თერანული ეკლესიის სინოდის მიერ გამოცემული წესების შესა-ხებ სახელმწიფო ორგანიზაციები კონსულტაციებს არ იძლევიან. აქედან გამომდინარე, მათ მხოლოდ საეკლესიო სამართლებრივი ნორმების იურიდიული სტატუსი აქვთ.
საბერძნეთის კონსტიტუციის მე-3 მუხლი აღიარებს ორთოდოქსული სარწმუნოების უპირატესობას. საბერძნეთის ეკლესია რელიგიურად განუყოფელია კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატ-რიარქოსაგან და სხვა ორთოდოქსული ეკლესიებისაგან.
საბერძნეთის ეკლესია საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტს წარმოადგენს. იგი დაყოფილია ავტოკეფალურ ეკლესიებად, რომელთაც საკუთარი მეთაური ჰყავს და ავტონომიური მართვით ხასიათდება (მსოფლიო საპატრიარქო კონსტანტინეპოლში, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, სერბიის, რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოს საპატრიარქოები, ასევე კვიპროსის, პოლონეთისა და ალბანეთის ეკლესიები).
საბერძნეთის ეკლესიას განაგებს სინოდი. არ არსებობს საეკლესიო გადასახადი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიები გამოიყოფა ეპისკოპოსების, მღვდლებისა და სხვა პერსონალის ხელფასებისათვის. ეკლესია თავისუფლდება ზოგიერთი ისეთი გადასახადისაგან, როგორიცაა მიწისა და საშემოსავლო გადასახადები.
ისრაელის კანონი `ისრაელში დაბრუნების შესახებ" რე-პატრიაციის უფლებას აძლევს ყველა ებრაელს, თუ სხვა რელი-გიას არ აღიარებს. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ასევე და-ადგინა, რომ `ყველა ებრაელი, რომელიც ქრისტიანობას მიიღებს, კარგავს ისრაელში რეპატრიაციის უფლებას".
სკანდინავიის ქვეყნებში ყველას აქვს უფლება იყოს ან არ იყოს რომელიმე რელიგიური გაერთიანების წევრი. მხოლოდ მეფე და ეკლესიის საქმეთა მინისტრია ვალდებული შვედეთის ეკლესიის წევრები იყვნენ. ბავშვი დაბადებიდან შვედეთის ეკლე-სიის წევრი ხდება ავტომატურად, თუ რომელიმე მშობელი ამ ეკ-ლესიის წევრია და ბავშვის წევრობა ექვსი კვირის განმავლობაში არ იქნება უარყოფილი.
ისლანდიის კონსტიტუცია (1944 წ.) ასევე ადგენს ევანგე-ლისტურ-ლუთერანული ეკლესიის სახელმწიფო სტატუსს. თუ ის-ლანდიის მოქალაქე არ გადაიხდის საეკლესიო გადასახადს, მას ეს გადასახადი იძულებით გადახდება და მიემართება რეიკიავიკის სა-ხელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე.
შვედეთის კონსტიტუციის თანახმად კანონებს მხოლოდ პარლამენტი გამოსცემს. ეს ეხება საეკლესიო კანონებსაც. გენერალურ სინოდს უფლება აქვს შეიტანოს წინადადებები საეკლესიო კანონების ცვლილებების შესახებ. სახელმწიფო უფლებამოსილებას განეკუთვნება ეპისკოპოსებისა და პატრიარქების დანიშვნა. სინოდის წევრებს ირჩევენ ადგილობრივი საბჭოები. არსებობს საეკლესიო გადასახადები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. ფინანსურ დახმარებას სხვა რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფოსაგან არ ღებულობენ.
განსხვავებული წესია ნორვეგიაში, სადაც რელიგიური ორგანიზაცია სახელმწიფოსაგან ფინანსურ დახმარებას ღებულობს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
ავტორი: მარიამ ცაცანაშვილი