მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

დავით ჩიკვაიძე

 

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

დანართი
1. კანონნი წმიდათა მოციქულთანი

 

ა (1) ეპისკოპოსი ელთდასხმულ იქმნებოდედ ეპისკოპოსთა მიერ ორთა ანუ თუ სამთა.

 

ბ (2) ხუცესი ერთისა ეპისკოპოსისა მიერ ელთდასხმულ იქმნებოდედ და დიაკონი და სხუანი სამღდელონი დასნი.

 

გ (3) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან ანუ დიაკონმან თჳნიერ უფლისა მიერ განწესებულისა მის შესწიროს სხუა რაჲმე მსხუერპლად საკურთხეველსა ზედა ანუ თაფლი, ანუ სძე, ანუ ნაცვლად ღჳნისაჲთაფლუჭი რაჲმე მოპოვნებული, ანუ მფრინველი, ანუ ცხოველთაგანი რაჲმე, ანუ ცერცუთა თჳნიერ განწესებულისა მის, განიკუეთენ, თჳნიერ ახალი იფქლისა კონა და ყურძენი ჟამსა თჳსსა, ვინაჲცა არა ჯერ-არს სხჳსა რაჲსმე შეღება საკურთხეველად თჳნიერ ზეთისა სანთებლად საკუმეველისა ჟამსა წმიდისა შეწირვისასა.

 

დ (4) ხოლო სხუა ყოველივე დასაბამი ნაყოფთა და ხილთაჲსახლთა მათთა წარეცემოდედ ეპისკოპოსსა და ხუცესთა და ნუ საკურთხეველად მიმართ. ხოლო ცხად არს, ვითარმედ ეპისკოპოსი და ხუცესნი განუყოფენ მას დიაკონთა და სხუათა მოყუასთა.

 

ე (5) ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი მეუღლესა თჳსსა ნუ განეშორებინ მიზეზითა კრძალულებისაჲთა და უკუეთუ განიშოროს, დაეცადენ მღდელობისაგან, ხოლო უკუეთუ დაადგრეს განშორებასა მას ზედა, განიკუეთენ.

 

ვ (6) ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი სოფლიოთა ზრუნვათა ნუ შეეყოფვის. უკუეთუ არა, განიკუეთენ.

 

ზ (7) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დი-აკონმან წმიდა დღე აღვსებისა უწინარეს გაზაფხულისა დღეთაჲსა ჰურიათაჲთანა სრულ-ყოს, განიკუეთენ.

 

ჱ (8) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი, ანუ რომელიმე სამღდელოთა დასთაგანი, იქმნეს რა წმიდისა მსხუერპლისა შეწირვაჲ, არა ეზიაროს, მიზეზი თქუას და უკუეთუ სამართალ იყოს მიზეზი იგი, შენდობა მიემადლენ. ხოლო უკუეთუ არა თქუას, დაეცადენ მღდელობისაგან, ვითარცა მიზეზ სავნებელისა ქმნილი ერისა და იჭჳსა შემქმნელი, შეწირველისა მისთჳს.

 

თ (9) ყოველთავე ეკლესიად შემავალთა მორწმუნეთა და წარკითხვასა წიგნთასა მომსმენელთაჲ, ხოლო არა მომლოდეთა ლოცვასა და წმიდასა ზიარებასა, ვითარცა უწესოების შემქმნელთა ეკლესიისათაჲ, უზიარებჴელ-ყოფა ჯერ-არს.

 

ი (10) უკუეთუ ვინმე უზიარებელსა სახლსაღათუ შინა თანამლოცველ ექმნეს, უზიარებელ იქმენინ იგიცა.

 

ია (11) უკუეთუ ვინმე განკუეთილსა სამღდელოთაგანსა ვისცა თანამლოცველ ექმნეს ვითარცა მღდელსა, განიკუეთენ იგიცა.

 

იბ (12) უკუეთუ ვინმე სამღდელოთაგანი ანუ ერისაგანი უზიარებელი, ესე იგი არს შეუწყნარებელი, წარვიდეს სხუასა ქალაქსა და შეწყნარებულ იქმნეს თჳნიერ წიგნისა დასამტკიცებელისა, უზიარებელ იქმენინ შემწყნარებელიცა და შეწყნარებული იგი.

 

იგ (13) უკუეთუ თ თ უზიარებელ იყოს, განავრცენინ ჟამი უზიარებლობისა მისისაჲ, ვითარცა მტყუვრისა და შემაცთუნებელისა ეკლესიისა ღმრთისა .

 

იდ (14) ეპისკოპოსსა არა ელეწიფების დატევება თჳსისა ეკლესიისა და სხჳსა მიმართ მიცვლაებაჲ, დაღათუ მრავალთა მიერ იიძულებოდის. არა თუ მართალი იყოს მიზეზი ამისდა ქმნად მაიძულებელი მისი, ვითარმცა უმეტეტსისა შეძინებისა ქმნად შემძლებელ იყო იგი მუშაკობითა მუნ სიტყუასა კეთილად მსახურებისასა. ხოლო ამას ნუმცა თავით თჳსით ჰყოფს, არამედ ბჭობითა მრავალთა ეპისკოპოსთა და ვედრებითა დიდითა.

 

იე (15) უკუეთუ ვინმე ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანმან დაუტეოს თჳსი ეკლესია და სხუაგან წარვიდეს და ყოვლითურთ მუნ დამკჳდრებული სხუასა ეკლესიასა შინა იქცეოდის თჳნიერ თანასათნო-ყოფისა ეპისკოპოსისა თჳსისა, ამას უბრძანებთ არღარა მღდელობად, უფროჲსღა უკუეთუ უწოდდეს მას ეპისკოპოსი თჳსი კუალად-ქცევად და იგი არა ერჩდეს, არამედ ეგოს უწესოებასა მას ზედა, ვითარცა ერისკაცი ეზიარებოდის მუნ.

 

ივ (16) ხოლო უკუეთუ ეპისკოპოსმან, რომლისა სამრემლოსა შინა იყოს, არარად შეჰრაცხოს მისთჳს განსაზღვრული ესე კანონი და ვითარცა მღდელი შეიწყნაროს იგი, დაეცადენ მღდელობისაგან იგიცა, ვითარცა მოძღუარი უწესოებისა .

 

იზ (17) შემდგომად ნათლისღებისა ორგზის ქორწინებულსა, ანუ ხარჭისა მომგებელსა ვერღარა ძალუც, რაჲთა იქმნეს ეპისკოპოს, ანუ ელთდასხმულ იქმნეს ხუცად, ანუ დიაკონად, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანად.

 

ი (18) რომელმან ქურივი შეირთოს, ანუ განტევებული, ანუ მეძავი, ანუ მჴევალი, ანუ მგოსანთაგანი, ვერღარა ძალ-უც მოსლვა ეპისკოპოსობად, ანუ ხუცობად, ანუ დიაკონობად, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანად ქმნა .

 

ით (19) ორთა დათა მიმყვანებელსა, ანუ ცოლის-დისასა ვერღარა ძალ-უც სამღდელო-ყოფა .

 

კ (20) სამღდელოჲსა დასისამან, რომელმან თავსმდები დაიდგინოს, განიკუეთენ.

 

კა (21) საჭურისი უკუეთუ განსაცდელისა მიერ კაცთაჲსა გამოსაჭურისებულ იყოს, ანუ დევნულებასა შინა დაკლებულ იყოს სამამაკაცოთაგან, უკუეთუ ესრეთ იყოს და ღირს იყოს, იქმენინ მღდელ.

 

კბ (22) რომელმან გამოისაჭურისოს თავი თჳსი, ნუ იქმნებინ იგი მღდელ, რამეთუ თჳთმკლველი არს თავისა თჳსისა და მტერი საღმრთოჲსა დამბადებელობისა .

 

კგ (23) მღდელობასა შინა მყოფმან, რომელმან თავი თჳსი გამოისაჭურისოს, განიკუეთენ, ვითარცა მკლველი თავისა თჳსისა .

 

კდ (24) ერისკაცმან, რომელმან თავი თჳსი გამოისაჭურისოს, უზიარებელ იქმენინ სამ წელ, რამეთუ მტერი არს ცხორებისა თჳსისა .

 

კე (25) ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი, რომელი სიძვასა, ანუ ცრუფიცობასა, ანუ პარვასა დაეპყრას, განიკუეთენ და ნუ უზიარებელ იქმნებინ, რამეთუ იტყ ს წერილი: „არა შური იძიო ერთბამად ორგზის“. ეგრეთვე და სხუანიცა მოყუასნი და სამღდელონი დასნი.

 

კვ (26) რომელნიცა მღდელობად მოვიდოდიან უქორწინებელნი, უბრძანებთ, რაჲთა ენებოს თუ ქორწინებაჲ, წიგნის-მკითხველთა ხოლო იქორწინონ და მგალობელთა.

 

კზ (27) ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, რომელმან სცეს მორწმუნეთა ცოდვის მოქმედთა, ანუ ურწმუნოთა მძლავრობის მოქმედთა, ამისა განკუეთასა ვბრძანებთ, რამეთუ არასადა მასწავა ჩუენ ესე უფალმან, არამედ უფროჲსღა წინააღმდგომი ამისი, რამეთუ იგი იცემებოდა და არა სცემდა ნაცვლად, იგინებოდა და არა აგინებდა, ევნებოდა და არა უთქმიდა.

 

კ (28) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან სამართლად განკუეთილმან საჩინოთა მიზეზთათჳს იკადროს შეხება ოდესმე ელთდებულისა მისდა მღდელობისაჲ, ესე ყოვლად ყოვლითურთ მოეკუეთენ ეკლესიისაგან.

 

კთ (29) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსი საჴმართა მიერ დამპყრობელ იქმნეს პატივისა მის, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი, განიკუეთენ იგიცა და ჴელთდამსხმელიცა მისი და მოეკუეთენ ყოვლად ყოვლითურთ ზიარებისაგანცა, ვითარცა სიმონ მოგჳ ჩემ პეტრესგან.

 

ლ (30) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან სოფლიონი მთავარნი თანა-შეიწინეს და მათ მიერ დამპყრობელ იქმნეს ეკლესიისა, განიკუეთენ და უზიარებელ იქმენინ იგი და ყოველნი, რომელნი თანა-ეზიარნეს მას.

 

ლა (31) უკუეთუ ვინმე ხუცესმან შეურაცხყოს ეპისკოპოსი თჳსი და თ საგან ყოს შესაკრებელი და სხუა აღჰმართოს საკურთხეველი და არა დაემორჩილოს ეპისკოპოსსა სიმართლით და კეთილად მსახურებით, განიკუეთენ, ვითარცა მთავრობისა მოყუარე, რამეთუ მძლავრი არს. ეგრეთვე და სხუანიცა მოყუასნი, რომელნიცა შეუდგესმას, ხოლო ერისკაცნი უზიარებელ იქმნენ. ხოლო ესე შემდგომად ერთისა და ორისა და სამისა ვედრებისა ეპისკოპოსისა მიერ მისდა მიმართ ქმნილისა იქმენინ.

 

ლბ (32) უკუეთუ ვისმე ხუცესსა ანუ დიაკონსა ეპისკოპოსმან დაცადება უბრძანოს მღდელობისაგან, ამისი არა ჯერ-არს სხჳსა ეპისკოპოსისაგან შეწყნარება მღდელობად, თჳნიერ მისვე მისისა ეპისკოპოსისაგან, გარნა თუ საჲთმე ანაზდაჲთ სიკუდილი დაემთხჳოს განმკანონებელსა მას მისსა ეპისკოპოსსა.

 

ლგ (33) ნუმცა ვინ უცხოთა ეპისკოპოსთა, ანუ ხუცესთა, ანუ დიაკონთაგანი შეწყნარებულ იქმნების თჳნიერ საწამებელისა წიგნისა, რომელი მოაქუნდეს თუ მათ, განკითხულ იქმენინ იგინი და უკუეთუ იყვნენ ქადაგნი კეთილად მსახურებისანი, მიემთხ ვნენ შეწყნარებასა, ხოლო უკუეთუ არა, საჴმარსა მათსა მისცემდით, ხოლო ზიარებად ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ მრავალი რა იქმნების თანააღტაცებით.

 

ლდ (34) თითოეულისა ნათესავისა ეპისკოპოსთა უჴმს კაცთა მის ნათესავისათა, რაჲთა პირველად და თავად მათდა შეერაცხოს ეპისკოპოსი თჳსი და არარას იქმოდის ნამეტავსა თჳნიერ განზრახვისა მისისა, არამედ მათ ხოლო იქმოდის კაცად-კაცადი, რაოდენნი სარგებელ ეყოფოდინ ეკლესიასა მისსა და მისქუეშეთა სოფელთა. არამედ ნუცაღა ეპისკოპოსი თჳნიერ განზრახვისა ყოველთაჲსა იქმს რასმე. რამეთუ ესრეთ ერთნებობა აღასრულოს და იდიდოს ღმერთი უფლისა მიერ სულითა წმიდითა.

 

ლე (35) ეპისკოპოსსა ნუმცა უკადრებიეს გარეგან სამრემლოჲსა თჳსისა ელთ-დასხმისა ქმნა ქალაქთა შინა და სოფელთა, რომელნი არა მიმდგომ იყვნენ ეკლესიისა მისისა. ხოლო უკუეთუ იმხილოს ამისდა მოქმედად თჳნიერ თანაჯერ-ჩინებისა ადგილთა მათ მპყრობელისა ეპისკოპოსისა, განიკუეთენ იგიცა და ელთდასხმულნიცა მისნი.

 

ლვ (36) უკუეთუ ვინმე ელთდასხმულმან ეპისკოპოსად არაჲთავს-იდვას მღდელობად და ზრუნვა მისდა ელთდებულისა ერისაჲ, ესე უზიარებელ იქმენინ, ვიდრემდის თავს-იდვას, ეგრეთვე ხუცესი და დიაკონი. ხოლო უკუეთუ წარვიდეს და არა შეწყნარებულ იქმნეს არა თჳსითა ნებითა, არამედ ერის უკეთურებითა, იგი უკუე იყოს ეპისკოპოს, ხოლო მოყუასნი ეკლესიისა მის ქალაქისანი დაეცადნენ მღდელობისაგან, რამეთუ არა მწურთელ იქმნეს ეგევითარისა მის დაუმორჩილებელისა ერისა.

 

ლზ (37) ორგზის წელიწადსა შინა კრება იქმნებოდედ ეპისკოპოსთა და ურთიერთას თანა-შეეტყუებოდედ სჯულნი კეთილად მსახურებისანი და შორის შემოსრულნი ცილობანი საეკლესიონი დაი სნებოდედ: ერთ-გზის უკუე მეოთხესა შჳდეულსა ერგასისთა მათ ზატიკობისა დღეთაჲსა, ხოლო მეორედ მეათორმეტესა დღესა სეკდენბერისა თთ სასა.

 

ლ (38) ყოველთავე საჴმართაჲსაეკლესიოთა ეპისკოპოსსა აქუნდინ ზრუნვა და განაგებდინ მათ, ვითარცა ზედამხედველობასა ქუეშე ღმრთისასა. ხოლო არა უღირს მას, რაჲთა მი-რაჲმე-იხუეჭოს მათგანი, ანუ ნათესავთა თჳსთა მიანიჭეს საფასენი ღმრთისანი. ხოლო უკუეთუ გლახაკ იყვნენ იგინი, იღუწიდეს, ვითარცა გლახაკთა, არამედ ნუმცა მიზეზითა ამით განილევიან მათ ზედა საჴმარნი ეკლესიისანი.

 

ლთ (39) ხუცესნი და დიაკონნი ნურარას იქმან თჳნიერ განზრახვისა ეპისკოპოსისა, რამეთუ იგი არს, რომლისადა რწმუნებულ არს ერი ღმრთისა და რომელსა მიე ადების სიტყუა სულთა მათთათ ს.

 

მ (40) ცხადად საჩინო იყვნედ თჳსნი საჴმარნი ეპისკოპო-სისანი, უკუეთუ აქუნდენ რაჲმე თჳსნი და ცხადად საუფლონი და ეკლესიისანი, რაჲთა ელმწიფება აქუნდეს თჳსთა ზედა, აღ-რა-ესრულებოდის დატევებად მათდა, ვიეთიცა ენებოს და ვითარცა ენებოს, და ნუმცა მიზეზითაჲ საეკლესიოთაჲ საჴმართაჲთა წარწყმდებიან ეპისკოპოსისანი, რამეთუ იყვის ოდესმე, რომელ ცოლიცა და შვილნი ესხნინ, ანუ ნათესავნი, ანუ მონანი, და რამეთუ ესე არს სამართალ წინაშე ღმრთისა და კაცთა, რაჲთა არცა ეკლესიასა ზღვევა რაჲმე შეამთხ ოს უმეცრებითა ეპისკოპოსისა საჴმართაჲთა, არცა ეპისკოპოსი, ანუ თჳსნი მისნი საეროდ განისაჯნენ მიზეზითა ეკლესიისაჲთა, ანუ ჭირთა შთაც ვენ ნათესავნი მისნი და სიკუდილსა მისსა ჰგმობდენ სიმწარით.

 

მა (41) ვბრძანებთ, რაჲთა ეპისკოპოსსა აქუნდეს ელმწიფება საჴმართა ზედა ეკლესიისათა, რამეთუ უკუეთუ მისდა რწმუნებულ არიან პატიოსანნი სულნი კაცთანი, რაოდენ უფროჲს საჴმართათჳს ჯერ-არს ამის ქმნაჲ, ვინაჲცა ელმწიფებითა მისითა განეგებოდედ ყოველნი და ხუცესთა და დიაკონთა მიერ შიშითა ღმრთისაჲთა და ყოვლითა კრძალულებითა განეყოფოდედ მოქენეთა. ხოლო იჴმარებდინ იგიცა მათგან სათანადოთაჲსაჴმართა თჳსთა, უკუეთუ მათი მოქენე იყოს და იღუწიდენ უცხოთაცა ძმათა, რაჲთა არა რომლითაჲსახითა ნაკლულევან იყვნენ იგინი, რამეთუ სჯულსა ღმრთისასა განუწესებიეს, რაჲთა რომელნი საკურთხეველსა ჰმსახურებდენ, საკურთხევლისაგან იზარდებოდინ, ვინა თგან არცა მჴედრად განწესებული საგზლითა თჳსითა ძრავს საჭურველსა თჳსსა მბრძოლთა ზედა.

 

მბ (42) ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი შუებათა და მთრვალობათა შექცეულ იყოს, ანუ დასცხერინ, ანუ განიკუეთენ.

 

მგ (43) კერძო-დიაკონი და წიგნის-მკითხველი და მგალობელი ამათივე მოქმედი ანუ დასცხერინ, ანუ უზიარებელ იქმენინ, ეგრეთვე და ერისკაცი.

 

მდ (44) ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი ვახშსა მოჰ დიდეს მოვალეთა, ანუ დასცხერინ, ანუ განიკუეთენ.

 

მე (45) ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი თანამლოცველ ოდენ ექმნეს მწვალებელთა, დაეცადენ მღდელობისაგან. ხოლო უკუეთუ აწ ოსცა მათ მოქმედება რაჲსმე სამღდელოთაგანისაჲ, ვითარცა მღდელთა, განიკუეთენ.

 

მვ (46) ეპისკოპოსმან და ხუცესმან, რომელმან მწვალებელთა ნათლვა ნათლისღებად შეიწყნაროს, ანუჴმსხუერპლი მათი მიითუალოს, ამისსა განკუეთასა ვბრძანებთ, რამეთუ რა ერთ მობა არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რა ნაწილი მორწმუნისა ურწმუნოჲსაჲთანა?

 

მზ (47) ეპისკოპოსმან და ხუცესმან უკუეთუ მეორედ ნათელ-სცეს მას, რომელსა ჭეშმარიტი ნათლისღება აქუნდეს, ანუ უღმრთოთა მიერ შემწიკულებულსა არა ნათელ-სცეს, განიკუეთენ, ვითარცა მოკიცხარი ჯუარისა და საუფლოჲსა სიკუდილისა და არა განმრჩეველი მღდელთა ცრუ მღდელთაგან.

 

მ (48) უკუეთუ ვინმე ერისკაცმან თჳსი ცოლი განიშოროს და მეძავი შეირთოს ანუ სხჳსაგან განტევებული, უზიარებელ იქმენინ.

 

მთ (49) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან განწესებისაებრ უფლისა არა ნათელ-სცეს მამისა მიმართ და ძისა და სულისა წმიდისა, არამედ ანუ სამთა დაუსაბამოთა მიმართ, ანუ სამთა ძეთა, ანუ სამთა ნუგეშინისმცემელთა მიმართ, განიკუეთენ.

 

ნ (50) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან არა სამნი ნათლისღებანი ერთისამე საიდუმლოებისანი სრულ-ყვნეს, არამედ ერთი ნათლისღება სიკუდილისა მიმართ უფლისა აღსრულებული, განიკუეთენ, რამეთუ არა ესრეთ თქუა უფალმან, ვითარმედ: „სიკუდილისა მომართ ჩემისა ნათელ-სცემდით“, არამედ - „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა, და სულისა წმიდისაჲთა“.

 

ნა (51) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი, ანუ ყოვლად რომლისავე სამღდელოჲსა მწყობრისაგანი ქორწილსა და ორცსა და ღ ნოსა არა მოღუაწებისა, არამედ რეცა საძაგელად შერაცხისათჳს განეყენოს დავიწყებითა მით სიტყჳსაჲთა, ვითარმედ ყოველივე კეთილ ფრიად და ვითარმედ მამაკაცად და დედაკაცად დაჰბადა ღმერთმან კაცი, არამედ გმობით შეასმენდეს დამბადებელობასა, ანუ განემართენ, ანუ განიკუეთენ და ეკლესიისაგან განი ადენ, ეგრეთვე და ერისკაციცა.

 

ნბ (52) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან მოქცეული ცოდვისაგან არა შეიწყნაროს, არამედ გან ადოს, განიკუეთენ, რამეთუ შეაწუხა ქრისტე, რომელმან თქუა, ვითარმედ: „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს“.

 

ნგ (53) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან დღეთა შინა დღესასწაულთასა არა მიიღოს ორცი და ღ ნო საძაგელად ჩენითა მათითა და არა მოღუაწებისათჳს, განიკუეთენ, ვითარცა შემწუარი თჳსითა სჳნდისითა და მიზეზი მრავალთა დაბრკოლებისა .

 

ნდ (54) უკუეთუ ვინმე მოყუასი კაპილიონთა შინა მჭამელად იპოოს, დაეცადენ მღდელობისაგან, გარნა თუ პანდუქიონსა შინა საჭიროობისათჳს მგზავრობისა დაესადგუროს.

 

ნე (55) უკუეთუ ვინმე მოყუასმან აგინოს ეპისკოპოსსა, განიკუეთენ, რამეთუ თქუმულ არს: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი“.

 

ნვ (56) უკუეთუ ვინმე მოყუასმან აგინოს ხუცესსა ანუ დიაკონსა, უზიარებელ იქმენინ.

 

ნზ (57) უკუეთუ ვინმე მოყუასმან მკელობელი, ანუ ყრუჲ, ანუ ბრმაჲ, ანუ წყლული ფერჴითა განბასროს, უზიარებელ იქმენინ, ეგრეთვე და ერისკაციცა.

 

ნ (58) ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან, რომელმან უდებ-ყოს სამღდელო მწყობრი, გინა თჳსი და არა ასწავებდეს მათ კეთილად მსახურებასა, დაეცადენ მღდელობისაგან და, უკუეთუ ეგოს და სნილობასა მას ზედა, განიკუეთენ.

 

ნთ (59) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან იხილოს მოყუასთაგანი ვინმე ნაკლულევანებასა შინა და არა მისცნეს მას საჭირონი საჴმარნი, დაეცადენ მღდელობისაგან, ხოლო ეგოს თუ ულმობელობასა მას ზედა, განიკუეთენ, ვითარცა მკლველი ძმისა თჳსისა .

 

ჲ (60) უკუეთუ ვინმე მღდელთაგანმან ტყუვილით ზედაწარწერილნი წიგნნი უღმრთოთანი, ვითარცა წმიდანი, ეკლესიასა შინა საანჯმნო ყვნეს განსარყუნელად ერისა და მღდელთა კრებულისა, განიკუეთენ.

 

ა (61) უკუეთუ მორწმუნე ვინმე შესმენილ იქმნეს სიძვისა, ანუ მრუშებისა, ანუ სხჳსა რაჲსმე განგდებულისა საქმისათჳს და იმხილოს, სამღდელოსა დასსა ნუ შეერთვის.

 

ბ (62) უკუეთუ ვინმე მოყუასმან შიშისათჳს კაცობრივისა ჰურიისა, ანუ ელლენისა, ანუ მწვალებელისა უვარ-ყოს უკუეთუ სახელი ვიდრემე ქრისტესი, განიჴადენ იგი, ხოლო უკუეთუ სახელი მღდელობისაჲ, განიკუეთენ იგი. ხოლო შეინანოს თუ, ვითარცა ერისკაცი შეწყნარებულ იქმენინ.

 

გ (63) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ რომლისაცა სამღდელოჲსა დასისაგანმან ჭამოს ორცი სისხლითურთ სულისა მისისაჲთ, ანუ ნამჴეცავი, ანუ მშთვარი, განიკუეთენ, რამეთუ ესე სჯულმან განაგდო, ხოლო უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებელ იქმენინ.

 

დ (64) უკუეთუ ვინმე მოყუასთაგანი იპოოს მმარხველად კ რიაკისა, ანუ შაბათისა თჳნიერ ხოლო ერთისა მის, განიკუეთენ, ერისკაცი, უზიარებელ იქმენინ.

 

ე (65) უკუეთუ ვინმე მოყუასი ანუ ერისკაცი შევიდეს შესაკრებელსა ჰურიათასა ანუ მწვალებელთასა ლოცვად, განიკუეთენ მოყუასი და უზიარებელ იქმენინ ერისკაცი.

 

ვ (66) უკუეთუ ვინმე მოყუასმან ბრძოლასა რასმე შინა ჰკრას ვისმე და ერთითა კრვითა მოკლას, განიკუეთენ დაუწყნარებლობისათჳს მისისა, ხოლო უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებელ იქმენინ.

 

ზ (67) უკუეთუ ვინმე დაუწინდებელი ქალწული იძულებით მიიტაცოს, უზიარებელ იქმენინ. ხოლო არღარა ელეწიფების მას სხჳსა შერთვად, არამედ მისი უჴმს ქონებაჲ, რომელიცა სათნო იყო, დაღაცათუ გლახაკი იყოს იგი.

 

(68) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან მეორე ჴელთ-დასხმა ვისგანმე შეიწყნაროს, განიკუეთენ იგიცა და ჴელთდამსხმელიცა მისი, გარნა იჭვნეულ სადმე იყოს, ვითარმედ მწვალებელთაგან მიეღო ჴელთ-დასხმაჲ, რამეთუ ესევითართაგან ნათელღებულთაჲ, ანუ ელთდასხმულთა არცა მორწმუნე, არცა სამღდელო შესაძლებელ არს ყოფა.

 

თ (69) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ კერძო-დიაკონმან, ანუ წიგნის-მკითხველმან, ანუ მგალობელმან წმიდანი ორმეოცნი არა იმარხნეს, ანუ ოთხშაბათი და პარასკევი, განიკუეთენ, არა თუ ორციელისა უძლურებისაგან დაი სნებოდის, ხოლო ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ.

 

ო (70) უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანმან იმარხოს ჰურიათაჲთანა, ანუ იდღესასწაულოს მათ თანა, ანუ შეიწყნაროს მათგან სადღესასწაულო რაჲმე ძრუენი, ვითარ უცომოჲ, ანუ სხუა რაჲმე ეგევითარი, განიკუეთენ, ხოლო ერისკაცი უზიარებელ იქმენინ.

 

ოა (71) უკუეთუ ვინმე ქრისტეანემან ზეთი მიიღოს ტაძარსა საწარმართოსა, ანუ შესაკრებელსა ჰურიათასა დღესასწაულთა მათთა, ანუ სანთელი აღანთოს, უზიარებელ იქმენინ.

 

ობ (72) უკუეთუ ვინმე მოყუასმან, ანუ ერისკაცმან წმიდისა ეკლესიისაგან მიიხუეჭოს ცჳლი ანუ ზეთი, უზიარებელ იქმენინ და ხუთწილად მიეხადენ, რაჲცა-იგი წარიღო.

 

ოგ (73) ჭურჭელთა ოქროჲსა და ვეცხლისათა განწმედილთა და ტილოთა ნუღარამცა ვინ მიიხუეჭს საჴმარად თჳსსა, რამეთუ უსჯულოება არს. ხოლო უკუეთუ ვისმე ემხილოს ამისი ქმნაჲ, განიკანონენ უზიარებლობითა.

 

ოდ (74) ეპისკოპოსი თუ შესმენილ იქმნეს საქმისა რაჲსათჳსმე რწმუნებისა ღირსთა კაცთა მიერ, მიწოდება მისი საჭირო არს სხუათა ეპისკოპოსთაგან და უკუეთუ მოვიდეს და აღიაროს, რომლისათჳს-იგი შესმენილ იყოს, განუჩინონ მას კანონი. ხოლო უკუეთუ უწოდონ რაჲ, არა ერჩდენ, მიუწოდონ მეორედცა მივლინებითა მისდა ორთა ეპისკოპოსთაჲთა და, უკუეთუ მაშინცა არავე ისმინოს, მიუწოდენ მესამედცა მივლინებითა კუალად ორთა ეპისკოპოსთაჲთა, ხოლო უკუეთუ ეგრეთცა შეურაცხ-ყვნეს და არა მივიდეს, განაჩინენ მისთჳს კრებამან, რაჲცა სთნდეს, რაჲთა არა საგონებელ იქმნეს, ვითარმედ შე-რაჲმე-იძინა ლტოლვისა მისგან.

 

ოე (75) შესმენისათჳს ეპისკოპოსისა წამება მწვალებელისა ნუმცა შეწყნარებულ არს, არამედ ნუცაღა მორწმუნისა ერთისა ოდენ მარტოჲსაჲ, რამეთუ „პირითა ორისა და სამისა მოწმისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ“.

 

ოვ (76) ვითარმედ არა უჴმს ეპისკოპოსსა ძმისა, ანუ სვილისა, ანუ სხჳსა ნათესავისა მიმადლება პატივსა ეპისკოპოსობისასა და ჴელთ-დასხმაჲ, ვისიცა ენებოს, რამეთუ მემამულე ეპისკოპოსობისა ყოფა მათი არა სამართალ არს. არცა სამამულო ყოფა ჯერ-არს ეკლესიისა . ხოლო უკუეთუ ვინმე ქმნას ესე, დაუმტკიცებელ უკუე იყავნ ელთდასხმაჲ, ხოლო იგი განიკანონენ უზიარებლობითა.

 

ოზ (77) უკუეთუ ვინმე განთეთრებულ იყოს თუალითა, ანუ თუ წყლულ წჳვითა, ხოლო ღირს იყოს ეპისკოპოსობისა, იქმენინ ეპისკოპოს, რამეთუ არა თუ ნაკლულევანება ორცთა ბიწიან-ჰყოფს მას, არამედ მწიკული სულისაჲ.

 

ო (78) ხოლო უკუეთუ ყრუ იყოს ანუ ბრმაჲ, ნუ იქმნების ეპისკოპოს, არა ვითარცა მწიკულევანი, არამედ რაჲთა არა უქმ იყოს სამქეთა მიერ საეკლესიოთა.

 

ოთ (79) უკუეთუ ვინმე ეშმაკეულ იყოს, სამღდელო ნუ იქმნების, ნუცაღა მორწმუნეთაჲთანა ილოცავს. ხოლო განწმდეს რაჲ, შეწყნარებულ იქმენინ და, ღირს თუ იყოს, შეერთენ სამღდელოსა მწყობრსა.

 

პ (80) საწარმართოჲსა ცხორებისაგან მოქცეულთა და ნათელღებულთა და არაწმიდისა ქცევისაგან ქრისტეანექმნილთა არა სამართალ არს მეყსეულად ელთდება ეპისკოპოსობისაჲ, რამეთუ უსამართლო არს სხუათა მოძღუარ-ყოფა მისი, რომელსა არღარა სადა წარმოეჩინოს მას შინა გამოცდილება თჳსი, არა თუ სადმე საღმრთოჲსა მადლისა მიერ იქმნეს ესე.

 

პა (81) ვთქუთ, ვითარმედ არა უჴმს ეპისკოპოსსა ანუ ხუცესსა, რაჲთა არწმუნნეს თავსა თჳსსა საერონი განგებანი, არამედ რაჲთა მოცალე იყოს საეკლესიოთათჳს ზრუნვათა, ვინაჲცა ანუ ირწმუნენ არა ჴელ-ყოფა მათი, ანუ განიკუეთენ, რამეთუ „ვერვის ძალ-უც ორთა უფალთა მონებაჲ“ საუფლოჲსა ბრძანებისაებრ.

 

პბ (82) მონათასა მღდელ-ყოფასა თჳნიერ უფალთთა მათთაჲთანასათნო-ყოფისა არა განვაწესებთ, რაჲთა არა შეწუხენ მომგებელნი მათნი, რამეთუ სახლთა გარდაქცევასა ჰყოფს ესევითარი საქმე. ხოლო უკუეთუ სადამე ღირსად გამოჩნდეს მონა სამღდელოჲსა ჴელ-დასხმისა, ვითარად გამოჩნდა ონისიმეცა ჩუენო, და შეუნდონ უფალთა და განათავისუფლონ და სახლისაგან თჳსისა გამოავლინონ, იქმენინ.

 

პგ (83) ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი სამჴედროთა და საერისკაცოთაჲსაქმეთა შექცეულ-იყოს და ორისავე პყრობა ენებოს ჰრომაელებრისა მთავრობისა და სამღდელოჲსა განგებისაჲ, განიკუეთენ, რამეთუ „კეისრისანი კეისარსა და ღმრთისანი ღმერთსა“.

 

პდ (84) ვინცა ვინ აგინოს მეფესა ანუ მთავარსა თჳნიერ სამართლისა, გუემისაჲთანამდებ იყავნ და, უკუეთუ მღდელი იყოს, განიკუეთენ, ხოლო უკუეთუ ერისკაცი - უზიარებელ იქმენინ.

 

პე (85) ხოლო იყვნენ თქუენ ყოველთაჲსამღდელოთაცა და ერისკაცთადა წიგნნი საღმრთონი და წმიდანი ძუელისა ვიდრემე აღთქუმისანი: მოსესნი ხუთნი - დაბადებაჲ, გამოსლვათაჲ, ლევიტელთაჲ, რიცხუთაჲ, მეორისა სჯულისაჲ, ისოჲსი ძისა ნავესი ერთი, მსაჯულთა ერთი, რუთისი ერთი, მეფეთანი ოთხნი, ნეშტნი წიგნისა დღეთაჲსანი ორნი, ეზრა სნი ორნი, ესთერისი ერთი, მაკაბელთანი სამნი, იობისი ერთი, საფსალმუნე ერთი, სოლომონისნი სამნი: იგავნი, ეკლესიასტე, ქება ქებათაჲ, წინაწარმეტყუელთა ათორმეტთაჲ, ესაიაჲსი ერთი, იერემიაჲსი ერთი, ეზეკიელისი ერთი, დანიელისი ერთი.

 

ხოლო გარეშე ამათსა შეისწავებოდედ თქუენ მიერ და ესწავებოდედ ჭაბუკთა თქუენთა სიბრძნენი მრავალსწავლულისა ზირაქისნი.

 

ხოლო ჩუენნი, ესე იგი არს ახლისა აღთქუმისანი, სახარებანი ოთხნი: მათესი, მარკოზისი, ლუკაჲსი და იოანესი, პავლეს ეპისტოლენი ათოთხმეტნი, პეტრეს ეპისტოლენი ორნი, იოანესნი სამნი, იაკობისი ერთი, იუდაჲსი ერთი, კლიმენტო ს ეპისტოლენი ორნი და განწესებანი თქუენ ეპისკოპოსთანი ჩემ კლიმენტო ს მიერ რვათა წიგნთა შინა აღწერილნი, რომელთა არა ჯერ-არს ყოველთა შორის საანჯმნო-ყოფა მათ შორის მყოფთათჳს საიდუმლოთა, და საქმენი ჩუენ მოციქულთანი.

 

ესევე კანონთათჳს განწესებულ არს ჩუენ მიერ თქუენდა, ეპისკოპოსნო, ხოლო თქუენ და-თუ-იმარხნეთ ესე, სცხონდეთ და მშჳდობა გაქუნდეს, ხოლო უკუეთუ ურჩ ექმნეთ, იტანჯნეთ და სამარადისო ბრძოლა გაქუნდეს ურთიერთას და შემსგავსებული პატიჟი ურჩებისა მიგე ადოს.

 

ხოლო ღმერთმან მხოლომან, სამარადისომან და ყოველთა დამბადებელმან განგაძლიერენ თქუენ ყოველნი მშჳდობისა მიერ სულითა წმიდითა და განგამტკიცენინ ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა უქცეველად, უბრალოდ, უბიწოდ და ღირს-გუყვენინ საუკუნოჲსა ცხორებისა ჩუენ თანა შუვამდგომელობითა შეყუარებულისა ძისა მისისა იესუ ქრისტეს ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა, რომლისაჲთანა დიდება ყოველთა ზედა ღმერთსა მამასა სულით წმიდითურთ ნუგეშინისმცემელით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.