პოსტკომუნისტური ქვეყნები არც ერთ დასახელებულ მო-დელში არ თავსდება. მათ არ გააჩნიათ ერთგვაროვანი სისტემა რელიგიასთან მიმართებაში. ამიტომ ისტორიული და თანამედროვე განვითარების თვალსაზრისით, ყოფილი კომუნისტური ქვეყნები ცალკე შეიძლება განვიხილოთ.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური მოთხოვნები რელიგიის თავისუფლების მოწესრიგების შესახებ და ეკლესიისა და სახელ-მწიფოს ურთიერთობის განსაზღვრის საკითხები საბჭოთა სისტე-მაში გამოკვეთილი არ იყო. დეკლარაციული თვალსაზრისით, ამ ქვეყნის კონსტიტუციები ნაწილობრივ დასავლეთის კონსტიტუცი-ების მსგავსი იყო, რაც საშუალებას იძლეოდა კომუნისტური რე-ჟიმის შემდეგაც ნაციონალურ სახელმწიფოთა კონსტიტუციებში მათი რეცეფცია მომხდარიყო. კომუნისტურ სივრცეში რელიგიის თავისუფლება ათეისტური პოზიციებიდან განიხილებოდა და რო-გორც ლუხტერჰანდტი ნაშრომში `აღმოსავლეთ ევროპაში რელი-გიური კანონმდებლობის განვითარება" იტყოდა _ კომუნისტური სისტემა რელიგიისადმი მტრულ სახელმწიფო სისტემას წარმო-ადგენს. რელიგიისადმი მტრობა მეცნიერებაზე პრეტენზიით დაიწ-ყო. ამას ეყრდნობოდა, აგრეთვე, სინდისის თავისუფლების ანტი-რელიგიური და ათეისტური გაგება.
სინდისის თავისუფლება არ იყო თითოეულისათვის სამართ-ლებრივად უზრუნველყოფილი ავტონომია, რომელიც საშუალებას იძლოდა წეს-ჩვეულებებისა და რელიგიური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით არჩევანი გაეკეთებინათ ჭეშმარიტად შეცნობი-ლის სასარგებლოდ. იგი უფრო ნიშნავდა სინდისის თავისუფლებას რელიგიისაგან. ასეთი მოძღვრების გამო, რელიგია საზოგადოებ-რივი ცხოვრებიდან პირად ცხოვრებაში გადასახლდა. ინსტიტუ-ციონალურად ეს ნიშნავდა, რომ სახელმწიფო ორგანოები თავიანთ საქმიანობაში არ უშვებდნენ რელიგიურ შინაარსს, რაც საფუძ-ველს უქმნიდა რელიგიაზე პერსონალურად ორიენტირებულ მოქა-ლაქეთა განდევნას ხელმძღვანელი თანამდებობიდან და პროფესიი-დანაც კი.Fფუნქციონალური გაგებით სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის პრინციპი ნიშნავდა სახელმწიფოსა და საზოგადოების საქმიანობის ყველა სფეროს სეკულარიზაციას.
ტოტალიტარული რეჟიმის რღვევის შემდეგ შექმნილმა ნა-ციონალურმა სახელმწიფოებმა აღიარეს რელიგიისა და სახელმწი-ფოს გამიჯვნის დასავლური მოდელი, მაგრამ, რადგან ეს ქვეყნები გამოირჩევიან დიდი ტრადიციების მქონე ეკლესიებით, ამიტომ გა-საკვირი არაა, რომ ახალი სახელმწიფოების ფორმირების პრო-ცესში მწვავე კონფლიქტები წარმოიშვა.
სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის გვერდით არსებო-ბენ თავისებური სინთეზის მქონე სისტემები, სახელმწიფოს დაქვე-მდებარებული და გამიჯვნის ელემენტებით, კონკორდატების მოდე-ლით (პოლონეთი).[8.]
პრობლემა გართულდა კომუნისტური რეჟიმის შემდეგ და-სავლეთიდან შემოსული ახალი რელიგიური ორგანიზაციების მოძ-ღვრებით. მათთან დამოკიდებულებამ თავისებური ასახვა პოვა რე-ლიგიის შესახებ კანონებში, რომლებიც მისიონერულ თავისუფ-ლებას ზღუდავენ.
რუსეთში, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის საბჭო-თა მოდელიდან ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, 1993 წელს, პრეზიდენტ ბორის ელცინის ბრძანებულებით რელი-გიურ გაერთიანებებს დაუბრუნდათ ის ქონება და შენობები, რაც მათ საბჭოთა პერიოდში წაართვეს (ეკლესიები გადაკეთდა კლუ-ბებად, ბიბლიოთეკებად, მუზეუმებად, მონასტრები _ ციხეებად), მოსკოვის საპატრიარქოს დაუბრუნდა მთელი რიგი მონასტრებისა.
დღესდღეობით რუსეთის ფედერაციაში მოქმედებს 1997 წლის კანონი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით არც ერთი რელიგია სახელმწიფო რელიგიად არ ცხადდება. რელიგიური გაერთიანებები გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და თანასწორია კანონის წინაშე.
სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციე-ბისათვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს და უწევს მათ ფინანსურ თუ სხვა სახის დახმარებას იმ ობიექტების დაცვაში, რომლებიც ისტორიისა და კულტურის ძეგლებს წარმოადგენენ, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინების სწავლებაში, განათლების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონით დადგენილ ფარგლებში.
რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ გახსნან თავიანთი სასწავლებლები, ხოლო სახელმწიფო სასწავლებლებში, მშობლე-ბის მოთხოვნით, დაიშვება რელიგიის სწავლება (ფაკულტატურ საკითხებზე).
საინტერესოა კანონის მოთხოვნა რელიგიური გაერთიანებე-ბის შექმნის შესახებ.
კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, რელიგიური გაერთიანე-ბები შეიძლება შეიქმნას რელიგიური ჯგუფებისა და რელიგიური ორგანიზაციების ფორმით. ასეთი გაერთიანებების შექმნა იკრძალე-ბა სახელმწიფო დაწესებულებებში, სამხედრო ნაწილებში, თვით-მმართველობისა და მუნიციპალურ ორგანიზაციებში. კანონის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში რელიგიურ გაერთიანებად აღია-რებული იქნება რუსეთის მოქალაქეთა და რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ პირთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია ერთობლივი აღმსარებლობისათვის და ხასიათდება შემდეგი ნიშნე-ბით: რწმენის აღმსარებლობა, ღვთისმსახურება და სხვა რელი-გიური წეს-ჩვეულებების განხორციელება; თავისი მიმდევრებისათ-ვის რელიგიის სწავლება და მათი რელიგიური აღზრდა.
რელიგიური ჯგუფი, კანონის მიხედვით, მოქალაქეთა გაერ-თიანებაა ერთობლივი აღმსარებლობისათვის სახელმწიფო რეგის-ტრაციის გარეშე. ასეთი ჯგუფების ქონება იქმნება მათი წევრების შენატანების საფუძველზე. რელიგიური ჯგუფები, თუ მომავალში რელიგიურ ორგანიზაციად გარდაქმნას ფიქრობენ, ამ ჯგუფის შექ-მნის თაობაზე აცნობებენ თვითმმართველობის ორგანოებს.
რელიგიური ორგანიზაცია მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გა-ერთიანებაა საერთო აღმსარებლობის საწარმოებლად, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით და აქვს იური-დიული პირის სტატუსი. რელიგიური ორგანიზაციები იყოფა ად-გილობრივ და ცენტრალურ ორგანიზაციებად.
ადგილობრივია რელიგიური ორგანიზაცია, თუ მასში გაერ-თიანების სურვილი გამოთქვა არანაკლებ ათმა სრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ერთ რეგიონში. ამას-თან, ამ ორგანიზაციამ უნდა დაადასტუროს აღნიშნულ ტერიტო-რიაზე მისი 15-წლიანი არსებობა. დადასტურებას ახდენენ ადგი-ლობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
ცენტრალიზებულია რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც არანაკლებ 3 ადგილობრივ ორგანიზაციას აერთიანებს. ასეთი ორ-განიზაციები, რომელთა სტრუქტურები რუსეთის ფედერაციის ტე-რიტორიაზე მოქმედებდნენ კანონიერად 50 წლის განმავლობაში მაინც, რეგისტრაციის დროს უფლებამოსილნი არიან თავიანთ დასახელებებში გამოიყენონ სიტყვა ,,რუსეთის". რეგისტრაციის დროს სავალდებულო მოთხოვნაა, რომ რელიგიური ორგანიზაციის სახელწოდება სრულად ასახავდეს მისი აღმსარებლობის შინაარსს. რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო რეგისტრაციას კანონმ-დებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ რუსეთის ფედერა-ციის იუსტიციის ორგანოები.
უცხო ქვეყნის რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ გახს-ნან წარმომადგენლობები რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ უფლება არა აქვთ განახორციელოდ საკულტო და სხვა რელიგიური საქ-მიანობა. მათზე არ ვრცელდება რელიგიურ გაერთიანებათა სტა-ტუსი.
კანონი ითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციების ლიკ-ვიდაციის წესს სასამართლოს მეშვეობით, თუ ირღვევა კონსტი-ტუცია და რუსეთის ფედერაციის კანონები.
ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
_ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების დარღვევა;
_ კონსტიტუციური წყობილების იძულებითი შეცვლისაკენ მიმართული ქმედება;
_ სამხედრო ფორმირებების შექმნა;
_ ომის პროპაგანდა, სოციალური, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური განხეთქილებისა და კაცთმოძულეობის პროპაგან-და;
_ ოჯახის რღვევის იძულება;
_ მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და მორალისათვის ზიანის მიყენება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებებით, ჰიპნოზით და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით;
_ თვითმკვლელობებისაკენ მიდრეკილება ან რელიგიური მოტივებით სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, როცა პირი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაშია;
_ წევრების იძულება, გაასხვისონ თავიანთი ქონება რელიგიური ორგანიზაციის სასარგებლოდ;
_ მოქალაქეების წაქეზება, უარი თქვან კანონით დადგენილი სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე.
რუსეთის ფედერაციის კანონი `სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ~, რელიგიურ გაერთიანე-ბათა 3 კატეგორიას აყალიბებს: რელიგიური ჯგუფი, რელიგიური ორგანიზაცია, რელიგიური წარმომადგენლობა. მათგან, მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციები სარგებლობენ რეგისტრაციის უფლე-ბით, რაც მათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს ანიჭებს. რელიგიური ორგანიზაციები თანასწორუფლებიანნიც არი-ან ისეთი საზოგადოებრივი ამოცანების განხორციელებისას, რო-გორიცაა: დააარსონ და შეინახონ საკულტო შენობები და ღვთის-მსახურების სხვა სპეციალური ობიექტები; სამკურნალო-პროფი-ლაქტიკურ დაწესებულებებში, ბავშვთა სახლებში, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულთა თხოვნით ჩაატარონ რელიგიური რიტუალი; აწარ-მოონ და გაავრცელონ რელიგიური ლიტერატურა, აუდიო-ვიდეო მასალა და სხვა რელიგიური ნივთები; კანონმდებლობით დადგე-ნილი წესით განახორციელონ საქველმოქმედო საქმიანობა, დაარ-სონ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი.
რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებაში შეიძლება იყოს საკუთარი სახსრებით, შეწირულობებითა და სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული ქონება. რელიგიური ორგანიზაციების ფუნქციონალური დანიშნულებისათვის სარგებლობაში გადაცემული ქონება არ იბეგრება. რელიგიურ ორგანიზაციებში ხელშეკრუ-ლებით მომუშავე პირებზე ვრცელდება შრომის კანონმდებლობა. ღვთისმსახურები, ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, ასე-ვე ექვემდებარებიან სოციალურ და საპენსიო უზრუნველყოფას და დაზღვევას. `სინდისის თავისუფლებისა და რელიგიურ გაერთიანე-ბათა შესახებ~ კანონის მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს რუსეთის ფედერაციის პროკურატურა.
უკრაინაში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერ-თობა მსგავსი კანონითაა მოწესრიგებული. მასში შესულია აგრეთ-ვე საკულტო ნაგებობების უკან დაბრუნების წესები.
დასავლეთ უკრაინაში მრევლმა გამოყოფა დაიწყო მოსკოვის საპატრიარქოსაგან. აღდგა 1946 წელს აკრძალული უნიატური ეკ-ლესია, იმავდროულად ავტოკეფალურად გამოაცხადა თავი უკრაი-ნის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ამის საპასუხოდ მოსკოვის პატრიარქმა, 1990 წელს, კიევის საპატრიარქოს `ავტონომიურ-ორთოდოქსული ეკლესიის" სტატუსი მიანიჭა.[9.]
მართლმადიდებლობის გვერდით ტრადიციულ რელიგიათა შორისაა უკრაინაში კათოლიციზმი და იუდაიზმი. სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს ოფიციალური სტატუსის მისაღებად სახელმწი-ფოში დადგენილი რეგისტრაციის წესების დაცვა სჭირდებათ, რომლებიც ტრადიციული რელიგიების მსგავსი უფლებებით არ სარგებლობენ საკუთრების, სახელმწიფოსგან სოციალური თუ სხვა სახის დახმარებების სფეროში.
ბალტიის ქვეყნების კონსტიტუციები ასევე აღიარებენ `სინ-დისის, რწმენისა და სიტყვის თავისუფლებას"; ეკლესიის ან რე-ლიგიური გაერთიანებების წევრობა ნებაყოფლობითია; არ არსე-ბობს სახელმწიფო რელიგია. 1990-92 წწ. გამოიცა სპეციალური კანონები რელიგიური ორგანიზაციებისათვის საკუთრების უკან დაბრუნების თაობაზე. ლიტვაში, ისევე როგორც კათოლიკური ქვეყნების უმრავლესობაში, კომუნისტურ პერიოდამდე კათოლიკუ-რი ეკლესიის დამოუკიდებლობა ნაწილობრივ კონკორდატითაც იყო გარანტირებული.
სომხეთის სამოციქულო ეკლესია სომხეთის ეროვნული ეკ-ლესიაა. ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ დაწე-სებულია გარკვეული შეზღუდვები. რელიგიური ორგანიზაციები-სათვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად კანონმდებლობა სავალდებულო რეგისტრაციის წესს ადგენს. ყველა ორგანიზაციამ, რომელმაც 1999 წლის 30 ივნისამდე შეიტანა განაცხადი, რეგის-ტრაცია გაიარა გარდა `იეღოვას მოწმეებისა". ხელისუფლებამ მათ უარი უთხრა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ თავიანთ რწმენაზე მოქცევა იეღოვას მოწმეების საქმიანობის ძირითადი ელემენტია და ამით საფრთხე ექმნება ქვეყნის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. პროზელიტიზმის აკრძალვა გათვალისწინებულია რელიგიის შესახებ 1991 წლის კანონში.
აზერბაიჯანის კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესა-ხებ ადგენს ტრადიციული რელიგიების სტატუსს, ითვალისწინებს და ამკვიდრებს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს. სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და აზერბაიჯანელთა რელიგიური საქმიანობა თუ ისინი არატრადიციულ რელიგიურ ორგანიზაციებს ქმნიან, შეზღუდულია რეგისტრაციის პროცედურითა და თავიანთი ბეჭდვითი აუდიო მასალის გავრცელების სფეროთი.[10.]
ბელორუსიის კონსტიტუციის მე-16 მუხლით სახელმწი-ფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა რეგუ-ლირდება კანონით, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა მოახ-დინეს მათ ბელორუსი ხალხის სულიერ, კულტურულ და სა-ხელმწიფოებრივ ტრადიციებზე. ამასთან ერთად, კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობას, თუ მისი საქ-მიანობა ბელორუსიის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, მის სახელმ-წიფოებრივ წყობას ან სამოქალაქო თანხმობას ხელყოფს, აგრეთვე ხელს უშლის მოქალაქეებს სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ, საოჯახო ვალდებულებათა შესრულებაში ან ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას და მორალს. კონსტიტუციის ეს მოდელი სახელმ-წიფო რელიგიის მოდელს უახლოვდება, მაგრამ კანონი `აღმსა-რებლობისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ" ვერ უზ-რუნველყოფს სახელმწიფო რელიგიის პრინციპების დაცვას, რად-გან მასში არაფერია ნათქვამი ადამიანთა ცნობიერების სხვა არა-ტრადიციული რელიგიური სწავლების ზეგავლენისაგან დაცვაზე. ეს კანონი აღმსარებლობის თავისუფლებისა და თანასწორობის აბსოლუტიზაციის საფუძველზეა აგებული და შესაბამისად, კონს-ტიტუციის აღნიშნულ მუხლს ეწინააღმდეგება.
თურქმენეთში, ისევე როგორც ყაზახეთში, მიღებულია კა-ნონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ. მთავრობა მნიშვნელო-ვან კონტროლს აწესებს რელიგიურ საქმიანობასა და ორგანიზა-ციებზე. რეგისტრაცია, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, გაია-რეს მხოლოდ მუსლიმმა სუნიტებმა და მართლმადიდებელმა ქრის-ტიანებმა. არარეგისტრირებულ ორგანიზაციებად ითვლებიან ბაჰა-ისტები, ბაპტისტები, ადვენტისტები, ორმოცდაათიანელები. მათი რელიგიური საქმიანობა კერძო საქმიანობას წარმოადგენს და სა-ხელმწიფოსაგან რაიმე შეღავათებით არ სარგებლობენ.
ასე რომ, პოსტსაბჭოთა სივრცის კანონმდებლობა სახელმ-წიფოსა და რელიგის ურთიერთობის სფეროში ფორმირების პრო-ცესშია. აქ ერთმანეთს უპირისპირდება რელიგიური თავისუფლე-ბის `ამერიკული" და `ევროპული" მოდელები. ისტორიული ტრა-დიციებიდან გამომდინარე, ეს ქვეყნები ეროვნულ კანონმდებლობას ევროპული მოდელის მიხედვით აყალიბებდნენ. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონის მი-ღებით, სადაც რელიგიური ორგანიზაციებისათვის თანასწორობის აღიარებასთან ერთად დადგენილია ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი. ეს მექანიზმი, ძირითადად, პრაქტიკულ გამოცდილებაზეა აგებული, რაც გამორიცხავს (ან შეაჩერებს) მომრავლებული სექ-ტების ქადაგებას და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას რელი-გიური თავისუფლების ეგიდით. ამასთან, გაითვალისწინებს ტრა-დიციული ეკლესიების როლს სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებაში.