მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

(26 ოქტომბერი, 1999 წელი)

 

თავმჯდომარე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

მდივანი: წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი).

 

წმიდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ სხდომის მონაწილეთ მიულოცა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი.

 

წმ სინოდმა განიხილა სხვადასხვა საკითხები:

 

I. რა გაკეთდეს მაცხოვრის ჩვენის, იესო ქრისტეს შობის 2000 წლისთავის აღნიშვნისთვის საქართველოში.

 

სინოდმა განაჩინა: ეს დღესასწაული ფართოდ იქნას აღნიშნული მთელს ჩვენს ქვეყანაში. ამ მიზნით:

 

 

 

II. წმიდა სინოდმა განიხილა საქართველოს ეკლესიის პოზიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტოკეფალიის, ავტონომიის, დიპტიხისა და დიასპორას შესახებ.

 

წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდალური კომისია მთავარეპისკოპოს ანანას (ჯაფარიძე), მთავარეპისკოპოს ზოსიმეს (შიოშვილი), ეპისკოპოს დიმიტრის (შიოლაშვილი) შემადგენლობით, რომელიც დამატებით შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს და მასალებს წარმოუდგენს წმიდა სინოდს.

 

 

III. წმიდა სინოდმა იმსჯელა ეკლესიის სოციალური დაცვის ფონდის შექმნის შესახებ.

 

წმიდა სინოდმა განაჩინა: ამ მიზნით შეიქმნას სინოდალური კომისია შემდეგი შემადგენლობით: ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი), ეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია).

 

 

IV. განიხილეს საკითხი ცოტნე დადიანის წმინდანად შერაცხვის შესახებ.

 

 

წმიდა სინოდმა განაჩინა:

 

 

 

V. წმიდა სინოდმა მოისმინა საეკლესიო ხელოვნების საბჭოს წერილობითი თხოვნა, რომ საბჭოსთან შეუთანხმებლად არ მოხდეს ეპარქიებში ტაძრის მშენებლობა, სარესტავრაციო სამუშაოები და ეკლესიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. წერილობითი თხოვნა წარმოადგიან მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძემ).

 

VI. წმიდა სინოდმა მოისმინა ჭიათურის მთავარეპისკოპოს აბრაამის (გარმელია) ინფორმაცია დეკანოზ ზურაბ ანთიძის ანტიკანონიკურ ქმედებათა შესახებ.

 

წმიდა სინოდმა დაადგინა: დაინიშნოს სინოდალური კომისია მთავარეპისკოპოს ზოსიმეს (შიოშვილი), ეპისკოპოს საბას (გიგიბერია) და ეპისკოპოს დიმიტრის (შიოლაშვილი) შემადგენლობით, რომელმაც უნდა შეისწავლოს დეკანოზ ზურაბ ანთიძის საკითხი.

 

 

VII. წმიდა სინოდმა მოისმინა ინფორმაცია დეკანოზ როსტომ ლორთქიფანიძის მიერ საერო პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების შესახებ, რომლებშიც ვლინდება მისი ანტიეკლესიური აზროვნება.

 

წმიდა სინოდმა განაჩინა: დაინიშნოს სინოდალური კომისია მთავარეპისკოპოს იობის (აქიაშვილი), ეპისკოპოს ანტონისა (ბულუხია) და ეპისკოპოს გერასიმეს (შარაშენიძე) შემადგენლობით, რომელმაც უნდა შეისწავლოს დეკანოზ როსტომ ლორთქიფანიძის საკითხი.

 

 

VIII. წმიდა სინოდმა მოისმინა ინფორმაცია აკრძალვაში მყოფი მღვდლის დავით კიკნაძის (იგივე რამაზ ჭელიძის) უკანონო ქმედებათა შესახებ, რომელიც მღვდელმსახურების აკრძალვის შემდეგაც აგრძელებს მღვდელმოქმედებას და დაკავშირებულია განკვეთაში მყოფ სამღვდელოებასთან.

 

წმიდა სინოდმა დაადგინა: მღვდელი დავით კიკნაძე (იგივე რამაზ ჭელიძე), თანახმად საეკლესიო კანონებისა, სრულიად განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან და დაყვანილ იქნას ერისკაცობამდე.

 

 

IX. წმიდა სინოდმა მოისმინა მწვალებლურ დაჯგუფებაში (ე.წ. ავქსენტიოსის სინოდის ბოსტონური ფრთა) მყოფი ჯიმა შაკაიას მონანიების წერილი.

 

წმიდა სინოდმა განაჩინა: ჯიმა შაკაიას მიეცეს შენდობა და დაბრუნებულ იქნას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

 

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 43, 1999 წ.