მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

საეკლესიო სამართალი

 

მცირე სჯულის კანონი

 

A8

 

1. ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელი აღწერს წმიდათა მამათა კოსტანტინეპოლეს შეკრებულთა, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისათჳს, რომელ-ესე წარიკითხვის სოფია წმიდას პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა
2. წინაწარმეტყუელთა ქადაგებისაგან დამტკიცებულნი წმიდისა სახარებისა ბრძანებათა დამორჩილებულნი ვდღესასწაულობთ დღესა ამას სატფურებისა და განახლებისა სარწმუნოებისა ჩუენისასა, რამეთუ ესაია წინაწარმეტყუელი იტყჳს: „განახლებოდით ჭალაკნი ღმრთისა მიმართ“.
3. და ამით სიტყჳთა წარმართთაგანთა მათ მოასწავებდა ეკლესიათა და მათ უწოდა ჭალაკად განახლებულად.
4. ხოლო ეკლესიანი არიან არა ხოლო თუ შენებანი და შემკობანი ტაძართანი, არამედ სავსებაჲ იგი მათ შინა შეკრებულთა ღმრთისმსახურთა მათ ერთა სიმრავლისაჲ და გალობანი იგი, რომლითა ადიდებენ მეუფესა და დამბადებელსა ყოველთასა წმიდასა სამებასა,
5. ვითარცა-იგი პავლე წმიდაჲ მოციქული იტყჳს: „განახლდებოდეთ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი ღმრთისა მიერ დაბადებული“.
6. ხოლო წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს და ზამთარი იყო“.
7. გინათუ ამბოხებასა მას და შფოთსა ჰურიათასა, რომელსა ჰმზადებდეს მაცხოვრისათჳს, უწოდა ზამთრად მახარებელმან, გინათუ ჰაერისა სიცივესა და ნეფხვასა ესრეთ სახელ-სდვა,
8. რამეთუ იქმნა ჩუენ ზედაცა და მოიწია ჭეშმარიტად ზამთარი არა მცირჱ, არამედ მძაფრი და სასტიკი, სავსე ნიავ-ქარითა და სეტყჳთა უკეთურებისაჲთა,
9. არამედ კუალად აღმოგჳცენა ჩუენ მადლმან ღმრთისამან ყუავილი სულიერისა მის არისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ დაჰბადე ზაფხული და არე“.
10. ამისთჳსცა შემოვკერბით მადლისა მიცემად ღმრთისა, ყოველთაგან ქალაქთა და სოფელთა, მადლითა ღმრთისაჲთა და ბრძანებითა ღმრთისმსახურთა მეფეთაჲთა: მიქაელ მართლმადიდებლისა მეფისა და თეოდორაჲს, დედისა მისისა, მღდელთმოძღუარნი ესე, მოშურნენი მართლისა სარწმუნოებისათჳს,
11. რომელნი შემოვკერბით სამეუფოსა ამას ქალაქსა, ტაძარსა წმიდისა იოვანე მახარებელისა და ღმრთსმეტყუელისა, მადლობისა და დიდებისა მიცემად უფლისა სულიერისა ამის ნაყოფიერებისათჳს.
12. რამეთუ მტერნი იგი, რომელთა აყუედრეს უფალსა და თაყუანისცემაჲ წმიდისა ხატისა მისისაჲ შეურაცხ-ყვეს და აღზუავნეს და ამაღლდეს უშჯულოებითა მათითა და სცნა იგინი და დააკუეთნა ღმერთმან მან საკჳრველებისამან და ზახებაჲ იგი განდგომილებისა მათისაჲ დაამჴუა,
13. რამეთუ არა უგულებელს-ყვნა ჴმანი მვედრებელთა მისთანი, რომელნი ღაღადებდეს მისა მიმართ: „მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთაჲ, რომელი დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალ თესლთაჲ, რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა“.
14. ხოლო ნაცვალი ცხებულისა მისისაჲ არიან ყოველნი, რომელნი სისხლითა ქრისტესითა მოიყიდნეს და ჰრწმენა სახელი მისი, სიტყჳთა მით ქადაგებისაჲთა და გამოსახვითა წმიდათა ხატთაჲთა,
15. რომლითაცა დიდი იგი საქმე განგებულებისა მისისაჲ კეთილად გულისჴმა-იყოფების მორწმუნეთა მიერ მისთა, დიდებულნი იგი სასწაულნი მისნი და განმაცხოველებელი იგი ვნებაჲ მისი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ და ამაღლებაჲ და სხუანი იგი საკჳრველებანი,
16. რომელთა მიერ ბაძვაჲ წმიდათა მათ ვნებათა მისთაჲ მოციქულთა ზედა მოვიდა და მათგან მოწამეთა მოვიდა აღმსარებელთა და მამათა მიიწია.
17. იგი უკუე ყუედრებაჲ, რომელსა აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა მისისასა, მოიჴსენა უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
18. სახიერებისათჳს თჳსისა მოწყალე იქმნა და მეოხებაჲ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ და ვედრებაჲ ყოველთა წმიდათაჲ შეისმინა.
19. და აღასრულა აწ მეორედ, რომელ-იგი ქმნა პირველ, რამეთუ პირველად შემდგომად მრავალჟამეულისა მის წმიდათა ხატთა შეურაცხებისა და დევნულებისაჲ, რომელი ქმნეს უშჯულოთა მათ მეფეთა და მიმდგომთა მათთა უღირსთა და მედგართა ვიეთმე ებისკოპოსთა.
20. მოაქცია უფალმან ღმრთისმსახურებაჲ ყოველთა ზედა და მართლმადიდებლობაჲ დაამტკიცა.
21. ხოლო კუალად აწ მეორედ, შემდგომად ოცდაათისა წლისა ჭირისა და დევნულებისა ჩუენისა მოგუანიჭა ჩუენ უღირსთა ჴსნაჲ ჭირთა მათგან და განსაცდელთა და კადნიერებით ქადაგებაჲ ღმრთისმსახურებისაჲ და უშიშად თაყუანისცემაჲ წმიდათა ხატთა
22. და აღმოგჳბრწყინვა ჩუენ ჭეშმარიტად დღესასწაული ცხორებისაჲ.
23. რამეთუ ხატთა შინა განვიცდით მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღმრთისა ვნებათა, რომელნი ჴორცითა ჩუენთჳს თავს-ისხნა, ჯუარცუმასა, დაფლვასა, შემუსრვასა მას და წარმოტყუენვასა ჯოჯოხეთისასა, აღდგომასა მკუდრეთით და ზეცას ამაღლებასა და ყოველსა მას ცხორებასა,
24. რომელი ქმნა შორის ქუეყანასა ღმერთმან და მეუფემან ჩუენმან.
25. ეგრეთვე განვიცდით ღუაწლსა მას და ახოვნებასა მოწამეთასა და გჳრგჳნოსნებასა მათსა, რომელ მოიღეს ჴელისაგან მეუფისა მათისა დასაბამისა მის და სრულმყოფელისა წამებისა მათისაჲსა.
26. ამისთჳს კრებასა ამას სულიერსა ვდღესასწაულობდეთ და ლოცვითა და ლიტანიითა ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ და ფსალმუნითა და ქებითა ვგალობდეთ და ვიტყოდით: „ვინ არს ღმერთი დიდი, ვითარ ღმერთი ჩუენი?“
27. „შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკჳრველი მხოლომან.“
28. „შეურაცხისმყოფელნი დიდებისა შენისანი შეურაცხ-ჰყვნენ.
29. კადნიერად და ამპარტავნად მდევარნი ხატისა შენისანი დაკნინებულად და ლტოლვილად მეოტად გამოაჩინენ.
30. ვინმე იტყოდის ძლიერებათა შენთა და სასმენელ ყვნეს ყოველნი ქებულებანი შენნი?
31. დიდებაჲ შენდა და ქებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
32. ესე არს მადლობაჲ ღმრთისაჲ გამოუთქუმელთა მათ კეთილთა მისთათჳს და ჴსენებაჲ ძლევისა მისისაჲ, რომელი ქმნა წინააღმდგომთა მათ მიმართ.
33. ხოლო მბრძოლთა მათ მიმართ წმიდათა ხატთასა სიტყჳსგებაჲ და მხილებაჲ ბოროტისა მის წვალებისა მათისაჲ სხუასა თავსა შინა ვრცელად და განგებულებით ჯერ-არს აღწერად.
34. ხოლო აწ, ვითარცა-სახედ შემდგომად მრავალჟამეულისა მის უდაბნოთა ზედა სლვისა შევიდა ერი იგი ისრაელთაჲ ქუეყანასა მას აღთქუმისასა და განისუენა,
35. ეგრეთვე ჩუენ მრავალთა მათ დევნულებათა და ჭირთაგან მოვედით განსუენებად ახალსა ამას იერუსალჱმსა, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისაჲ.
36. ამისთჳს ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძეგლისწერასა ამას აღვასრულებთ და დავსწერთ, ვითარცა ძეგლსა ზედა აღუჴოცელსა კურთხევათა მათ,
37. რომელნი შუენიან მოღუაწეთა და აღმასრულებელთა საღმრთოჲსა შჯულისათა და შეჩუენებათა წყევისათა, რომელსა მოაწევენ თავთა ზედა თჳსთა გარდამავალნი საუფლოჲსა მის ბრძანებისა და შჯულისანი.
38. პირველად უკუე ესე ვთქუათ, ვითარმედ არარას დავაკლებთ, არცა შევჰმატებთ, არამედ ყოველთავე წესთა კათოლიკე ეკლესიისათა შეუცვალებელად დავიცავთ და წმიდათა მათ და დიდთა კრებათა სწავლასა და წესსა და სარწმუნოებასა მიმდგომნი ვართ და მორჩილნი.
39. და ვითარცა კრებასა მას დიდსა ნიკიისასა ტიჱ მამათა მიერ აღიწერა მრწამსი მართლისა სარწმუნოებისა, ქადაგებაჲ, შეურყეველად და შეუცვალებელად გვიპყრიეს სარწმუნოებაჲ იგი მართალი და ყოველსა სოფელსა ვქადაგეთ.
40. ხოლო სხუაჲ ყოველი, რომელი წმიდამან კრებამან და სხუათა მათ დიდებულთა კრებათა, რომელნი ადგილ იქმნნეს, განაწესეს და გჳბრძანეს, დავიმარხავთ შეუცვალებელად.
41. უკუე ჟამთა, რომელთაგანი ერთი წესი და შჯული და ბრძანებაჲ არს წმიდათა ხატთა გამოსახვაჲ, პირველითგან უფლისა მიერ ბრძანებული და მოციქულთა მიერ ქადაგებული და მამათა მიერ დაწესებული, ვითარცა წერილ არს რჩულისკანონსა შინა წმიდისა მის მეექუსისა კრებისასა,
42. რამეთუ: „ჭეშმარიტად გამოსახვაჲ ხატთაჲ თანამოწამე არს ქადაგებისა მის სახიერებისა დასამტკიცებელად ჭეშმარიტებისა, რაჲთა არავინ საოცრად შეჰრაცხოს განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ“.
43. ამისთჳსცა სამეუფოჲ გზაჲ გჳპყრიეს ჩუენ და სწავლასა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა შედგომილ ვართ.
44. და წესი ეკლესიისაჲ სულისა მიერ წმიდისა განწესებული გჳპყრიეს და განჩინებით და დამტკიცებულად განვაწესებთ,
45. რაჲთა შემსგავსებულად პატიოსნისა და ცხოველისმყოფელისა ჯუარისა აღმართებულ იყვნენ და პატივცემულ ეკლესიათა შინა წმიდანი და პატიოსანნი ხატნი, გინათუ წამლითა დაწერილ იყვნენ, გინათუ სოფიოჲთა, გინათუ ოქროჲსა, ანუ ვეცხლისანი იყვნენ, ანუ სხჳსა რაჲსმე ნივთისა.
46. ბარძიმ-ფეხუემთა ზედა, ანუ საკურთხეველისა შესამოსელთა ზედა გამოწერილნი ხატნი კედელთა ზედა, გინა ფიცართა ეკლესიათა შინა, გინა სახლთა, ანუ სადაცა, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი იყოს ხატი
47. ანუ უხრწნელისა მის დედუფლისა ჩუენისა წმიდისა ღმრთისმშობლისა და წმიდათა ანგელოზთაჲ, დიდებულთა მოციქულთაჲ, ღუაწლისა მძლეთა მოწამეთაჲ, ღმერთშემოსილთა მღდელთმოძღუართაჲ და სანატრელთა მამათაჲ,
48. რამეთუ რაოდენცა იხილვებოდინ ხატნი უფლისა და წმიდათა მისთანი, მხილველნი იგი მათნი მოვლენ პირმშოთა მათ სახეთა ჴსენებად და სურვიელად.
49. თანამდებ არს უკუე ყოველი ქრისტიანე შემთხუევად, ამბორის-ყოფად, პატივად და თაყუანისცემად წმიდათა ხატთა.
50. არა თუ ღმრთად აღსაარებად, რომელ-ესე შუენის ბუნებასა მას ღმრთეებისასა, არამედ ვითარცა ხატსა ჩუენთჳს განჴორციელებულისა ქრისტეს ღმრთისასა და წმიდათა მისთა,
51. ვითარცა სახესა პატიოსანისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისასა და წმიდასა სახარებასა და სხუათა მათ სიწმიდეთა, რომელნი სადა შეხებულ არიან გუამსა უფლისასა.
52. ეგრეთვე ხატთა პატივი თანა-გუაც და კუმევაჲ საკუმეველისაჲ და ანთებაჲ კანდლისა და სანთლისაჲ, ვითარცა პირველითგან განწესებულ არის ქრისტეანეთა შორის, რამეთუ პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა მიიწევის.
53. და რომელი თაყუანის-სცემდეს ხატსა, თაყუანის-სცემს მას შინა გამოსახულისა მის გუამოვნებასა, ვითარცა თქუეს წმიდათა მამათა მეექუსისა კრებისათა, ვითარმედ: „ხატთაგან და ხატთა მიერ თაყუანის-იცემების ღმერთი და თაყუანის-იცემების ჭეშმარიტად“.
54. აწ უკუე პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ და ძეგლისწერაჲ ესე ჯეროვანი სრულ-ვყოთ.
55. ესრეთ უკუე ვიტყჳთ და დავამტკიცებთ;
56. ა. რომელნი ჴორციელსა მას მოსლვასა და განკაცებასა სიტყჳსა ღმრთისასა სიტყჳთ და საქმით, პირითა და გულითა და გონებითა, აღწერითა და გამოსახვითა აღიარებენ, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
57. ბ. რომელთა იციან ერთისა მის გუამისა ქრისტესისა ორთა ბუნებათა განყოფილებაჲ და აღიარებენ ღმრთეებისა მისისა უხილავსა და უვნებელსა და გარეშემოუწერელსა დიდებასა,
58. ხოლო კაცებისა მისისა ხილულსა და ვნებათა ჯუარცუმისა და სიკუდილისა თავსმდებელსა და გარეშემოწერილსა ბუნებასა ქადაგებენ სიტყჳთ და გამოსახვით, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
59. გ. რომელთა ჰრწამს და ქადაგებენ და ახარებენ სიტყუათა წიგნის წერითა, საქმეთა გამოსახვითა და იციან,
60. ვითარმედ ორივე ესე ერთად სარგებელად მსმენელთა მათ და მხილველთა იქმნების სიტყჳთ ქადაგებაჲ და ხატთა მიერ ჭეშმარიტებისა დამტკიცებაჲ, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
61. დ. რომელნი სიტყუათა მიერ კეთილთა წმიდა ჰყოფენ ბაგეთა და მსმენელთა სარგებელ-ეყოფიან და იციან და ქადაგებენ,
62. ვითარმედ პატიოსანთა ხატთა მიერ წმიდა იქმნებიან თუალნი მხილველთანი და ამაღლდებინ გონებაჲ მათი ღმრთის მეცნიერებად, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
63. ე. რომელნი მეცნიერ არიან, ვითარმედ კუერთხი იგი ძუელისა შჯულისაჲ, კუერთხი აჰრონისი და ფიცარნი იგი და კიდობანი შჯულისაჲ და სასანთლე და ტაბლაჲ და სასაკუმეველე წმიდასა მას ქალწულსა და ღმრთისმშობელსა მარიამს მოასწავებდეს და წინაჲთვე გამოსახვიდეს.
64. ხოლო არა იქმნა იგი ერთიცა ამათგანი, არამედ დედაკაცი იყო ქალწული წმიდაჲ და ეგო შემდგომად შობისა უფლისა და ღმრთისა იესუ ქრისტესა ქალწულადვე წმიდად და ამისთჳს ქალად გამოხატვენ სახითა დედობრივითა და არა აჩრდილთა მით წესითა სახეთაჲთა,
65. საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
66. ვ. რომელნი ხილვათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელ უჩუენა ღმერთმან, გულისჴმა-ჰყოფენ და შეიწყნარებენ და ჰრწამს რაჲ-იგი კრებულმან წინაწარმეტყუელთამან იხილა
67. და გუაუწყეს და ვითარ-იგი განაწესეს (!) მოციქულთა და მამათა წერილნი და უწერელნი ეკლესიისანი, მათ ზედა მტკიცე არიან და ამისთჳს გამოსახავენ ხატსა უფლისასა და წმიდათა მისთასა და პატივ-სცემენ, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
68. ზ. რომელნი გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარ-იგი თქუა მოსე შჯულისმდებელმან, ვითარმედ: „ეკრძალენით თავთა თჳსთა, რამეთუ დღესა მას, რომელსა იტყოდა უფალი ღმერთი ქორებს მთასა ზედა, ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ გესმა თქუენ,
69. ხოლო მსგავსებაჲ არა იხილეთ და იციან მიგებაჲ მართლად, ვითარმედ: „ჰე, ვიხილეთცა, რამეთუ ჭეშმარიტებადცა ვიხილეთ“.
70. ვითარცა გუასწავა ჩუენ ძემან ქუხილისამან და თქუა: „რომელი იყო პირველითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა.
71. და ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა და ამას ვწამებთ“.
72. და ვითარცა თქუეს სხუათა მოციქულთა, „რომელთა ესე მის თანა ვჭამეთ და ვსჳთო არა ხოლო თუ პირველ ვნებისა, არამედ შემდგომად ვნებისაცა და აღდგომისა“.
73. აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან მადლითა ღმრთისათა განყოფად სიტყუასა მას შჯულისასა და მოძღურებასა მოციქულთასა და თუ რომელი-იგი იყო მუნ უხილავ და აქა თუალითა იხილვა და ჴელითა იმსახურა,
74. და ამისთჳს თუალით ხილულსა მას და ჴელით მსახურებულსა გამოხატვენ და ხატსა მისსა თაყუანის-სცემენ, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
75. ჱ. წინაწარმეტყუელთა ვითარცა იხილეს, მოციქულთა ვითარცა გუასწავეს, ეკლესიამან ვითარცა შეიწყნარა, მოძღუართა ვითარცა გუასწავლეს, სოფელი ვითარცა განათლდა, მადლი ღმრთისაჲ ვითარცა გამობრწყინდა, ჭეშმარიტებაჲ ვითარცა გამოჩნდა და სიცრუვე განიოტა,
76. სიბრძნე ვითარცა განეფინა ყოველთა ზედა, ქრისტემან ღმერთმან ვითარცა გჳბრძანა, ეგრეთ გურწამს და ეგრეთ ვიტყჳთ და ეგრეთ ვქადაგებთ ქრისტესა ჭეშმარიტსა მას ღმერთსა ჩუენსა
77. და წმიდათა მისთა პატივ-სცემთ სიტყჳთ, აღწერით, გონებით, შეწირვითა წმიდითა მათ შესაწირავთაჲთა, აღშენებითა ტაძართაჲთა, გამოსახვითა ხატებისაჲთა.
78. უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს პატივ-ვსცემთ, ვითარცა ღმერთსა და მეუფესა დამბადებელსა ყოველთასა.
79. ხოლო წმიდათა, ვითარცა საკუთართა მონათა და მსახურთა მისთა და სიყუარულით თაყუანის-ვსცემთ.
80. ესე არს სარწმუნოებაჲ, მოციქულთაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ.
81. ამან სარწმუნოებამან სოფელი დაამტკიცა.
82. ამას ყოველსა ზედა ქადაგთა მათ ღმრთისმსახურებისათა სიყუარულით და სურვილით, დიდებად და პატივად უფლისა, რომლისათჳს იღუაწეს, ვქადაგებთ და ვადიდებთ და ვიტყჳთ:
83. გერმანოს და ტარასეს და ნიკიფორეს და მეთოდის ჭეშმარიტთა ათ მღდელთმოძღუართა ღმრთისათა და მართლმადიდებლობისა დამამტკიცებელთა და მოძღუართა სულიერთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
84. ეგნატისი, ფოტისი, სტეფანესი, ანტონისი, ნიკოლაოსისი, ეფთჳმესი, წმიდათა და მართლმადიდებელთა პატრეარქთა, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
85. ყოველივე, რაოდენიცა აღიწერა ვიეთგანმე შემასმენელად წმიდათა მათ პატრიარქთა: ტარასეს, ნიკიფორეს და მეთოდისა და ეგნატის და ფოტის და სტეფანესი, ანტონის და ნიკოლაოსისა, ცუდმცა არს და ამაო.
86. ყოველივე, რომელი გარეშე წესისა მის ეკლესიისა და მოძღურებისა წმიდათა მამათაჲსა იქმნა, ანუ სადა იქმნეს გარეშე მართლმადიდებელთა წესისა, შეჩუენებულმცა არს.
87. ეფთჳმეს და თეოფილაკტეს და ემილიანეს სანატრელთა მათ აღმსაარებელთა და მღდელთმოძღუართა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
88. იოვანე და ნიკოლაოს და გიორგი სამგზის სანატრელთა აღმსაარებელთა და ებისკოპოსთა და ყოველთა მათ თანამზრახვალთა და თანამოღუაწეთა ებისკოპოსთა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
89. თეოდორეს, ნეტარისა ასტუდიელ მამასახლისისა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
90. ისაკისი საკჳრველთმოქმედისა და იოანიკის წინაწარმეტყუელებისა მადლითა აღვსებულისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
91. ილარიონ ნეტარისა არქიმანდრიკისა (sic) დალმატეს მონასტრისაჲ საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
92. სჳმეონ წმიდისა მის მესუეტისა და სტეფანე საკჳრველთმოქმედისა ახლისა მის აღმსაარებლისა და ყოველთა მათ მამათა, რომელთა იღუაწეს მართლმადიდებლობისათჳს, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
93. ესე არიან კურთხევანი მამათანი და მათგან ჩუენ ზედა, შვილთა მათთა და მობაძავთა მართლმადიდებლობისა მათისათა, მიიწევიან.
94. ეგრეთვე წყევანი ურჩთა და განდგომილთა და უგულებელსმყოფელთა მცნებათა ღმრთისათა შეეტყუებიან.
95. ამისთჳსცა ყოველნი მორწმუნენი ესრეთ ვიტყჳთ უწესოთა მათთჳს და უკეთურთა:
96. რომელნი-იგი სიტყჳთ შეიწყნარებენ განგებულებასა მას ქრისტეს განჴორციელებისასა, ხოლო ხატებით გამოსახვად მისა და თაყუანისცემად არა თავს-იდებენ და ამისთჳს სიტყჳთ იჩემებენ ღმრთისმსახურებასა და საქმით უარ-ჰყოფენ, შეჩუენებულმცა არიან.
97. რომელნი სიტყუასა მას გარეშემო უწერელობისასა ბოროტად იწამებენ და ამისთჳს წინააღმდგომ არიან დამაყენებელ გამოხატვად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა,
98. რომელი ჩუენთჳს განჴორციელდა და ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა, რომელნიცა უკუე წმიდასა ხატსა მისსა გმობენ, შეჩუენებულმცა არიან.
99. რომელნი გამოსახვასა ყოვლისა ცხორებისასა არა შეიწყნარებენ, ვითარ-იგი იხილვა ქუეყანასა ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარ განკურნა ყოველნი სენნი და ვნებანი კაცთანი,
100. ვითარ-იგი ჯუარსა ეცუა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა ზეცას და მოევლინა სული წმიდაჲ წმიდათა მოციქულთა ზედა, აწ უკუე რომელნი განმაცხოველებელთა ამათ სოფლისათა საქმეთა ქრისტესთა გამოხატვად და თაყუანისცემად არა თავს-იდვეს, შეჩუენებულმცა არიან.
101. რომელნი ჰგიან წვალებასა ზედა ხატთა ბრძოლისასა, უფროჲსღა განდგომილებასა ქრისტეს ბრძოლისასა და არცა წინაწარმეტყუელთა სწავლასა, არც მოციქულთა ქადაგებასა, არცა წმიდათა მამათა მოძღურებასა შეიწყნარებენ მოქცევად საცთურისა მისგან,
102. არცა ერთობასა მას ეკლესიისა შეუდგებიან, არამედ ესრე წარმდებებით მიუცემიან თავნი თჳსნი ნაწილსა ჰურიათა და წარმართთასა,
103. რამეთუ ვითარცა იგინი ჰგმობენ უფალსა, ეგრეთვე ესენი წმიდასა ხატსა მისსა შეურაცხ-ჰყოფენ, რომელნიცა უკუე მოუქცეველად ეგნენ საცთურისა მისგან და დაიყვნენ ყურნი ყოვლისაგან სულიერისა მოძღურებისა და ბოროტსა მას წვალებასა შინა დაადგრნენ, შეჩუენებულმცა არიან.
104. ლეონ ისავრი და კოსტანტინე სკორიანი, ლეონ სომეხი და ყოველნი მტერნი წმიდათა ხატთანი შეჩუენებულმცა არიან.
105. ანასტასი და კოსტანტინე და ნიკიტა, რომელთა წვალებით დაიპყრეს საყდარი კოსტანტინეპოლისაჲ და წინამძღუარ წვალებისა იქმნნეს და წარწყმედისა, შეჩუენებულმცა არიან.
106. წმიდამან სამებამან სამნივე იგი მოსპნა ეკლესიისაგან: თეოდოტე, ანტონი და იოვანე მწვალებელნი და პავლე ისავრი და თეოდორე,
107. რომელსა ერქუა პასტი, და სტეფანე მოლიტი და თეოდორე მექრთილე და ლალოდი ბილწი და მათ თანა ყოველნი მოყუასნი მათნი და წვალებისა თანა-შემწენი შეჩუენებულმცა არიან.
108. ყოველნივემცა მწვალებელნი შეჩუენებულ არიან.
109. კრებაჲ იგი, რომელ აღიძრა წმიდათა ხატთა ზედა და განგმო თაყუანისცემაჲ ხატთაჲ, შეჩუენებულ იყავნ.
110. რომელნი მოიღებენ სიტყუათა წერილთასა, რომელ თქუეს კერპთათჳს წმიდათა ხატთა ზედა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა და წმიდათა მისთასა, შეჩუენებულმცა არიან და წყეულ.
111. რომელნი ეზიარებიან ნეფსით და მეცნიერებით შეურაცხისმყოფელთა და მეგობართა წმიდათა ხატთასა, შეჩუენებულმცა არიან.
112. რომელნი იტყჳან, თუ ღმრთად ჰყვანან ქრისტეანთა ხატნი, შეჩუენებულ არიან.
113. ღმრთად აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ხოლო წმიდასა ხატსა მისსა პატივ-ვსცემთ და თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა ხატსა ქრისტესსა და სახესა მისისა მის ჩუენ თანა ქცევისასა.
114. რომელნი იტყჳან, თუ სხუამან ვინმე გჳჴსნნა ჩუენ კერპთმსახურებისაგან, თჳნიერ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ამას საქმესა სხუასა ვის მიაჩემებენ, შეჩუენებულმცა არიან.
115. რომელნი იტყჳან, თუ კათოლიკე ეკლესიამან კერპნი შეიწყნარნა, ესევითარნი-იგი შეურაცხისმყოფელნი არიან ქრისტეანთა სარწმუნოებისანი, რამეთუ წმიდათა ხატთათჳს იტყჳან გმობასა, კრულნი არიან და შეჩუენებულნი.
116. მიქაელ მართლმადიდებელისა, მეფისა ჩუენისა და თეოდორა დედისა მისისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
117. ბასილისი, ლეონისი, ალექსანდრესი, ჰრომანოზისი, კოსტანტინესი, ჰრომანოზისი, ნიკიფორესი, იოვანესი, მართლმადიდებელთა მეფეთა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
118. ბასილი და კოსტანტინე მართლმადიდებელთა მეფეთა ჩუენთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
119. რომანოზ მართლმადიდებლისა მეფისა ჩუენისა მრავალმცა არიან წელნი მეფობისა მისისანი.
120. ღმერთმან დაიცევინ სიმტკიცე მეფობისა მათისაჲ.
121. ღმერთმან მშჳდობაჲ მიეცინ მეფობასა მისსა.
122. კუალად ვიტყჳთ: გერმანოს, ტარასეს, ნიკიფორეს და მეთოდის სანატრელთა მათ პატრიარქთა საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
123. ეგნატისი, ფოტისი, სტეფანესი, ანტონისი, ნიკოლაოსისი, ეფთჳმესი, სტეფანესი, ტრიფონისი, თეოფილაკტესი, პოლიევკტესი, ანტონისი, ნიკოლაოსისი, მართლმადიდებელთა პატრიარქთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
124. ყოველთა მათ ღმერთშემოსილთა მამათა და მართლმადიდებლობისა ქადაგებათა და ვიდრე სიკუდილადმდე მოღუაწეთა ლოცვითა და ვედრებითა დაგჳცვენინ ღმერთმან.
125. და მობაძავ ყოფად ღირს-გუყვენინ საღმრთოჲსა მის მოქალაქობისა მათისა მოწყალებითა, და მადლითა დიდისა მის და პირველისა მღდელთმოძღურისა ქრისტეს ჭეშმარიტისა მის ღმრთისა ჩუენისა.
126. შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა დიდებულისა მის დედუფლისა ჩუენისა წმიდისა ღმრთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა, წმიდათა დიდებულთა მთავარანგელოზთაჲთა, და ყოვლითა ზეცისა ძალთაჲთა,
127. ვედრებითა ყოველთა წმიდათაჲთა რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს უფალსა, დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
128. ლოცვა ყავთ გლახაკისა ეფთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო, ამენ.