მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

საეკლესიო სამართალი

 

მცირე სჯულის კანონი

 

A7

 

1. მონასტერსა შინა ყოველნივემცა წესიერად არიან
2. მონაზონმან, რომელმან ფიცოს სახელი ღმრთისაჲ, შჳდეულსა ერთსა არა ეზიაროს და ყოველთა დღეთა მის შჳდეულისათა მ მუჴლთადრეკაჲ მიიღოს.
3. რომელმან აგინოს ძმასა და უფროჲსად თუ უხუცჱსთაგანი იყოს, უზიარებელ იყოს, ვიდრემდის შეუნდოს მან, რომელი შეურაცხ-ყო.
4. რომელი ძმისათჳს ბოროტსა იტყოდის და უზრახვიდეს, განიკანონოს შჳდეულსა ერთსა.
5. რომელი ცუდად მეტყუელებდეს და სიცილსა აღაზრზენდეს, განიკანონოს სამ დღე არა ზიარებად და მეტანიაჲ – მ.
6. უკუეთუ ვინ წინამძღუარმან განკანონოს სამართლად და მეორე მეშუელად აღუდგეს, იგივე კანონი მიეცეს მას.
7. რომელი დრტჳნვიდეს მსახურებასა, განიკანონოს მას დღესა.
8. რომელმან უგულებელს-ყოს მსახურება თჳსი, პური და წყალი ჭამოს მას დღესა და მეტანიაჲ მ მიეცეს.
9. რომელი სამოსელთა შუენიერთა ირჩევდეს, შეუთუალოს მამამან, რაჲთა არა ეგრეთ იყოს;
10. უკუეთუ მერმეცა ეგრეთ იყოს, განიკანონოს ჴმელითა პურითა და წყლითა და მეტანიაჲ მ მიეცეს.
11. რომელი განვიდეს მონასტრით და მივიდეს მამისა, გინა დედისა, ანუ სხჳსა სადა თჳნიერ ბრძანებისა წინამძღუარისა, განიკანონოს შჳდ დღე ჴმელითა პურითა და წყლითა და დღითი-დღე მეტანიაჲ რ.
12. რომელი დაითროს, ზ დღე ღჳნოსა სუამს.
13. რომელმან ღჳნისა სუმითა ამოაგდოს, მ დღე უზიარებელ იყოს და დღითი-დღე „მიწყალესა“ და „წმიდაო ღმერთოსა“ და „მამაო ჩუენოსა“ იტყოდის და ლ მუჴლსა მოიდრეკდეს.
14. რომელი საცისკროსა ლოცვასა თჳნიერ უძლურებისა უდბებით არა მივიდეს, მას დღესა პური და წყალი მიიღოს და რ მუჴლი იდრიკოს.
15. რომელი ეკლესიას დგეს და არა გალობდეს, არამედ გულის-სიტყუათა ამაოთა იწურთიდეს, მეტანია ნ.
16. რომელი დაუტეობდეს სენაკსა ანუ მსახურებასა თჳსსა და სენაკითი-სენაკად ვიდოდის და ცუდად მეტყუელებდეს, ამცნონ, რაჲთა არა ესრეთ იქმოდის.
17. უკუეთუ არა ისმინოს, შეაყენენ ერთსა სენაკსა შჳდ დღე, რაჲთა ყოვლადვე არა გამოვიდეს.
18. რომელი განიკანონოს და იდრტჳნოს და არა მადლობით მიითუალოს, ორკეცად მიიღენ კანონი.
19. რომელმან იცოდის სხჳსა ძმისა დაფარული ცოდვაჲ და არა აუწყოს წინამძღუარსა, მისვე ბრალისა თანამდები არს, ვითარცა წერილ არს: „იხილი თუ მპარავი, თანა-ურბიოდი მას“.
20. რომელი ტრაპეზსა ზედა უბნობდეს, უკუეთუ მეტრაპეზემან ამცნოს დუმილი და არა უსმინოს, ზედგომით ჭამოს პური.
21. უკუეთუ მერმეცა არა დუმნეს, განიდევნოს ტრაპეზით.
22. რომელი განრისხნეს და მწუხრამდე არა დაეგოს, რომელსა-იგი შეელალა, უზიარებელ იყავნ, ვიდრემდის დაეგოს.
23. რომელმან იდუმალ ჭამოს გარეშე ტრაპეზისა, ორ დღე იმარხოს, რაჲთა ისწაოს წესიერებაჲ.
24. რომელი ეკლესიას უბნობდეს გარეშე მსახურთა ეკლესიისათა, ამცნონ დუმილი, უკუეთუ არა ისმინოს, ნ მუჴლი იდრიკოს და ჴმელი პური ჭამოს.
25. რომელი თჳსაგან მოირეწდეს სამოსელთა ანუ სხუასა რას ნაქონებსა ეგევითარსა მას, არა უარუყოფია სოფელი და საქმენი სოფლისანი.
26. ასწაონ უკუე წინამძღუართა, რაჲთა არარაჲ თჳსი მოსაგებელი აქუნდეს, არამედ ყოველივე ზოგად შეერაცხოს;
27. უკუეთუ კულა თჳსსავე ვერაგობასა ზედა დგეს, განიდევნენ ძმათაგან, რამეთუ კრებულს შინა მყოფსა არა ჴელ-ეწიფების მოსაგებელისა და ნაქონებისა რაჲსავე მორეწად.
28. რომელი კრებულსა შინა ეძიებდეს საჭმელსა ანუ სასუმელსა უმჯობესსა და საზეპუროსა, უმეტეს მისა, რომელი ტრაპეზსა დაეგებოდის, წინა-დაგებულისა მისგანცა განეყენენ, ვიდრემდის ისწაოს დაჯერებაჲ განწესებულისა მის.
29. ეგრეთვე, რომელი სამოსელსა უკეთესსა სხუათასა ეძიებდეს, განიკანონოს, რაჲთა განემართოს ზუაობაჲ და სიფუდულე მისი.
30. რომელი იდუმალ ივლტოდის მონასტრისაგან, მოიქცეს რაჲ, სინანული მიეცეს დგომად ბჭეთა ეკლესიისათა და გამომავალთა შეუვრდებოდის და ითხოვდეს ლოცვასა და შენდობასა.
31. ნუ ჟამითა განიკითხავ და განაწესებ კანონსა მონანულთასა, არამედ მჴურვალებისაებრ და წესისა და ლმობიერებისა გონებათა მათთაჲსა და საზომისაებრ სინანულისა მათისასა.
32. ხოლო უკუეთუ თჳსთავე ცოდვათა ზედა ეგნენ და მაცილობელ იყვნენ, შენ უბრალო-ყავ თავი შენი, ჵ წინამძღუარო, და განარინე და აცხოვნე სული შენი მადლითა უფლისაჲთა, რომლისა არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.