მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

საეკლესიო სამართალი

 

მცირე სჯულის კანონი

 

A4

 

1. კანონნი შეცოდებულთანი, აღწერილნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანეს მიერ, კოსტანტინეპოვლელ მთავარებისკოპოსისა, რომელსა მმარხველ ეწოდებოდა
2. ქრისტე, ადიდე მამაჲ გრიგოლ.
3. უწყებულ იყავნ, ვითარმედ ესე ნეტარი იოვანე მმარხველი უკუანაჲსკნელ იყო უფროჲს ყოველთა მათ, რომელთა რჩულისკანონისა წესნი აღწერნეს.
4. და მეექუსისაცა კრებისა შემდგომად იყო მრავლითა ჟამითა კეთილი მღდელთმოძღუარი და სავსე მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რომელმან-იგი ფრიადისა უძლურებისათჳს ნათესავისა ამის ჩუენისა წყალობით ფრიად სუბუქად განაწესნა კანონნი შეცოდებულთანი უფროჲს სხუათა მამათა.
5. და ესე ღმრთისა მიერ სახიერისა მოეცა მას მადლი და აწ ყოველნი მოძღუარნი ამას წესსა ზედა განჰკანონებენ შეცოდებულთა.
6. და, ნეტარ, თუ ამას ზედაცა შეუძლონ დადგრომად და აღსრულებად კანონთა ამათ.
7. და არავინ საბრალობელ იქმნების, არამედ ჰპოებენ შენდობასა წყალობითა სახიერისა მის და მრავალმოწყალისა ღმრთისაჲთა.
8. სახიერი და კაცთმოყუარე და მრავალმოწყალე ჭეშმარიტი ღმერთი და მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე აურაცხელითა მით სიტკბოებითა მისითა მარადის ქველისმოქმედებათა მისთა აჩუენებს და წყალობასა მისსა დაუცხრომელად უხუებით მოჰფენს ჩუენ ზედა.
9. ჯერ-არს უკუე ჩუენდაცა, მონათა მისთა, დაღაცათუ ჯერისაებრ სხუასა ვერარას შევსწირავთ მადლობასა ქველისმოქმედებისა მისისასა, არამედ რაოდენცა შემძლებელ ვართ,
10. ვქადაგებდეთ დიდებულებათა სახიერებისა მისისათა და სასმენელ-ვყვნეთ ძლიერებანი და ქებულებანი სიტკბოებისა და მოწყალებისა მისისანი, და გამოუთქუმელი იგი სულგრძელებაი კაცთმოყუარებისა მისისაჲ, რომელსა აჩუენებს აურაცხელთა მათ და გარდარეულთა ცოდვათა ჩუენთა ზედა.
11. რაოდენცა ჩუენ ნათესავით-ნათესავად უძჳრესთა და უბოროტესთა ცოდვათა შთავვარდებით განდგომილებითა და განდრეკილებითა გონებათა ჩუენთაჲთა და უზომოჲთა მით და უწესოჲთა გემოთმოყუარებითა ჩუენითა,
12. ეგოდენ სახიერი იგი და კაცთმოყუარე ღმერთი ჩუენი უმეტესად აჩუენებს სივრცესა მას აურაცხელთა წყალობათა და სიტკბოებათა მისთასა და ძჳირუჴსენებელ გუექმნების და ყოვლით კერძო სინანულად და ცხორებად გჳწოდს,
13. ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“.
14. და ესე ბრძანებაჲ საქმით აჩუენა და დაამტკიცა დასაბამითგან მოაქამდე და მიუწდომელი იგი უფსკრული სახიერებისა მისისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა.
15. რამეთუ პირველვე გარდავჰჴედით რაჲ პირმშოსა მას მცნებასა, არა წარგუწყმიდნა, არცა მოგუსპოლნა, არამედ წყალობით სამოთხისაგან ოდენ ექსორია-გუყვნა, რაჲთამცა მოვიქეცით და შევინანეთ.
16. ხოლო ვინაჲთგან უგუნურებით უძჳრეს ვიქმნენით და სრულიად დავივიწყეთ შიში მისი, მოავლინა სამართლად წყლითრღუნაჲ და აჴოცნა ბოროტის მოქმედნი იგი,
17. გარნა არცა მაშინ სრულიად განრისხნა უკეთურებასა ზედა ჩუენსა, არამედ ჩუენისავე ნათესავისაგან დაჰმარხა თესლი მართალი განახლებად კუალად სოფლისა ამის.
18. ხოლო იწყო რაჲ კუალად უკეთურებამან განმრავლებად, ვითარცა პირველ არღარა მოაწია წყლითრღუნაჲ,
19. რამეთუ სახიერებით ებრძანა თავადსა არღარა მოწევნაჲ წყლითრღუნისა, არამედ ცეცხლითა ვიეთნიმე ქალაქნი დაწუნა, ხოლო სხუანი სიყმილითა წუართნა, რაჲთა ნეშტნი იგი სინანულად მოიყვანნეს.
20. იხილა რაჲ ვითარმედ არა არს სინანული, არცა დაცხრომაჲ ცოდვათაგან, მოსცა ძუელი იგი რჩული მოსეს მიერ აღწერილი და ბრძანა ჴორციელითა ტანჯვითა წურთად მოქმედთა ცოდვისათა, რაჲთამცა შიშითა მით ცოდვისაჲთა დასცხრა უკეთურებაჲ კაცთაჲ და ცოდვისა მიმართ წარმდებობაჲ.
21. ხოლო ვინაჲთგან ყოველნი-იგი სახენი და ღონენი ბოროტთაგან მოქცევისა კაცთაჲსანი აჩუენნა და იხილა, ვითარმედ არარაჲთა იქმნა მოკლებაჲ ცოდვისაჲ, არცა მოქცევაჲ კაცთაჲ სიმართლედ,
22. მაშინ სახიერმან მან და მრავალმოწყალემან უფალმან მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა ქუეყანად და იშვა უბიწოჲსა მის და უმეტესად კურთხეულისა მარადის ქალწულისა მარიამისა და კაც-იქმნა ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თჳნიერ ცოდვისა,
23. ვითარცა-იგი პირველვე მოასწავა ქადაგებითა წინაწარმეტყუელთაჲთა, მან სახიერმან და ტკბილმან უფალმან აიხუნა ცოდვანი ჩუენნი, ვითარცა თქუა დიდმან წინამორბედმან და ნათლისმცემელმან იოვანე, ვითარმედ: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნა ცოდვანი სოფლისნი“.
24. და რისხვაჲ იგი და ტანჯვაჲ, ცოდვათა ჩუენთათჳს განწესებული, თანა-წარგუჴდა, რაჲთა არღა თანამდებ ვიყუნეთ ჴორციელთა სატანჯველთა და ძჳრ-ძჳრად სიკუდილთა, არამედ ბრძანა წყალობით,
25. რაჲთა შემუსრვილითა და მდაბლითა გულითა ვინანდეთ, და მოწყალებათა მისთა მიმართ მივივლტოდით, და ლმობიერითა გონებითა და ცრემლითა მჴურვალითა აღვიარებდეთ ბრალთა ჩუენთა ურცხჳნელად.
26. და არა ხოლო თუ განწესებულთა მათ ტანჯვათაგან აქავე თავისუფალ ვიყუნეთ, არამედ დღესცა მასცა საშჯელისასა მოწყალე გუექმნებოდის თუალუხუავი იგი მსაჯული და ღმერთი ყოველთაჲ,
27. და ექსორიობათა წილ და წყლითრღუნათა, და ცეცხლის წჳმათა, და სიყმილთა, და სრვათა, და თითო-სახეთა ტანჯვათა და ძჳრ-ძჳრად სიკუდილითა წილ, რომელ-იგი ძუელსა რჩულსა შინა შეცოდებულთათჳს განჩინებულ იყო, მის ყოვლისა წილ ესოდენ განაწესა.
28. და უხრწნელი იგი და პატიოსანი ჴორცი და სისხლი მისი, რომელი ნეფსითითა მით სიკუდილითა მისითა მოგუცა ზიარებად დაგჳდვა კანონად სინანულისა,
29. რაჲთა ყოველივე სახელსა ზედა მისსა წოდებულმან ქრისტეანე, რომელმან შემდგომად ნათლისღებისა შეაგინოს თავი თჳსი აღრევითა ცოდვათაჲთა, განეყენოს ზიარებისაგან წმიდათა მათ საიდუმლოთასა, გინათუ მცირედთა წელთა, გინათუ მრავალთა,
30. ანუ თუ სიკუდილამდისცა, შემსგავსებულად კაცად-კაცადისა ცოდვათა, ვითარცა განაწესა პირითა წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოწაფეთა და მოციქულთა მისთაჲთა თითოეულისა ცოდვისათჳს, ვითარცა-იგი ნეტართა მათ ყოვლისა სოფლისა მოძღუართა ძლიერად დაკანონეს.
31. კუალად შემდგომად მრავლისა ჟამისა, შემდგომად ესოდენისა ამის სახიერებისა, ხედვიდა რაჲ კაცთა, ვითარმედ კუალადცა ერევიან ცოდვათა და ვერ უძლეს მათგან მოწყუედად სრულიად,
32. აღადგინნა მნათობნი ეკლესიისანი წმიდანი მღდელთმოძღუარნი და შორის მათსა, ვარსკულავი ბრწყინვალე, წმიდაჲ და ნეტარი ბასილი კესარიელ მთავარებისკოპოსი და უბრძანა მას კუალად აღწერაჲ კანონთაჲ მათ წყალობით,
33. რომელმან-იგი კანონნი წმიდათა მოციქულთანი განაზოგნა და ფრიადი ნუგეშინისცემაჲ მისცა შეცოდებულთა, რაჲთა არა სასოწარკუეთილ იქმნენ;
34. და რომელთა ცოდვათათჳს მათ ათი ანუ ოცი, ანუ თუ ოცდაათი წელი უზიარებლობისაჲ განეწესა, ამან ნეტარმან ნახევარსა ზედა განაზოგა, რაჲთა არა სიმრავლისა მისთჳს წელთაჲსა ეშინოდის შეცოდებულთა და აღსაარებად უდებ-იქმნებოდინ.
35. ამისა შემდგომად კუალად სხუათა მამათა ბრძანებითავე უფლისაჲთა უმეტესად აღასუბუქნეს ჟამნი იგი უზიარებლობისანი.
36. და ყოველთა მათ მიერ სახიერმან მან და ტკბილმან უფალმან ბრძანა, რაჲ-იგი ღმერთშემოსილთა მათ განაჩინეს,
37. რომელი-იგი აურაცხელითა მით მოწყალებითა მისითა, რაოდენცა ხედავს ნათესავითი-ნათესავად უძჳრესთა მიმართ ბრალთა მიმავალად გლახაკთა კაცთა უძლურსა მას ბუნებასა, ბრძოლათაგან და მანქანებათა ბოროტისა მის მტერისა ჩუენისა ეშმაკისაჲთა.
38. არა რისხვასა თჳსსა აღაორძინებს შეცოდებულთა მათ ზედა, არამედ უფროჲსად წყალობით და სახიერებით აღასუბუქებს სინანულსა მას ცოდვათასა, პირითა სულიერთა მათ მკურნალთაჲთა,
39. რომელნი მსგავსად მისისა, სიტკბოებისა აჩუენებენ წყალობასა და ძმათმოყუარებასა შეცოდებულთა ზედა, რომელნი ლმობიერად და სინანულითა მჴურვალითა აღიარებენ ბრალთა თჳსთა, რომელნი შეემთხჳნეს შურითა და ბრძოლითა ბოროტისა მის მჴდომისაჲთა.
40. ამის ყოვლისა გამოუთქუმელისა სახიერებისათჳს მეუფისა და ღმრთისა ჩუენისა დიდებაჲ დიდად შუენიერსა მას კაცთმოყუარებასა მისსა.
41. ჭეშმარიტად ვინმე იტყოდის ძლიერებათა მისთა და სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი.
42. ხოლო ესევითარსა ამას განგებასა და წესიერსა განკანონებასა შეცოდებულთასა ვიეთნიმე მსგავსად ჩემსა უმეცარნი, ანუ ამპარვანებისაგან არა მეცნიერნი თჳსისა საზომისანი,
43. უწესოდ და უჯეროდ განკანონებითა თავთაცა თჳსთა და სხუათაცა მრავალთა სავნებელ ექმნეს გამოუცდელობითა და უსწავლელობითა
44. და კურნებისა წილ მათდა შევედრებულთა სულთაჲსა უმეტესად უკურნებელ-ყვნეს წყლულებანი მათნი, ანუ უზომოჲთა, სიფიცხითა კანონთაჲთა, ანუ კუალად ფრიადითა აღსუბუქებითა უკანონებლობითა.
45. და ჰგონებდეს ორნივე თუ კეთილად იქმნა: ერთი იგი – უწყალოებასა მას და სიფიცხესა უჯეროსა და მეორე იგი – მოწყალებასა უწესოსა და თანა-მიყოლასა ნებათა მათ ცოდვილთასა.
46. პირველი იგი – რაჲთა ვითარცა აღმასრულებელი მცნებათა მათ სახარებისათა საქებელ იქმნას და სრულებისა სახელი მიიღოს;
47. და მეორე იგი – რაჲთა, ვითარცა ფრიად მოწყალე და ქრისტეს მობაძავი, იდიდოს კაცთაგან და სანატრელ იქმნას, გინათუ რაჲთა საფასეცა ანუ სხუაჲ რაჲმე მონაგები ამით ჯერითა მოირეწოს.
48. ხოლო ორნივე ესე ჭეშმარიტისა მის და საღმრთოჲსა გზისა და წესისაგან მოცთომილ არიან.
49. აწ უკუე ჩუენცა უბადრუკთა ამათ და უღირსთა, რომელნი-ესე უსწავლელად და უღირსად შესრულ ვართ წესსა ამას უზეშთაესსა საზომისა ჩუენისასა და სხუათა კურნებად წოდებულ ვართ უგუნურებით,
50. რომელნი-ესე თავით თჳსით უძლურნი და მოწყლულნი ვართ და სასიკუდინედ მწყუდარნი მოვედით, გამოვიძიოთ და განვიკითხოთ და გულისჴმა-ვყოთ და აღვწეროთ და შემდგომად ჩუენსა მომავალთა დაუტეოთ საჴსენებელად,
51. თუ ვითარითა გონებითა და რაბამითა სახითა და წესითა უჴმს მონანულსა აღსაარებაჲ და მიღებაჲ კანონისაჲ სინანულად, ანუ თუ ვითარ ჯერ-არს რომელი აღსაარებასა სხუათასა თავს-იდებდეს და თუ ვითარ ამის საქმისაგან ოდენ იქმნების, რაჲთა პოოს მან შენდობაჲ თჳსთა ცოდვათაჲ.
52. და კუალად იქმნების ამის საქმისაგან ოდენ წარწყმედაჲ, დაღაცათუ სხუანი ცოდვანი არა აქუნდენ, რამეთუ ესე არს, ვითარ მე გულისჴმა-ვჰყოფ, გამოცხადებაჲ იგი მადლთაჲ, რომელსა იტყჳს წმიდაჲ მოციქული პავლე,
53. ვითარმედ: „თითოეულსა ჩუენგანსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს: რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, რომელსამე – სიტყუა მეცნიერებისაჲ“.
54. და თითოეულნი იგი მადლნი წარმოთქუნა და მერმე თქუა: „რომელსამე მიცემულ არს განკითხვაჲ სულთაჲ, რამეთუ ესეცა დიდი მადლი არს ღმრთისა მიერ ჯეროვნად განკითხვაჲ სულთაჲ და სამართლად კაცად-კაცადისა წესთა და კანონთა შემსგავსებულთა თითოეულთა ბრალთა განჩინებად.
55. აწ უკუე მე, გლახაკი ესე და უდები, არა თუ ვითარმცა ჯეროვნად მიწევნულ ვიყავ გულისჴმის-ყოფასა და მეცნიერებასა,
56. ამისთჳს ვჰყოფ გამოძიებასა და განკითხვასა და განწესებასა კანონთასა და განყოფილებასა ბრალთასა მდიდართა და გლახაკთა, ბერთა და ჭაბუკთა, მეცნიერთა და უმეცართა, მონათა და აზნაურთა, სიმრთელით მყოფთა და სნებათაგან მიჭირვებულთა, გინათუ სიკუდილად მებრ მიწევნულთა,
57. რამეთუ ამათ ყოველთა შორის ფრიადი არს განყოფილებაჲ, ვითარცა-ესე გჳჴმს თითოეულისა აღრაცხვაჲ, და ვითარცა ვთქუ, არა თუ მინდობითა მეცნიერებისა და გულისჴმის-ყოფისა ჩემისაჲთა ვიქმ გამოძიებასა ამას და განწესებასა,
58. არამედ ვითარცა გლახაკი და ნარჩევთა უნარჩევესი ნაბიჭევსა ღირსთა და მეცნიერთა ტაბლისასა შევჰკრებ და უმეტესად გამოცდილებისაგან და გულისჴმის-ყოფისა სულიერისა მის მოძღურისა ჩემისა, რომელმან აღმზარდა,
59. რომელი-იგი სანთელი იყო განკითხვისა და მეცნიერებისაჲ, რომლისაგან ყოველი სულიერი სწავლაჲ მისწავლიეს, დაღაცათუ საქმით ვერ უძლე სწავლათა მათ აღსრულებად,
60. ვინაჲთგან უკუე მაიძულეს ღმრთისმოყუარეთა და სულიერთა ძმათა აღწერად მცირედი ესე რჩულისკანონნი და თითოეულისა ცოდვისა განწესებული სინანული, რაჲთა არა ურჩებისა ბრალსა შთავვარდე, კრძალულებით და შიშით ჴელ-ვყავ საქმესა ამას და ვთქუა სრულიცა გულისსიტყუაჲ ჩემი,
61. დაღაცათუ ვიეთნიმე ურწმუნო იქმნენ სიტყუასა ამას, არა არს ესე ჩემდა ზრუნვა, რამეთუ „ღმერთმან კაცსა არა თუალ-ახუნის“, ვითარცა წერილ არს.
62. დიდთა და წმიდათა მამათაგან მასმიოდა, ვითარმედ ჟამსა მას სქემის კურთხევისასა, რაჲცა-ვინ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა ითხოოს ღმრთისაგან, მიეცემის.
63. და მრწმენა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე და სარწმუნოებითა მჴურვალითა და სასოებითა მტკიცითა ვითხოე უშურველად მომანიჭებელისა ღმრთისაგან,
64. რაჲთა მომცეს გულისჴმის-ყოფაჲ ჯეროვანი და სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ აღებასა პირისა ჩემისასა, რაჲთა ჯეროვნად ნუგეშინის-ვცე, რომელმანცა შეცოდებულმან აღმიაროს ბრალი თჳსი და თითოეულისა ცოდვისა კანონი ესრეთ განვაჩინო და განვაწესო,
65. ვითარცა სათნო იყოს წინაშე შენსა, მეუფეო სახიერო და კაცთმოყუარეო, რაჲთა რომელმანცა აღმიარნეს გულის-სიტყუანი და საქმენი თჳსნი, გულსავსებით და სიხარულით წარვიდეს ჩემგან.
66. ხოლო, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „ყოველივე, რავდენი ითხოოთ სარწმუნოებით, მოგეცეს თქუენ“.
67. და კუალად იტყჳს:
68. „ამენ გეტყჳ თქუენ: ყოველსა, რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, ვითარმედ მოიღოთ და გეყოს თქუენ, და სარწმუნოებისაებრ თქუენისა გეყავნ თქუენ“.
69. და სხუასა მრავალსა ესევითარსა ბრძანებს უშურველი იგი მეუფე და უხუად მიმნიჭებელი, ყოველთა კეთილთა მიზეზი, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მოელის ცოდვილთა მიქცევასა და სინანულსა.
70. მან სახიერმან, ვითარცა თჳთ უწყის, ყო ჩემთანა, უღირსისა ამის, ნიჭი კეთილთა მისთაჲ.
71. აწ უკუე შეწევნითა და წინამძღურობითა სახიერისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა ვიწყო სიტყუად წინამდებარისა ამის პირისათჳს, და პირველად ვთქუა რიცხჳ და განყოფილებაჲ ცოდვათაჲ ბუნებითთაჲ და გარეშეთა ბუნებისათა,
72. ვითარცა არა ხოლო თუ წიგნთაგან, არამედ აღსარებისაგანცა მრავალთაჲსა გჳსწავიეს და არა ესე ხოლო, არამედ თუ ვითარ ჯერ-არს გამოძიებაჲ და გამოწულილვაჲ მოძღუარსა, რომელი შეიწყნარებდეს აღსაარებათა
73. და თუ ვითარ უჴმს განკანონებაჲ და თუ ვითარ თანა-აც შეცოდებულთა აღსაარებაჲ და ვითარ ჯერ-არს მათდა კანონსა მოძღურისაგან მიცემულსა მითუალვად.
74. პირველად უკუე ვთქუათ რიცხჳ და სახენი ცოდვათანი და მერმე განყოფილებაჲ და თითოსახეობაჲ დიდთა და საშუვალთა და მცირეთაჲ და თითოეულისა წესი და კანონი, ვითარცა ითხოეს მორწმუნეთა მათ ძმათა განმარტებად.
75. არიან უკუე ჴორციელნი ცოდვანი რვანი, ვითარცა-იგი თქუეს წმიდათა მამათა, ვითარმედ: „რვანი არიან გულისსიტყუანი ვნებათანი“.
76. სხუათა კუალად შჳდად თქუეს სულნი იგი უკეთურებისანი.
77. ხოლო რვანი იგი ჴორციელნი ცოდვანი ესე არიან: ჴელითდაცემაჲ; სიძვაჲ; მრუშებაჲ; მამათმავლობაჲ; უჰასაკოჲსა განხრწნაჲ; პირუტყუთა თანა დაცემაჲ; და მრავალგუარი იგი და მრავალ სახე და ბუნებისა შემრეველი თჳსთა და ნათესავთა თანა აღრევაჲ.
78. და მერვე არს ნეფსითი, გინა უნებლიეთი კაცის კლვაჲ.
79. ა. ხოლო აღრიცხუვასა ამას შინა ცოდვათასა პირველად ვაჴსენე ბოროტი იგი და მრავალთა წარმტყუენველი ჴელითდაცემაჲ, რომელსა ეწოდების ჩუკენობაჲ,
80. ვითარცა იტყჳს წმიდაჲ მოციქული პავლე: „ნუ სთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არც მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“.
81. ამისთჳს უკუე პირველად ესე ვაჴსენე, რამეთუ ყოველთა ცოდვათა უპირატესად ესე ებრძვის კაცთა, ჰასაკად რაჲ სიჭაბუკისა მოვიდენ და უმრავლესთა ქალწულებაჲ ამის ვნებისა მიერ განიხრწნების, რამეთუ რომელმან ჴელითდაცემაჲ ქმნას, არღა აქუს მას ქალწულებაჲ.
82. და რომელი-იგი მრავალგზის მეცნიერთაცა და გულისჴმის-მყოფელთა კაცთა ეუფლის ბოროტი იგი ჩუეულებაჲ და მრავალთა ვიდრე სიბერედმდე, გინათუ სიკუდილამდე ვერ მოიწყჳდიან, არა ხოლო თუ ერისკაცთა, არამედ სოფლისაგანცა განშორებულთა.
83. არს უკუე ორი განყოფილებაჲ ჴელითდაცემისაჲ: ერთი იგი, რომელ იქმნების თჳსითა ჴელითა, ვითარცა გუეუწყა აღსარებითა მრავალთაჲთა და საცნაურ არს ყოველთა მიერ.
84. ხოლო მეორე იგი არა მრავალთა უწყიან, რომელ-იგი არს სხჳსა ჴელითა, ვითარცა გუესმა მოქმედთაგან ბოროტისა მის ვნებისათა,
85. რამეთუ ეძაგებინ სიბილწესა მას თჳსითა ჴელითა ქმნად და მსახურთა მათთამონათა, გინა აზნაურთა მოუწოდიან და ჴელითა მათითა ბოროტი იგი და საძაგელი დაცემაჲ აღასრულიან, რომელთათჳს ნეტარი იოვანე კლემაქსისა აღმწერელი იგლოვს და იტყჳს,
86. ვითარმედ: „საწყალობელ არს რომელი დაეცემოდის, ხოლო უსაწყალობელეს არს, რომელი მეორესა მომატყუებელ ცოდვისა ექმნებოდის, რამეთუ ორთავე დაცემათა და მოძღურებისა მის ბოროტისა სიმძიმე მას უტჳრთავს“.
87. და ნუუკუე მასწავლელმან მან შეიგონის სადმე და დასცხრის ცოდვისა მისგან, ხოლო მის მიერ სწავლული იგი დაადგრის ცოდვასა მასვე ზედა და ამით მიზეზითა უძლურ იქმნის სინანული მასწავლელისაჲ.
88. ხოლო ესე სიტყუაჲ ჴელითდაცემისათჳს სხუათა მიერისა და მატყუებლობისათჳს თქმულ არს, რამეთუ თანაწარიტანა არაწმიდამან ჴელითდაცემამან ბოროტი იგი დაჲ თჳსი მატყუებლობაჲ,
89. დაღაცათუ რიცხუსა მას შინა ცოდვათასა არა ვაჴსენეთ, ამის ესევითარისა მრავალფერობისა და მრავალბოროტებისათჳს ვნებისა ამის ბოროტისა პირველ სხუათა ვნებათასა დავაწესეთ.
90. ბ. ხოლო სიძვისაჲ სამი არს განყოფილებაჲ: ქურივსა თანა დაცემაჲ და მჴევალსა და მეძავსა.
91. ხოლო მეძავი არა მას ეწოდების, რომელი ერთგზის, ანუ ორგზის და უმეტსცა შეემთხჳოს, ანუ იძულებით წაეკიდოს, არამედ რომელი განზრახვით და წარმდებებით იყოს მოქმედი ცოდვისაჲ.
92. გ. ხოლო მრუშებად მას ვიტყჳთ, რაჟამს ქმრის ცოლსა თანა ვინმე დაეცეს;
93. ანუ ცოლოსანსა მამაკაცსა მოუწოდოს დედაკაცმან თჳსთანა დაცემად.
94. ეგრეთვე სქემოსანი მონაზონი, გინა ენკრატისი სადაცა დაეცნენ, მრუშებაჲ არს და მრუშებისა კანონი მიეცემის, ვითარცა განა ესა მნათობმან მან ეკლესიათამან და მოციქულთა მადლისა თანა-ზიარმან დიდმან ბასილი, რომელმან-იგი რაჲცა თქუა, ღმერთი იტყოდა პირით მისით.
95. დ. ხოლო მამათმავლობისა სამი არს განყოფილებაჲ: სხუაჲ არს ოდეს სხჳსა მიერ შეემთხჳა, ანუ სიყრმესა, ანუ სიგლახაკისაგან, ანუ მძლავრობით.
96. და უსუბუქე არიან ესე ბრალნი.
97. და სხუანი მრავალნი სახენი არიან ამის პირისანი;
98. რომელნიმე სუბუქნი, რომელნიმე მძიმენი.
99. და სხუაჲ არს, ოდეს სხუასა თანა დაეცეს, ესე უმძიმეს არს.
100. ხოლო უკუეთუ ვინ სხუასა თანა მამათმავლობდეს და სხუაჲ მის თანა, ესე სრულიად მძიმე არს და არა რაჲ აქუს სიტყჳს-გებაჲ.
101. ე. ხოლო უჰასაკოჲსა განხრწნაჲ იგი არს: ქალისა ქალწულისა უწინარეს ჰასაკად მოსლვისა განხრწნაჲ პირველ ათექუსმეტისა წლისა, გინათუ ყრმისა უჰასაკოჲსა, რომელ-ესე უმძიმესი ცოდვაჲ არს.
102. ვ. ხოლო პირუტყუთა ანუ მფრინველთა თანა დაცემისა ჩანს თუ ერთსახე არს, გარნა ორი აქუს განყოფილებაჲ: რამეთუ შეემთხუევის ვიეთმე არა ხოლო თუ დედალთა პირუტყუთა თანა, არამედ მამალთაცა, ვითარცა გუეუწყა მრავალთა აღსაარებისაგან.
103. ზ. ხოლო თჳსთა და ნათესავთა ურთიერთას აღრევაჲ მრავალ სახე და მრავალ ფერი არს.
104. და ვერცა ეგების ყოვლისავე წერით უწყებაჲ;
105. რამეთუ სხუაჲ არს ორთა დათა თანა დაცემაჲ;
106. და სხუაჲ არს – უმძიმესი – დასა თანა ერთკერძოჲსა, ანუ მამით, ანუ დედით, ცოდვისა აღსრულებაჲ;
107. და სხუაჲ კუალად უძჳრესი ორკერძოჲსა დისა თანა ქმნაჲ ბოროტისაჲ;
108. და სხუაჲ კუალად მამის ცოლსა თანა, რომელი-იგი სწორი არს ერთკერძოჲსა მის დისა თანა აღრევისაჲ, ხოლო ორკერძო დისაჲ უმძიმესი არს და უბოროტესი.
109. კუალად სხუაჲ არს მამის ძმისწულთა აღრევაჲ;
110. და სხუაჲ არს მამის ძმისწულის წულთაჲ;
111. სხუაჲ არს ძმის ცოლსა თანა;
112. და სხუაჲ არს მამის ძმისწულის ცოლსა;
113. და სხუაჲ არს სძალსა თანა-ცოლისა ძისასა – ცოდვაჲ.
114. სხუაჲ არს ცოლისა ასულსა თანა სხჳსა ქმრისაგან ქმნილსა;
115. და სხუაჲ არს ასულის ასულსა თანა;
116. ხოლო უძჳრესი და უსაწყალობელესი თჳსსა ასულსა თანა ანუ თჳსსა დედასა, რომელ-ესე წარმართთა შორის იქმნების, სპარსთა და უჟიკთა და სხუათა ურჩულოთა, უფალმან ნუ მიუშუას ქრისტიანეთა შორის ესევითარი საქმე, რამეთუ გუესმა ჩუენ უბადრუკთა ესევითარიცა ბოროტი.
117. ეგრეთვე მამათმავლობაჲცა თჳსთა და ნათესავთა შეემთხუევის ურთიერთას, რომელ-ესე უმძიმეს არს მამის ძმისწულთა და მამის ძმისწულის წულთა და სხუათა ესევითართა.
118. რამეთუ მესმა ოდესმე თჳსთა აღრევაჲ ბოროტი და ბუნებისაგან უცხოჲ მამათმავლობაჲ: სამნი ძმანი, ერთისა მამისა და ერთისა დედისა შობილნი, ურთიერთას დაეცნეს, ხოლო უმშუანესმან აღმიარა ესე, ვითარმედ უხუცესისაგან შეემთხჳა მას და მან ქმნა უმრწემესსა თანა.
119. ჵ ბოროტო მტერო და მბრძოლო მზაკუვარო ეშმაკო მჴდომო კაცთაო, რაოდენთა მთხრებლთა და საბრჴეთა შთააგდებ მორჩილთა შენთა და არა განძღები წარწყმედითა კაცთაჲთა!
120. შეგრისხენინ შენ უფალმან და მართლუკუნაქციენ და განაქარვენ ღონენი და მანქანებანი შენნი, ბელიარ უკეთურო, ყოვლისა ბოროტისა მიზეზო და მომპოვნებელო!
121. არს დედათაცა თანა მამათმავლობაჲ, რომელსა შინა შთავარდებიან მამაკაცნი დაბნელებულნი მტერისაგან და ბუნებითსა მას საქმესა დაუტეობენ დაბრმობილნი იგი საგურკველით აიძულებენ სიძვად უბადრუკთა მათ დედათა თანა.
122. და ვიეთნიმე თჳსთაცა ცოლთა თანა იქმან ბოროტსა მას.
123. ესევითართა მათ უმეტესი და უმძიმესი კანონი სხუათა მამათმავალთასა მიეცეს, მოიქცენ თუ სინანულად, ხოლო უკუეთუ უნანელად იპოვნენ, უძჳრესა და უმწარესსა სატანჯველსა მიეცნენ საუკუნესა მას.
124. ამათ ბოროტთა მოქმედნი ემხილებიან წმიდისა მოციქულისა პავლესგან, რომელი იგლოვს მათთჳს და იტყჳს, ვითარმედ: „დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა ბუნებად, ეგრეთვე მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ,
125. განჴურდეს გულისთქუმათა მათითა ურთიერთას, მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს და კუალად საგებელი იგი, რომელი ჯერ უჩნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.
126. არს სულიერისაცა თჳსებისა ცოდვითა აღრევაჲ – რომელი აექუას ნათლისღებისაგან სულიერი ასული და კუალად აქმულისა მის დედაჲ სჳნდიკნოზი,
127. რომელ-ესე ფრიად უმძიმეს არს და უსაწყალობელს ჴორციელისა თჳსებისაჲსა და უფროჲსად, უკუეთუ არა ერთგზის ოდენ, არამედ მრავალგზის ვის შეემთხუეოდის ცოდვაჲ სულიერსა მას ასულსა თანა ანუ სჳნდიკნოზსა.
128. ჱ. არს რიცხუსა ამას შინა ცოდვათასა მერვე ცოდვაჲ მძიმე – ნეფსითი კაცის კლვაჲ და კუალად სხუაჲ უნებლიეთი, უსუბუქესი და უმოლხინეს ფრიად ნეფსითისასა.
129. ამათ რვათა ჴორციელთა ცოდვათა კანონი უზიარებლობისაჲ მონანულთათჳს განწესებულ არს წმიდათა მოციქულთაგან და პირველთა მამათა და ნეტარისა მამისა ჩუენისა დიდისა ბასილისა.
130. და მერმე კუალად წმიდათა მათ მამათა მეექუსისა კრებისათა აჴსენნეს და დააწესნეს კანონნი იგი მათ მიერ აღწერილსა მას რჩულისკანონსა შინა, რომელ-იგი განაწესეს მათ კეთილად და შუენიერად.
131. და ყოველნი პირველთა წმიდათა კრებათა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ აღწერილნი კანონნი აჴსენნეს და დაამტკიცნეს ნეტართა მათ.
132. არს უკუე კანონი უზიარებლობისაჲ ნეფსითისა კაცის კლვისაჲ ოც წელ და უნებლიეთისაჲ – ათ წელ.
133. მრუშებისაჲ ქმრის ცოლსა თანა იე წელ.
134. ეგრეთვე სქემოსანთა მონაზონთა, გინა ენკრატისთა სიძვასა მრუშებისა კანონი განწესებულ არს, ხოლო უსქემოსა თუ შეემთხჳოს, სიძვისა კანონი მიეცემის.
135. ხოლო სიძვაჲ ქურივსა თანა, ანუ მჴევალსა, ანუ მეძავსა თუ იქმნას, შჳდ წელ განიკანონების.
136. მამათმავლობისა კანონი იე წელ განწესებულ არს.
137. ეგრეთვე მსგავსად პირუტყუთა თანა აღრევისაჲ იე წელი არს, ვითარიცა იყოს პირუტყჳ იგი: გინა ოთხფერჴი, გინა მფრინველი;
138. ხოლო მამალ-დედლობისათჳს არარაჲ წერილ არს.
139. ხოლო თჳსთა და ნათესავთა თანა სიძვანი მრავალსახენი და მრავალგუარნი არიან.
140. რომელი სჳნდიკნოზსა თანა დაეცეს, რვა წელ განწესებულ არს კანონი მისი.
141. უკუეთუ კულა აქმულსა თანა შეემთხჳოს, რომელ არს სულიერი ასული, ოცდაათ წელ განიკანონების, ვითარცა თქუეს ვიეთმე მამათა: „ვითარცა იგი უკუეთუ თჳსსა დედასა თანა ანუ ასულსა ვის შეემთხჳოს ამათ ესევითართა პირთა თანა,
142. უკუეთუ ვინ დააბრკოლოს და დასცეს ბოროტმან ეშმაკმან და იქმნას ცოდვაჲ იგი ერთგზის ანუ ორგზის და გარდაიკუეთოს, ოცდაათი წელი თქმულ არს კანონად“.
143. უკუეთუ კულა ესოდენ ვის ეუფლოს ეშმაკი, რომელ მრავალგზის აქმნიოს ურჩულებაჲ იგი, სიკუდილადმდე განწესებულ არს უზიარებლობაჲ მისი.
144. უკუეთუ ვინ მამის ცოლსა თანა დაეცეს, ანუ დასა ერთ-კერძოსა – ანუ მამისაგან, ანუ დედისა – მრუშებისა კანონი აქუს, ათხუთმეტ წელ.
145. უკუეთუ კულა ორკერძოსა დასა თანა ცოდოს – რომელი მამით და დედით იყოს – კაცის კლვისაჲ აქუს კანონი, ოც წელ.
146. ეგრეთვე ხუცის ცოლისაჲ და მთავარდიაკონისაჲ, რამეთუ მეუღლეთა მათთა მკლველი არს, რამეთუ უკუეთუ მიერითგან ხუცესი იგი ანუ დიაკონი ცოლისა თჳსსა თანა მივიდეს, მღდელობისაგან განიკუეთების და მემრუშესა მას კაცის კლვასა კანონი დაესაჯების.
147. ხოლო კერძოდიაკონისა ანუ წიგნის მკითხველისა ივ წელი აქუს კანონისაჲ;
148. რამეთუ ვერღარა წარემატებიან მღდელობად ქმარნი მათნი, უკუეთუ შემდგომად დაცემისა ცოლთა მათთაჲსა მათ თანაღა იყვნენ.
149. უკუეთუ ვინ სძალსა თჳსსა თანა ცოდოს – ცოლსა ძისასა – ათორმეტ წელ განიკანონების.
150. ხოლო ძმის ცოლსა თანა თუ ცოდოს – ათ წელ.
151. ხოლო სხუათა ნათესავთა ცოლსა თანა თუ შეემთხჳოს – შჳდ წელ.
152. ხოლო ესე კანონნი მაშინ მიეცემიან, უკუეთუ ქმარნი მათ დედათანი მომკუდარ იყუნენ და იგინი დაქურივებულ.
153. უკუეთუ კულა ქმარნი ცოცხალ იყვნენ და ცოდოს ვინ სძალსა თანა, ანუ ძმის ცოლსა, ანუ სხუათა თჳსთა ცოლებსა, ბოროტისა მრუშებისა კანონი დაესაჯების, არა ათხუთმეტ წელ ოდენ, არამედ ოც წელცა, გინა უმეტეს.
154. დედათა თანა მამათმავლობის სახედ დაცემაჲ ოცდაათ წელ განკანონეს, ვითარცა სრულიად ბუნებისაგან უცხოჲ და ბოროტი საქმე.
155. ხოლო უჰასაკოჲსა ქალისა განხრწნაჲ ათორმეტ წელ განიკანონების და ყრმისა მცირისაჲ – ათექუსმეტ წელ.
156. მრუშებისა კანონი ქმრის ცოლსა თანა დაცემისაჲ არს ათხუთმეტი წელი;
157. ეგრეთვე მონაზონთა და ენკრატისთა სქემოსანთაჲ, ხოლო უსქემოთაჲ სიძვით დაცემაჲ შჳდ წელ განიკანონების, ვითარცა ზემოწერილ არს;
158. ეგრეთვე სიძვისათჳს ქურივსა თანა, ანუ მჴევალსა, ანუ მეძავსა შჳდი წელი წერილ არს.
159. ხოლო ესე კანონნი არა ჩემ მიერ განწესებულ არიან, არამედ, ვითარცა ზემოწერილ არს, წმიდათა მოციქულთა მიერ და წმიდათა კრებათა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ბასილის მიერ.
160. ხოლო ბოროტისა მის და საძაგელისა ჴელითდაცემისათჳს წმიდათა მოციქულთა და კრებათა კანონი არაჲ განუწესებიეს,
161. რამეთუ ახლად მოქცეულთა მათ მრავალთა წარჩინებულთაცა ვნებაჲ იგი დიდად ჰმძლავრობდა და კანონი არაჲ დაწერეს, თჳნიორ ხოლო რომელ წმიდამან მოციქულმან პავლე აჴსენა,
162. ვითარმედ: „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკჳდრონ“.
163. ჩუკენობაჲ ჴელითდაცემასა უწოდა და გამოაჩინა, ვითარმედ ბოროტი საქმე არს და სასუფეველსა ვერ დაიმკჳდრებს ესევითარისა მის ვნებისა მოქმედი, უკუეთუ არა მოიწყჳდოს და შეინანოს.
164. ხოლო კანონი არარაჲ განაწესეს, ვითარცა-იგი არცა მტაცებელთათჳს, არცა მომთრვალეთათჳს, არცა მაგინებელთა.
165. ხოლო შემდგომთა მათ წმიდათა მამათა არა უგულებელს-ყვეს ვნებაჲ იგი, არამედ განაწესეს სუბუქი კანონი,
166. ორმეოც დღე უზიარებლობაჲ და ყოველთა დღეთა ნ მუხლთდრეკაჲ და სამგზის „მიწყალე“ კჳრიელეისონი რ „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ – ნ, და „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“ – ნ.
167. რამეთუ ამათ წმიდათა მამათა და შემდგომითი-შემდგომად მრავალთა ღმერთშემოსილთა ყოველთა მათ ცოდვათა ბუნებითთა და ბუნებისა გარეშეთათჳს ფრიად აღასუბუქნეს და შეამოკლნეს კანონნი,
168. რამეთუ ესე კეთილად და წყალობით გამოუცხადა მათ სულმან წმიდამან უძლურებისათჳს ამის ნათესავისა.
169. და უმჯობესად ქმნეს, რამეთუ უკუეთუმცა ესე არა, ეგრეთ განეგო ფრიად, მცირედნიმცა მოვიდოდეს სინანულად და აღსაარებად ცოდვათა თჳსთა.
170. ხოლო არს სხუაჲცა ცოდვაჲ, რომელი-იგი უმძიმეს არს ჴელითდაცემისა და უსუბუქეს მამათმავლობისა, რომელი-იგი ორთა მამაკაცთა მიერ იქმნების ერთმანერთსა ბარკალთა შინა ანუ თეძოთა.
171. დაცემაჲ იქმნების ესე დედათა მიერცა, თჳნიერ მამაკაცისა, და არს ესე, ვითარცა ვთქუ: ჴელითდაცემისა უმძიმეს და მამათმავლობისა უსუბუქეს და განწესებულ არს ამის ცოდვისათჳს კანონი სიძვისაჲ პირველთა მამათაგან, რომელ არს შჳდი წელი.
172. აწ უკუე ესე ზემოხსენებულნი რომელნიმე აღწერილნი რჩულისკანონსა შინა და რომელნიმე უწერელნი ცოდვანი, და თუ ვითარ განწესებულ არს პირველთა მამათაგან თითოეულისა ცოდვისა კანონი, ესერა აღმიწერიეს მე გლახაკსა ამას უღირსსა.
173. ხოლო რაჲ-იგი მე უდებსა ამას და კადნიერსა, ვითარცა შემდგომთა მათ ჩემზე უპირატესცა ჩემსა გამოჩინებულთა წმიდათა მამათაგან მისწავიეს და მადლითა სახიერისა და მრავალმოწყალისა ღმრთისაჲთა გულსავსე ქმნილ ვარ
174. და განმიწესებიან კანონნი სიმრავლისათჳს ერისკაცთა და მონაზონთაჲსა და დედათა ენკრატისთა და ერისკაცთათჳს, გლახაკთა და მდიდართათჳს, მრთელთა და უძლურთათჳს და სიკუდილისა ჟამსაცა სინანულად მომავალთათჳს და ყოვლისა კაცისათჳს,
175. ვითარცა დამიწესებიეს, აღვწერო და გაუწყო ძალითა და შეწევნითა კაცთმოყუარისა და კეთილთა მომნიჭებელისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა,
176. რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ და მას შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.