მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო სამართალი

 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპარქიები, XX-XXI საუკუნეებში

 

 

შენიშვნა: მიტროპოლიტი პატივით ეპისკოპოსებზე მაღლა დგანან, სამიტროპოლიტო კათედრები იერარქიულად თანასწორნი არიან, აგრეთვე საეპისკოპოსო კათედრები, მწყემსმთავარნი პატივდებულ იქნებიან ხელდასხმის (ქიროტონიის) უხუცესობის მიხედევით. გამონაკლისია მხოლოდ ტფილელი მიტროპოლიტი, როდესაც იგი ფაქტიურად კათოლიკოზის მოსაყდრეობას ასრულებს.

 

1978 წლის სინოდალური განჩინებით აღდგა ტრადიცია ეპისკოპოსებისათვის მიენიჭებინათ მთავარეპისკოპოსის საპატიო წოდება.

 

მთავარეპისკოპოსი იერარქიით მიტროპოლიტის ქვემოთ და ეპისკოპოსზე მაღლა დგას.

 

 

საქართველოს ეკლესიის ეპარქიები და მღვდელმთავრები

 

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი შედგება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს ეპარქიების მმართველებისგან.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსო ტერიტორიის საეპარქიო დანაწილება და მართვა წმიდა წერილსა და მსოფლიო საეკლესიო პრაქტიკის უძველეს ტრადიციას ეფუძნება. ეკლესიის მამათა თხზულებებში, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა განჩინებებში მკაფიოდ არის განსაზღვრული ეპარქიის ჩამოყალიბების ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები, ეპისოკოპოსის უფლება-მოვალეობები, მისი არჩევა-დადგინების სულიერ-ზნეობრივი, ფიზიკურ-სოციალური და სხვა კრიტერიუმები.

 

მსოფლიო საეკლესიო ტრადიციის შესაბამისად, საქართველოშიც ადრიდანვე არსებობდა ეპისკოპოსის ინსტიტუტი. მოციქულთა მიერ დაფუძნებულ პირველ ქრისტიანულ თემს, რომელიც მცირერიცხოვნებით გამოირჩეოდა, თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა. ქართული წყაროები მოციქულთა მიერ საქართველოში დაარსებული ეკლესიების მმართველი ეპისკოპოსების თაობაზე თითქმის არაფერს გვაუწყებენ. წმინდა ნინოს მიერ მოქცეული ქართლის პირველი ეპისკოპოსი საბერძნეთიდან მოწვეული იოანე იყო, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აკურთხა მცხეთაში აშენებული ეკლესია, წუნდასა და მანგლისში საფუძველი დაუდო ახალ ეკლესიათა მშენებლობას, მდინარე მტკვარში საყოველთაო ნათლობა აღასრულა და სხვ. მან თავისი სამღვდელმთავრო მსახურებით მცხეთის პირველი საეპისკოპოსო დააფუძნა. საქართველოში იგი მთავარეპისკოპოსის წოდებით იხსენიება. მთავარეპისკოპოსს, შესაბამისად, თავის დაქვემდებარებაში მყოფი ეპისკოპოსებიც ეყოლებოდა, თუმცა ქართული წყაროები მათ შესახებაც არაფერს წერენ. საქართველოს ეკლესიის ეპარქიებად დაყოფის ისტორიისათვის თვალის მიდევნება შესაძლებელია წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს 12 ახალი საეპისკოპოსო კათედრის - ახიზის, ერუშეთის, წუნდის, მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის, ნინოწმინდის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის, აგარაკის, მცხეთის, მოგვიანებით ნიქოზის - დაფუძნების შემდეგ.

 

მეფე ვახტნგის მიერ დაარსებული საეპისკოპოსოების განლაგება ემთხვეოდა იმ დროის ქართლის საერო-ადმინისტრაციულ დაყოფას: თითოეულ საერისთავოში ერთი საეპისკოპოსო მაინც არსებობდა. დიდ საერისთავოებში კი რამდენიმე ეპისკოპოსის სამწყსო იყო განთავსებული. საეპისკოპოსო ზოგჯერ მხოლოდ ერთი ქალაქით შემოიფარგლებოდა ხოლმე.

 

V ს. II ნახევარში ჩამოყალიბებული საეპისკოპოსოების რიცხვი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე უკვე გაორმაგებულია. ამის შემდეგ საქართველოს საეპისკოპოსოების გამრავლება, მათი ორგანიზაციული, იერარქიული წყობილების სრულყოფა, ეკონომიკური მდგომარეობა, იურიდიქცია და საზღვრები დაკავშირებული იყო ქვეყნის სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებასთან.

 

XI ს. დასაწყისიდან პოლიტიკურ გაერთიანებული საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი „კათოლიკოს-პატრიარქის“ წოდებით მოიხსენიება. იმჟამად ერთიან საეკლესიო ორგანიზმად შეკავშირებულ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების რიცხვი ხუთ ათეულსაც აღემატებოდა.

 

საქართველოში ადრიდანვე ეპარქიების საეპისკოპოსო კათედრები ზოგჯერ უკვე არსებულ დაწინაურებულ ეკლესიაში, ან მონასტერში ფუძნდებოდა (მცხეთის მთავარეპისკოპოსის - სამთავროში, ბოდბის წმინდა ნინოს საფლავის ეკლესიაზე, წუნდის, მანგლისის, მოგვიანებით შემოქმედის, ხონის, გელათის, ნიკორწმინდის და სხვ.), ან საგანგებოდ აგებდნენ მათთვის ეკლესიებს (ბოლნისში, ნიქოზში, ბედიაში, ჭყონდიდში, ქუთაისში და სხვ.). ზოგიერთი ეპარქიის სამწყსო-ტერიტორია ძალზე განვრცობილი იყო და ქვეყნის პოლიტიკურ საზღვრებსაც სცილდებოდა, მაგ. ნიქოზელი მღვდელმთავრის სამწყსოში შედიოდნენ ჩრდილო კავკასიაში მოსახლე ხალხები: დვალები, ოსები და სხვ.

XIII-XVIII სს-ში საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა და ამის კვალად, ეპარქიათა რაოდენობა დამოკიდებული იყო ქვეყნის შიდა ფაქტორებზსა და საგარეო ვითარებაზე. მონღოლების, ირან-ოსმალეთის, ჩრდილო-კავკასიელთა აგრესიამ და ქვეყნის პოლიტიკურმა დაუქცმაცებულობამ ეკლესიის დასუსტება და ეპარქიათა დაცარიელება გამოიწვია. ამ პერიოდში სამხრეთ საქართველოსა და ჰერეთის საქართველოდან განშორებამ, ჩრდილო კავკასიელი ტომების მასიურმა მოზღვავებამ, ადგილობრივი მოსახლეობის გამოდევნა და ათობით მართლმადიდებლური ეპარქიის გაუქმება გამოიწვია.

საქართველოს სამეფოებად და სამთავროებად დაყოფის შემდეგ სეპარატისტული მიდრეკილების დანერგვას ზოგჯერ ეკლესიაშიც ცდილობდნენ, მაგრამ ქვეყნის მთლიანობის და საეკლესიო განუყოფლობის მძლავრი ტენდენცია უზრუნველყოფდა საქართველოს საეკლესიო ერთიანობას. ქართველ მღვდელმთავართა დაუცხრომელი მამულიშვილური ღვაწლი ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ერთობას უყრიდა საფუძველს, მაგ. დოსითეოზ ქუთათელის და ექვთიმე გაენათელის სწრაფვა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის და მათი აქტიური მონაწილეობით „ივერიელთა ერთობის ტრაქტატის“ შექმნა ყველა ქართველის სანუკვარი მიზნისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

 

ტრადიციულად, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქია სარწმუნოებრივი სიწმინდის, ეროვნული სიმტკიცის და ზნეობრივი სისპეტაკის დამცველს წარმოადგენდა (აღმსარებელი და მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმთავრები ყოველთვის მრავლად ჰყოლია საქართველოს. ბოლო პერიოდის მოღვაწეთაგან გამოირჩევიან წმინდა მღვდელმთავრები: გაბრიელ ქიქოძე, ალექსანდრე ოქროპირიძე, კირიონ საძაგლიშვილი, ამბოსი ხელაია, ნაზარ ლეჟავა და სხვ.).

საქართველოს ეკლესიის ისტორია გარკვეულწილად ქართველ მღვდელმთავართა მოღვაწეობის ასახვასაც გულისხმობს და ზუსტად ესადაგება ცნობილ გამოთქმას ეკლესიისა და ეპისკოპოსის ერთიანობის შესახებ: „ეპისკოპოსნი - ეკლესიაშია, ეკლესია კი - ეპისკოპოსში“, ასევე „ეკლესიის სახე ეპისკოპოსია“ (ეგნატე ღმერთშემოსილი).

 

XIX ს. დასაწყისში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით სამ ათეულამდე ქართული ეპარქია დაიხურა. შეიცვალა ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციული მართვა-გამგეობა. აღმოსავლეთ საქართველოში 13 ეპარქიის ნაცვლად დარჩა ორი, დასავლეთ საქართველოში 12 ეპარქიიდან ჯერ სამი, შემდეგ კი - ერთი ეპარქია.

 

1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლებულ 13 ეპარქიას მალე ორიც დაემატა, თუმცა 20-იან წლებში დაწყებული საეკლესიო გამო ქვეყნის ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული საეპარქიო მართვა-გამგეობა ათწლეულების განმავლობაში სრულყოფილად ვერ აღდგა. ბოლო პერიოდში ღვთის შეწევნითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიქ II ძალისხმევით დაიწყო გაუქმებულ ეპარქიათა თანდათანობითი აღდგენა. მის მიერ ნაკურთხი და ხელდასხმული მღვდელმთავრები განაგებდნენ მანამდე ნომინალურად არსებულ სამღვდელმთავროებს. თანმიმდევრულად მიმდინარეობს საუკუნეთა განმავლობაში მივიწყებული: ქრისტიანული ხელოვნების, ხელსაქმის, სატაძრო ხუროთმოძღვრების, მინიატურული და მონუმენტური საეკლესიო ფერწერის, ხეზე და ქვაზე კვეთის, ჭედურობის, ქარგვის, გალობის, სასულიერო განათლების კერების მთარგმნელობითი ტრადიციის აღდგენა-განვითარება. ღვთის მადლით, ათწლეულობით გამოკეტილ ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება კვლავ აღესრულება. სულიერ საზრდოს მოკლებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი კვლავ ტრადიციულ საეკლესიო წიაღს უბრუნდება.

 

XX საუკუნის ბოლოს, 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით ეპარქიათა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 2002 წლის 17 ოქტომბერს კი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიათა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

 

2023 წლის აგვისტოს მონაცემებით ეპარქიათა რაოდენობა 49-ს შეადგენს:

 

 
  1. მცხეთა-თბილისის ეპარქია (ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა (მცხეთის რაიონის სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა), გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა) - უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. კათედრა და რეზიდენცია მცხეთაში, თბილისსა და ბიჭვინთაში.
  2.  

  3. ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია (ქ. სოხუმი, ქ. ოჩამჩირე, ქ. გუდაუთა, ქ. გალი, ქ. გაგრა, სოხუმის, გალის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონები) - უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II კათედრა სოხუმსა და ახალ ათონში, რეზიდენცია სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში.
  4.  

  5. ალავერდის ეპარქია (ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის რაიონები) - მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში.
  6.  

  7. ახალქალაქისა, კუმურდოსა და კარის ეპარქია (ქ. ახალქალაქი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები) - მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). კათედრა ახალქალაქსა და კუმურდოში, რეზიდენცია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
  8.  

  9. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (ქ. ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები, ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი) - მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.
  10.  

  11. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია (ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონები, ლაზეთი - მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი). კათედრა ბათუმში, რეზიდენცია ბათუმში, ქობულეთსა და ხინოწმინდაში.
  12.  

  13. ბოდბის ეპარქია (ქ. სიღნაღი, სიღნაღის რაიონი) - მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი). კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია ბოდბეში.
  14.  

  15. ბოლნისის ეპარქია (ქ. ბოლნისი, ბოლნისის რაიონი) - მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე). კათედრა და რეზიდენცია ბოლნისში.
  16.  

  17. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია (ქ. ბორჯომი და ბორჯომის რაიონი) - დროებითი მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). კათედრა და რეზიდენცია ბორჯომში.
  18.  

  19. გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია (ქ. გარდაბანი, გარდაბნის რაიონი) - ეპისკოპოსი იოანე (შომახია). კათედრა გარდაბანსა და მარტყოფში. რეზიდენცია გარდაბანში.
  20.  

  21. გორისა და ატენის ეპარქია (ქ. გორი, გორის რაიონი) - მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). კათედრა და რეზიდენცია გორში.
  22.  

  23. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია (ქ. გურჯაანი, გურჯაანის რაიონი) - მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა). კათედრა და რეზიდენცია გურჯაანში.
  24.  

  25. დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია (ქ. დმანისი, დმანისის რაიონი) - დროებით მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). კათედრა და რეზიდენცია დმანისში.
  26.  

  27. ვანისა და ბაღდათის ეპარქია (ქ. ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები) - მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია). კათედრა ბაღდათში, რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში.
  28.  

  29. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქ. ზუგდიდი. ქ. წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები) - მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე). კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
  30.  

  31. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია (ქ. თიანეთი, თიანეთის რაიონი) - ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე). კათედრა და რეზიდენცია თიანეთში.
  32.  

  33. მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია (ქ. თეთრიწყარო, თეთრიწყაროს რაიონი) - მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). კათედრა და რეზიდენცია მანგლისში.
  34.  

  35. მარგვეთისა და უბისის ეპარქია (ქ. ზესტაფონი, ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონები) - ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). კათედრა ზესტაფონში, რეზიდენცია ზესტაფონსა და ხარაგაულში.
  36.  

  37. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია (ქ. მარნეული, მარნეულის რაიონი) - ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი). კათედრა და რეზიდენცია მარნეულში.
  38.  

  39. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (ქ. მესტია და მესტიის რაიონი) - მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი). კათედრა და რეზიდენცია მესტიაში.
  40.  

  41. ნეკრესის ეპარქია (ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები, საინგილო) - დროებითი მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). კათედრა ნეკრესსა და ყვარელში, რეზიდენცია ყვარელში, ლაგოდეხსა და კახში.
  42.  

  43. ნიკორწმინდის ეპარქია (ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ონისა და ამბროლაურის რაიონები) - ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი). კათედრა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში.
  44.  

  45. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია (ქ. საგარეჯო, საგარეჯოს რაიონი) - მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე). კათედრა და რეზიდენცია ნინოწმინდასა და საგარეჯოში.
  46.  

  47. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია (ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები) - მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია). კათედრა და რეზიდენცია ნიქოზში, ცხინვალში, ჯავასა და ახალგორში.
  48.  

  49. ურბნისისა და რუისის ეპარქია (ქ. ქარელი,ქარელის რაიონი) - მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). კათედრა ურბნისში, რუისში.
  50.  

  51. რუსთავის ეპარქია (ქ. რუსთავი) - დროებით შეერთებულია მცხეთა-თბილისის ეპარქიასთან. კათედრა და რეზიდენცია რუსთავში.
  52.  

  53. სამთავისისა და კასპის ეპარქია (ქ. კასპი, კასპის რაიონი) - დროებით მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). კათედრა და რეზიდენცია სამთავისსა და კასპში.
  54.  

  55. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია (ქ. სენაკი, ქ. ჩხოროწყუ, სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). კათედრა და რეზიდენცია სენაკსა და ჩხოროწყუში.
  56.  

  57. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია (ქ. ყაზბეგი და ყაზბეგის რაიონი) - მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე). კათედრა და რეზიდენცია ყაზბეგში.
  58.  

  59. სურამისა და ხაშურის ეპარქია (ქ. ხაშური და ხაშურის რაიონი) - ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი). კათედრა და რეზიდენცია სურამსა და ხაშურში.
  60.  

  61. სხალთის ეპარქია (ქედას, შუახევისა და ხულოს რაიონები) - მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე). კათედრა და რეზიდენცია სხალთაში.
  62.  

  63. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია (ქ. ტყიბული, ტყიბულისა და თერჯოლის რაიონები) - მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე). კათედრა და რეზიდენცია თერჯოლისა და ტყიბულში.
  64.  

  65. ფოთისა და ხობის ეპარქია (ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის რაიონი) - მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში.
  66.  

  67. ქუთაისისა და გაენათის ეპარქია (ქ. ქუთაისი, წყალტუბოს რაიონი) - მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). კათედრა და რეზიდენცია ქუთაისსა და გელათში.
  68.  

  69. შემოქმედის ეპარქია (ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონები) - მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე). კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.
  70.  

  71. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია (ქ. ცაგერი, ცაგერისა და ლენტეხის რაიონები) - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) შეთავსებით. კათედრა ცაგერში, რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში.
  72.  

  73. წალკის ეპარქია (ქ. წალკა, წალკის რაიონი) - ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია). კათედრა და რეზიდენცია წალკაში.
  74.  

  75. წილკნისა და დუშეთის ეპარქია (ქ. დუშეთი, დუშეთის რაიონი) - მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). კათედრა წილკანში, რეზიდენცია წილკანსა და დუშეთში.
  76.  

  77. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (ჭიათურისა და საჩხერის რაიონები) - მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). კათედრა ჭიათურაში, რეზიდენცია ჭიათურასა და საჩხერეში.
  78.  

  79. ჭყონდიდის ეპარქია (ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, აბაშის და მარტვილის რაიონები) - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი). კათედრა მარტვილში, რეზიდენცია მარტვილში და აბაშაში.
  80.  

  81. ხონისა და სამტრედიის ეპარქია (ქ. სამტრედია, ქ. ხონი, სამტრედიისა და ხონის რაიონები) - მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია). კათედრა ხონში, რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში.
  82.  

  83. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია (ქ. დედოფლისწყარო, დედოფლისწყაროს რაიონი) - დროებით მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). კათედრა დედოფლისწყაროსა და კახში, რეზიდენცია ხორნაბუჯში.
  84.  

  85. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეპარქია. - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
  86.  

  87. ავსტრიისა და გერმანიის ეპარქია. - დროებით მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).
  88.  

  89. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია. - ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე).
  90.  

  91. დასავლეთ ევროპის ეპარქია (საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია) - მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია).
  92.  

  93. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია - დროებით მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
  94.  

  95. სამხრეთ ამერიკის ეპარქია - მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).
  96.  

  97. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია - ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი).