მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საშინელი სამსჯავრო

 

ჭეშმარიტად საშინელია საკითხი მარადიულ ტანჯვაზე . მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთელი სირთულე ამ საკითხზე მსჯელობისას ჩვენ დამახინჯებულ, გამიწიერებულ ცნობიერებასა და წარმოდგენაში იმალება. სიტყვა "ტანჯვაში" ჩვენ ვგულისხმობთ ხორციელ ვნებას, რომელსაც ადამიანი ამ ცხოვრებაში განიცდის . უნდა ითქვას, რომ "მარადიული ტანჯვა" სრულიად სხვა რამ არის, ვიდრე ეს უკანასკნელი. ეს არ არის სასჯელის გარეგანი სახე, არამედ იგი არის გარდაუვალი შედეგი სულის ცოდვილი მდგომარეობისა, რომელმაც საბოლოოდ შეიყვარა ბოროტება, მისით განიმსჭვალა და აირჩია ღვთის მიღმა მყოფობა. ეს არ არის არც ფიზიკური ტკივილი და არც სულიერი ტანჯვა, იგივე მიწიერი გაგებით, როგორც ჩვენ გვსმენია, არამედ სრულიად სხვა მდგომარეობა, რომელიც მარადიულ სიკვდილად იწოდება. ეს მდგომარეობა იმიტომ კი არ დაუდგება ადამიანს, რომ უფალი არ მიუტევებს მას ცოდვებს, არამედ იმიტომ რომ თავად ადამიანები საკუთარი თავისუფალი ნებით ინებებებენ ღვთის გარეშე, მის მიღმა მყოფობას.

 

ღმერთმა ყოველივე გააკეთა იმისათვის, რომ ადამიანებს შეძლებოდათ ცხონება. მან ყველა საშუალება მისცა ადამიანს ამის განსახორციელებლად, ვინაიდან მიუხედავად მისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობისა, მას არ ძალუძს ადამიანის თავისუფალი ნების უგულებელყოფა თავისი ნების უხეშ ჩარევით, მას არ ესათნოება ძალით გახადოს ადამიანი მისი ღვთაებრივი ბუნების თანაზიარი. გარდაცვალების შემდეგ ჩვენთვის უცნობი პროცესით მიმდინარეობს ადამიანის საბოლოო თვითგამორკვევა ბოროტებისა და სიკეთისაკენ სწრაფვაში, რომელიც გაგრძელდება "საშინელ სამსჯავრომდე" - ამიტომაც ეკლესიის ლოცვები ქმედითნი არიან გარდაცვლილთა მიმართ. ხოლო "საშინელი სამსჯავროს" შემდეგ, როდესაც ადამიანის სული მოახდენს მისი ნების საბოლოო განსაზღვრას და მიიდრიკება სიკეთისაკენ ან ბოროტებისაკენ, შედეგად ამ არჩევანისა იგი განისაზღვრავს ადგილს იყოს მარადიულად უფალთან თანაზიარებაში თუ მის მიღმა, რაც ნიშნავს ბოროტების არჩევას, ამგვარი არჩევანის ადამიანები კი ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელ და წარმოუდგენელად საშინელ მდგომაროებაში, მარადიულ სიკვდილში იქნებიან. ღმერთი ყოველივეში იქნება. მთელი ყოფიერება ღვთის უხრწნელ სუფევაში დაივანებს და ყოველივე უპირობო ჰარმონიაში მოვა, ხოლო ის რაც უფლის მიღმა იქნება, იარსებებს არა როგორც სიცოცხლის მყოფობა, არამედ ყოფიერების(სიცოცხლის) უარყოფა. რაც ნიშნავს კიდეც მარადიულ სიკვდილს .

 

ავტორი : დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი.
თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.