მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ეკლესიის წიაღის მიღმა გარდაცვლილთათვის ლოცვის შესახებ

 

რა ვუყოთ მათ, ვინც ეკლესიის გარეშე გარდაიცვალნენ? ეკლესია ზოგადად მოსკოვის მიტროპოლიტის ფილარეტის (დროზდოვის) მკაფიოდ დადგენილ წესს მისდევს, რომ არამართლმადიდებელნი თავიანთი არამართლმადიდებლობით მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებებს მოსწყდნენ და ევქარისტიაშიც მათი არმოხსენებაც ამის შესაბამისია. აქედან გამომდინარე, საღმრთო ლიტურგიაზე ეკლესიას არ გააცნია არამართლმადიდებელთა მოხსენიების რაიმე წესი (განსაკუთრებით კი გარდაცვლილების) , რომლებსაც მასთან შეერთება აღარ შეუძლიათ.

მაშ, როგორღა შეუძლია მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომ გამოხატოს თავისი გულისტკივილი, რათა ილოცოს ეკლესიიდან გასული თავისი ნათესავებისა და მეგობრებისთვის? ეკლესიის პასუხი ერთდროულად მკაცრიცაა და თანაგრძნობის შემცველიც რისი დანახვაც ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტიდანაა შესაძლებელი. შეუძლიათ თაუა არა და როგორ მართლმადიდებელ ქრისტიანებსს ილოცონ არამართლმადიდებელ ქრისტიანებზე? როცა არამართლმორწმუნე ქრისტიანების მოხსენებასთან დაკავშირებით ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის სიმკაცრეზე ვსაუბრობთ, იმის თქმა კი არ გვინდა, რომ თითქოს ჩვენი წმინდა ეკლესია იმას გვამცნებდეს, რომ მათზე საერთოდ არ ვილოცოთ. ის მხოლოდ თვითნებურ ლოცვას გვიკრძალავს, ანუ ისეთნაირ ლოცვას როგორც ჩვენ მოგვესურვება. ჩვენი დედა ეკლესია შეგვაგონებს, ჩვენში ყველაფერი და მათ შორის ლოცვაც წესისა და რიგის მიხედვით იყოს. (1 კორ. 14,40). ჩვენ ხომ ჩვენი საეკლესიო მსახურებებისას მრავლენოვან ერებზეც და მთელს მსოფლიოზეც ვლოცულობთ, თანაც ხშირად ისეც, რომ ამას ვერ გულისხმავჰყოფთ. ჩვენც სწორედ ისე ვლოცულობთ, როგორც უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოციქულებს მათთვის მიცემულ ლოცვაში: „იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა!“ ეს ყოვლისმომცველი მიტევება თავის თავში ჩვენსა და ჩვენი ერთმორწმუნე, თუმცა არამართლმორწმუნე ძმის ყველა საჭიროებას მოიცავს. აქ ჩვენ ყოვლად სახიერ უფალს გარდაცვლილი არამართლმადიდებელი ქრისტიანების სულებზეც აღვავლენთ ლოცვას, რათა მან აღასრულოს მათზე, რაც მისი წმინდა ნებისთვისაა სათნო. რადგან უფალმა ჩვენთან შედარებით განუზომლად უკეთ იცის, ვისთვის რა მოწყალება აღასრულოს. ასე რომ მართლმადიდებელო ქრისტიანო! ვინც არ უნდა იყო შენ: ერისკაცი თუ ღვთის მღვდელი, თუკი რომელიმე საეკლესიო მსახურების ჟამს გული გეტყვის, რომ შენს ახლობელზე კარლოზე ან ედუარდზე ილოცო, მაშინ საუფლო ლოცვის კითხვის ან გალობის დროს უფალს სულთქმით შეავედრე იგი და თქვი: დაე იყოს მასზე წმიდა ნება შენი უფალო – და ამ ლოცვით შემოიფარგლე. რადგან უფალმაც ასეთი ლოცვა გასწავლა. და მერწმუნე, რომ შენი ასეთი ლოცვა უფლისთვისაც ათასჯერ უფრო სათნოა და შენი სულისთვისაც ყველა შენს თვითნებურ საეკლესიო მოსახსენებელთან შედარებით.

ახლა ორი სიტყვა პირად ლოცვაზეც ვთქვათ. ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ლამის ერთადერთი მაგალითია, რომ ღვთისერთი სათნომყოფელის ლოცვამ სხვა რჯულის გარდაცვლილებს, თვით წარმართებსაც კი უშველა. . . ასე გვიამბო თავის შესახებ ღირსმა მაკარი ეგვიპტელმა:

ერთხელ აბბა მაკარიმ, როცა უდაბნოში მიდიოდა, მიწაზე მდებარე ადამიანის თავის ქალა იპოვა. როცა აბბა ამ ქალას შეეხო ჯოხით, რომელიც ხელში ეჭირა, ქალამ ხმა გამოსცა. ბერმა ჰკითხა მას: ვინ ხარ შენ? ქალამ უპასუხა: მე იმ კერპთაყვანისმცემელთა ქურუმი ვიყავი, რომლებიც ამ ადგილას ცხოვრობდნენ, შენ კი აბბა მაკარი ხარ, ვისშიც სულიწმიდაა დავანებული და როცა შენ გულმოწყალებას იჩენ მათზე, რომლებიც მარადიულ სატანჯველში არიან და ლოცულობ მათზე , ისინი ერთგვარ შვებას იღებენ. შემდეგ ქალამ წმინდა მაკარის ჯოჯოხეთის სატანჯველების შესახებ უამბო და ასე დაასრულა: „ ჩვენზე, ვინც ღმერთი არ ვუწყით, რაღაც მოწყალება აღესრულება, მაგრამ ისინი, ვინც შეივნო ღმერთი, მაგრამ უარყვეს იგი, და არ აღასრულეს მისი ნება, ჩვენს ქვემოთ იმყოფებიან“ (ეპ. ეგნატე „ მამათა ცხოვრება“ 4–ე გამოც, გვ 311–312)

ნეტარი მამის ამ მონათხრობიდან უპირველეს ყოვლისა ვხედავთ, რომ ტანჯულბზე მისი ლოცვა საზოგადო–საეკლესიო კი არ იყო, არამედ კერძო. ეს განმარტოებული მეუდაბნოეს ლოცვა, რომელიც თავისი გულის საიდუმლო საუნჯეში ლოცულობდა... არდა ამისა ამ ლოცვას შეუძლია ჩვენთვის მართლმადიდებელი ქრისტიანებისვის გახდეს მიზეზი იმისა, რომ საშინაო კერძო ლოცვაში ცოცხალი და გარდაცვლილი არამართლმორწმუნეებისთვის ვილოცოთ, თუმცა ეს მხოლოდ საბაბი უნდა იყოს და არა მაგალითი. რადგან ღირსმა მამამ გვაუწყა, თუ როგორ ლოცულობდა ის წარმართებზე როგორც მას მის განწმენდილ გულში დავანებული ღვთის სული კარნახობდა და არა თვითნებური ლოცვით და ეს სული არამარტო კარნახობდა, არამედ აიძულებდა, რომ მთელს მსოფლიოზე, ყველა ადამიანზე, ცოცხალსა თუ გარდაცვლილზე ელოცა როგორც ეს ღვთის ყველა სათნომყოფელის მოსიყვარულე გულისთვისაა ჩვეულებრივი და დამახასიათებელი. ისევე როგორც პავლე მოციქული სწერდა კორინთელებს: „გული ჩვენი გახსნილია, მაგრამ ვიწროდაა ჩვენშივე“ (2 კორ. 6.11)

ასე რომ ახლა შეგვიძლია დავეთანხმოთ, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ცოცხალ და მიცვალებულ არამართლმადიდებელ ქრისტიანებზე ლოცვა კერძო საშინაო ლოცვაში შეგვიძლია, მაგრამ ამასთან კვლავ და კვლავ შეგახსენებთ, რომ თვითნებურად არ ვილოცოთ, არა ისე როგორც მოგვეპრიანება (რათა კურთხევის ნაცვლად ღვთის რისხვა არ დავითეხოთ თავს), არამედ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ადამიანების ხელმძღვანელობით.

იყო ასეთი შემთხვევა ოპტინელი ბერის ლეონიდეს (სქემაში ლევის, რომელიც 1841 წელს გარდაიცვალა) ცხოვრებაში. მის მოწაფეს პავლე ტამბოველს გარდაეცვალა მშობელი უბედური ძალადობრივი სიკვდილით– თვითმკვლელობით. მოყვარული შვილი ამ ამბავმა ღრმად დაამწუხრა და ამიტომ ბერის წინაშე თავის მწუხარებას ასე მოსთქვამდა: „ ჩემი მშობლის უბედური აღსასრული ჩემთვის მძიმე ჯვარია. ახლა, მართლაც, რომ ჯვარზე ვიმყოფები, რომლის ტკივილიც საფლავშიც გამყვება. როცა იმ ცოდვილების მარადისობას წარმოვიდგენ, რომელთათვისაც სინანული უკვე აღარ არსებობს, იმ მარადიული სატანჯველების წარმოდგენა მტანჯავს, რომელიც ჩემს მოუნანებლად გარდაცვლილ ჩემს მშობელს ელის. მითხარი მამაო, რითი შემიძლია ვინუგეშო თავი ამჟამინდელი მწუხარებისას? ბერის პასუხი იყო: „ მიანდე როგორც საკუთარი თავი ასევე შენი მშობლის ხვედრი ყოვლადბრძენი და ყოვლისშემძლე უფლის ნებას. ნუ განცდი უზენაესს სასწაულებით. გულმოდგინედ ეცადე, რომ თავი თავმდაბლობით განიმტკიცო ზომიერი მწუხარების ფარგლებში. ევედრე ყოვლადსახიერ შემოქმედს და ამით ძის სიყვარული და მოვალეობა აღასრულე“. კითხვა: „კი მაგრამ ასეთებზე როგორ უნდა ვილოცო?“ პასუხი: „ქველმოქმედთა და ბრძენთა სულისკვებით ამგვარად: მოიძიე, უფალო, სული დაღუპულისა მამისა ჩემისა: უკეთუ შესაძლებელ არს შეიწყალე! გამოუკვლეველ არიან სამართალნი შენნი. ნუ მიმითვლი ცოდვად ლოცვასა ამას ჩემსა. არამედ დაე იყოს ნება შენი წმინდა! შენ კი ილოცწე უბრალოდ, გამოცდის გარეშე და გული შენი უზენაესის მარჯვენას მიანდე. რათქმაუნდა, შენი მშობლის ესოდენ მწარე აღსასრული ღვთის ნება არ იყო; მაგრამ ახლა ის სრულებით იმყოფება იმის ნების ქვეშ, რომელსაც შეუძლია სულიცა და სხეულიც ცეცხლის ღუმელში შთააგდოს და რომელიც კიდევაც ამდაბლებს და აღამაღლებს, ჰკლავს და აცოცხლებს, რომელსაც ჯოჯოხეთში შთაჰყავს და ამოჰყავს. ამასთან იგი გულმოწყალეა, ყოვლისშემძლეა და სიყვარულით აღსავსეა, იმდენად რომ ყველა ქვეყანაზე გაჩენილთა კეთილი თვისებები მის უზენაეს სახიერებასთნ შედარებით არარაობაა. ამიტომ უზომოდ წუხილი არ გეკუთვნის. შენ იტყვი : „ მე მიყვარს ჩემი მშობელი და ამიტომაც უნუგეშოდ ვმწუხარებ“ –სამართლიანია. მაგრამ ღმერთს შეუდარებლად უფრო მეტად უყვარდა და უყვარს იგი. ესეიგი შენ ისღა დაგრჩენია, რომ შენი მშობლის სამარადისო ხვედრი ღვთის სახიერებასა და გულმოწყალებას მიანდო, რომელიც თუკი მის შეწყალებას კეთილინებებს,ვინ შეეწინააღმდეგება?

აი ეს, აქ მოყვანილი კერძო, საკელიო ან საშინაო ლოცვა, რომელიც სულიერ ცხოვრებაში გამოცდილმა ბერმა ლეონიდემ თავის მოწაფეს ასწავლა, შეიძლება რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ვინმე მისთვის ახლობელი არამართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ლოცვის მაგალითად იქცეს.მას შეუძლია მაგალითდ ამგვარი მოსაზრებითაც ილოცოს: „ შეიწყალე უფალო, უკეთუ შესაძლებელ არს სული მონისა შენისა (სახელი), რომელიც მარადიულ ცხოვრებაში შენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილი წარვიდა!“


„სულისთვის სასარგებლო საკითხავები“ 1901 წელი. ნაწ 3. გვ. 328–333
>თარგმნა ვალერი მურჯიკნელმა.