მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ყველაზე ძლიერი ამ ქვეყანაზე

 

ერთხელ ღამით, გარიჟრაჟამდე ცოტა ხნით ადრე, მეფე შაპურს, რომელიც საწოლში იწვა, ღამის გუშაგების ხმები მოესმა. ისინი ერთმანეთს ეკამათებოდნენ.

ერთმა გუშაგმა თქვა: ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაზე, ჩემი მეფეა.

მეორემ თქვა: მსოფლიოში ყველაზე ძლიერი – ღვინოა.

ხოლო მესამემ თქვა: ყველაზე ძლიერი ქვეყანაზე - ქალია.

დილით მეფემ მინისტრებს უხმო თავისთან და ჰკითხა, თუ ვინ იყო ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაზე: მეფე, ღვინო თუ ქალი?

მინისტრებმა, პასუხის გაცემისგან, თავი შეიკავეს.

მაშინ მეფემ თავადვე უპასუხა დასმულ კითხვას: მეფეებიც კარგავენ ხანდახან ხელისუფლებაზე კონტროლს, ღვინის ძალაუფლება მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება, ხოლო ქალი…

არ იყო ქვეყანაზე სოლომონზე უფრო მეტად ბრძენი კაცი, უფრო ძლიერი ვიდრე სამსონი, უფრო მეტად ჭეშმარიტების მთქმელი, ვიდრე დავითი, მაგრამ სამივე ქალმა აცდუნა...