ერთი ახალგაზრდა მივიდა მღვდელთან და ეუბნება: "მამაო მე აღარ ვივლი ეკლესიაში, რადგან ერთი მეორეს განიკითხავენ, ტელეფონებს ჩასჩერებიან და ზოგსაც ერთი სული აქვს როდის დამთავრდება მსახურება".
მოძღვარი მიხვდა, რომ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა და ჩვეული სიმშვიდით უთხრა: "ვიდრე წახვალ, ერთ სათხოვარს თუ ამისრულებ, ძალიან დამავალებ! შეგიძლია, თუ არა, რომ წყლით სავსე ჭიქით ხელში, სამჯერ წრე დაარტყა მსახურების დროს, ისე რომ წვეთიც არ დაგექცეს?"
ახალგაზრდამ იფიქრა, რომ ძალიან ადვილი იქნებოდა ამის ასრულება და მართლაც, როცა წარმატებით გაართვა თავი ამ საქმეს, მოძღვარმა შემდეგი რამ ჰკითხა: "როცა ჭიქას დაატარებდი, მოისმინე ვინმეს ჭორაობა, ან გაგაღიზიანა ვინმეს ტელეფონზე დამოკიდებულებამ ან საერთოდ ვინმეს კიდევ შენიშნე სულმოკლეობა?"
"არა მამაო,არ შემიმჩნევია"
"და იცი რატომ შვილო? ყურადღება მხოლოდ იმაზე გქონდა, რომ არცერთი წვეთი არ დაგქცეოდა! ამიტომ თუ ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ შენი სულის გამომსყიდველი უფალი იესო ქრისტესკენ გექნება, არ დაბრკოლდები არასოდეს, არა მარტო აქ, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ყოველთვის წარმატებული იქნები და სანუკვარ სულის ხსნასაც მოიპოვებ!