მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ვინც რთულ მომენტში შენთან არ არის, არ არის ღირსი შენი სიკეთისა

 

კაცმა მსუქანი ხარი დაკლა, ცეცხლი დაანთო შესაწვავად და ქალიშვილს უთხრა: "ქალიშვილო, დაუძახე ჩვენს ახლობლებს და მეზობლებს, რომ ჩვენთან ერთად ჭამონ...".

ქალიშვილი ქუჩაში გავიდა და ყვიროდა : "მამაჩემის სახლს ცეცხლი მოედო, დაგვეხმარეთ ჩაქრობაში!"

ცოტა ხანში რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი, დანარჩენები კი ისე იქცეოდნენ თითქოს არც მოუსმენიათ.

ხალხს, რომელიც მოვიდა ცეცხლის ჩასაქრობად, კარგად გაუმასპინძლდნენ.

გაოცებული მამა ქალიშვილისკენ მიტრიალდა და უთხრაა: "მოსულები თვალით აქამდე არ მინახავს, აბა სად არიან ჩვენი ახლობლები, ნათესავები და მეგობრები?"

ქალიშვილმა თქვა: "ესენი მოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად, რათა ჩაექროთ ცეცხლი ჩვენს სახლში და არა წვეულებისთვის, აი ასეთები იმსახურებენ ჩვენს გულუხვობას და სტუმართმოყვარეობას".

დასკვნა: ვინც რთულ მომენტში შენთან არ არის, მას მეგობარს ან ძმას ან ოჯახის წევრს ნუ უწოდებთ, რადგან ისინი არ იმსახურებენ შენს სიკეთეს, გულუხვობას ან ყურადღებას!