მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

სოკრატე ინფორმაციაზე

 

ერთხელ ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატე, შეხვდა ნაცნობს, რომელიც მას ეუბნება:

- სოკრატე, იცი შენს ერთ-ერთ მოსწავლეზე რა გავიგე?

- მოიცადე, სანამ ამას მეტყვი, პატარა გამოცდა უნდა ჩავატარო, რომელსაც ჰქვია "გამოცდა სამმაგი ფილტრით".

- სამმაგი ფილტრით?

- დიახ, სანამ რამეს მეტყოდე ჩემს მოსწავლეზე, ცუდი არ იქნებოდა, თუ ცოტას დაფიქრდებოდი და გაფილტრავდი იმას, რისი თქმაც გსურს ჩემთვის.

პირველი ფილტრი - "სიმართლეზე."

აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, რომ რაც უნდა მითხრა სიმართლეს შეესაბამება?

- არა, სოკრატე, ამის შესახებ ერთი ნაცნობისგან შევიტყვე და გადავწყვიტე...

- ე.ი. შენ ზუსტად არ იცი სიმართლეა ეს თუ არა.

მაშინ მოდი გამოვიყენოთ მეორე ფილტრი - "სასიამოვნო."

რასაც აპირებ, რომ ჩემს მოსწავლეზე მითხრა, - ეს რამე სასიამოვნო ამბავია?

- არა პრირიქით...

- ე.ი. შენ რაღაც ცუდის თქმა გსურს ჩემს მოსწავლეზე და ზუსტად არ იცი სიმართლეა თუ არა.

მაგრამ შენ კვლავ შეგიძლია გამოცდა გაიარო და მომიყვე ეს ამბავი, თუ ის გაივლის მესამე ფილტრს - "სასარგებლო."

მომიტანს თუ არა ის ამბავი, რაც უნდა მითხრა, სარგებელს?

- ალბათ არა...

- მაშასადამე, თუ შენ აპირებ, რომ ჩემს მოწაფეზე მომიყვე რაღაც ტყუილი, უარყოფითი და უსარგებლო, მაშინ საერთოდ რა საჭიროა მისი მოყოლა?

- დიახ, სოკრატე, როგორც ყოველთვის აბსოლუტურად მართალი ხარ.




ამის გამო სოკრატეს თვლიდნენ დიდ ფილოსოფოსად და პატივს სცემდნენ, თუმცა მან მაინც ვერ გაიგო, რომ მისი მოსწავლე პლატონი, მისი ცოლის, ქსანთიპეს, საყვარელი იყო.