იყო ერთი ბერი რომელიც ცდილობდა რომ გაეკეთებინა სკვნილი. ის რამდენ სკვნილსაც აკეთებთა იმდენი მოდიოდა ეშმაკი და უხსნიდა სკვნილებს რათა არ ელოცა მას.
ერთხელაც მას სიზმარში გამოეცხადა უფლის ანგელოზი და ასწავლა თუ როგორ შეეკრა სკვნილი ისე, რომ ეშმაკი მას ვეღარ მიკარებოდა, რადგან თითოეულ ნასკვენში იქნებოდა 7 ჯვარი ერთმანეთზე გადაფსკვნილი. ანუ ხელთ ნაკეთი სკვნილის თითო დანაყოფი შედგება შვიდი პატარა ჯვრისგან. ჩვენ გამოცდილებიდან და გადმოცემებიდან ვიცით რომ როცა ადამიანი სკვნილზე ლოცულობს მისი ეშმაკები ცეცხლში იწვიან და ტანჯულობენ. ეს თვითონ ეშმაკმა აღიარა ათონელი ბერის წინაშე. მან უთხრა ბერს - მოიშორე ეგ სკვნილი გადააგდე ის გვწვავს ჩვენო, შენ რომ იცოდე რამხელა ძალა აქვს მაგ სკვნილსო. ეშმაკი ღრიალებდა: შეწყვეტე იესოს ლოცვაო, ნუ იმეორებ მაგ ერთი და იგივე სიტყვებს მე აქ კარგად ვარ და მაგით მწვავო.
ასე რომ ყოველთვის გახსოვდეთ თუ რა ძალა აქვს იესუს ლოცვას. მოკლე, ყველაზე სრულყოფილი და ძლიერი უძველესი იესოს ლოცვა. შეგიძლიათ ილოცოთ ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს.
" უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".