თქვენ მჭედელი ხართ? ;ხმა ისე უეცრად გაისმა, რომ მჭედელს შეეშინდა, თან მას არც კი გაუგია, რომ სახელოსნოს კარები გაღებულიყო ან დაკეტილიყო….
– დაკაკუნება არ გიცდია?- გაბრაზებული ხმით მიმართა მჭედელმა.
– დაკაკუნება?… არა,არ მიცდია…
მჭედელმა აიღო ხელსახოცი და ნელ-ნელა შემოტრიალდა…მოულოდნელად გაშეშდა. მის წინ მეტად უცნაური კლიენტი იდგა. ..
– შეგიძლიათ ცელი შემიკეთოთ?
– უკვე დროა? – იკითხა მჭედელმა და ხელსახოცი დააგდო. – რა უნდა გავაკეთო?
– ცელი შემიკეთოთ და მერე თუ შეგიძლიათ ამილესოთ.
დახედა მჭედელმა ცელს და… შეატყო, რომ მართლა შესაკეთებელი იყო…
– და ამის შემდეგ რა ვქნა?
– ვილოცოთ, რომ ნივთები ჩავალაგო..
– ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ..
– არა,მე თქვენს წასაყვანად არ მოვსულვარ,- გაიცინა სიკვდილმა, მე უბრალოდ ცელის შეკეთება მინდა. შეგიძილათ?
– ე.ი.არ მოვმკვდარვარ?
– თუ თავს ცუდად არ გრძნობთ, ე.ი.ყველაფერი კარგადაა,- თქვა სიკვდილმა და ცელი მიაწოდა….
მჭედელმა შეათვალიერა ცელი და დაიწყო შეკეთება… სულ ნახევარი საათის საქმე იყო, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, თუ ვინ იდგა მჭედლის უკან, ეს ნახევარი საათი მისთვის მეტად ბევრი და დიდი,მძიმე დრო იქნებოდა… აიღო მჭედელმა ჩაქუჩი, სიკვდილს გადახედა და სკამზე დაჯდომა შესთავაზა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხზე ხომ ვერ იდგებიო… დაჯდა სიკვდილი სკამზე, სახით კედლისკენ… საქმე დასასრულს უახლოვდებოდა. აიღო ხელში მჭედელმა ცელი, შეათვალიერა და თქვა:
– ვერ ვიჯერებ, რომ ხელში მიჭირავს ნივთი, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა… ვერცერთი იარაღი ვერ შეედრება მას!
სიკვდილი იჯდა და ათვალიერებდა ოთახს. მოულოდნელად შემოტრიალდა დ ა… – რა თქვით?
– მე ვთქვი,რომ ხელში მიჭირავს იაღაღი, რომელიც...
– იარაღი? – შეაწყვეტინა სიკვდილმა. – თქვენ თქვით იარაღიო?!
– იქნებ ცუდად გამომივიდა…- მჭედელმა ვერ მოასწრო წინადადების დამთავრება, რომ სიკვდილი ელვის სისწრაფით მის სახის წინ გაჩნდა.
– როგორ ფიქრობ, რამდენი ადამიანი მოვკალი?!
– არ ვიცი,- შეშინებით თქვა მჭედელმა და თავი დახარა…
– მიპასუხე!!!… იყვირა სიკვდილმა. კისერში ხელი მოჰკიდა და თავი ააწევინა.. – რამდენი!!!
– არ ვიცი….
– რამდენი?! – ისევ იყვირა სიკვდილმა.
– კი მაგრამ. საიდან უნდა ვიცოდე რაოდენობა?
სიკვდილმა ხელი გაუშვა მჭედელს,წავიდა, სკამზე დაჯდა და თავი დახარა.
– ე.ი.არ იცი – პასუხს არც დაელოდა და განაგრძო – დამიჯერებ,რომ მე ერთი ადამიანიც კი არ მომიკლავს?
– კი მაგრამ,როგორ?
– მე არასდროს არ მომიკლავს არავინ. რატომ უნდა გავაკეთო ეს, როცა თქვენ თავად კარგად უმკლავდებით ამ ყველაფერს? თქვენ შეგიძლიათ მოკლათ ერთმანეთი ქალაქების, პირადი ინტერესების, სიმდიდრის, შურის ან გართობის გამო. თქვენ იწყებთ ომებს, ათასობით ადამინს კლავთ და გსიამოვნებთ. ყველაზე უბედურება ისაა, რომ ამის აღიარება არ შეგიძლიათ… იცი, როგორი ვიყავი ადრე?… ლამაზი გოგონა ვიყავი… სულებს ხელში ყვავილებით ვხვდებოდი და იმ ქვეყნად მივაცილებდი… მე ვიღიმოდი და ვავიწყებინებდი იმათ, თუ რა მოხდა… ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო….ახლა…ახლა შემხედე რას დავემსგავსე?!- ბოლო სიტყვები ყვირილით წარმოთქვა… ფეხზე წამოდგა და კაპიშონი მოიხადა… მჭედელმა დაინახა ბებერი , დამახინჯებული და დანაოჭებული სახის მქონე ქალი…
– შემხედე, რას დავემსგავსე! – გაიმეორა სიკვდილმა კვლავ. ეჰ, არ იცი. რა თქმა უნდა, არ იცი… მე ვუყურებდი როგორ კლავდა დედა შვილს, და ძმას. ადამიანს შეუძლია დღეში მოკლას ათი და ათასიც კი. მე ამ ყველაფრის შემხედვარე ვიტანჯებოდი, მტკიოდა და ვტიროდი. მერე ჩემი თეთრი კაბა გავიხადე და შავი ჩავიცვი, რათა მოკლულთა სისხლი არ დამტყობოდა… დავიხურე კაპიშონი, რათა არ ენახათ, თუ როგორ ვტირივარ…მე აღარ ვჩუქნი მათ ყვავილებს. თქვენ მონსტრად გადამაქციეთ…ამ ყველაფერში თქვენ მე დამდეთ ბრალი….მე დამადანაშაულეთ… ცოტა ხანი ჩუმად უყურებდა მჭედელსა და განაგრძო: – მე თქვენ გაცილებთ თქვენს მომავალ საცხოვრებამდე. მე ადამიანებს არ ვკლავ… მომეცი ჩემი ცელი… ცელი გამოართვა და წავიდა.
როცა კარი გამოაღო,მჭედელმა მიაძახა: – შეიძლება ერთი რაღაც გკითხო?
– შენ გაინტერესებს რატომ მიჭირავს ცელი?
– დიახ… – დიდი ხანია გზა სამოთხისაკენ ბალახმა დაფარა……...
არც მოუხედავს უკან, ისე ჩაილაპარაკა და……. კარი გაიხურა ზურგს უკან...