"მოდის ჩემთან ახალგაზრდა ქალი და მეუბნება :
- მამაო ოჯახში არეული სიტუაცია მაქვს, ქმარს უნდა დავშორდე.
- რა მოხდა? - ვეკითხები.
- ერთმანეთისა აღარ გვესმის, აღარც ერთნაირი მიზნები და ოცნებები გვაქვს, საუბრითაც ძალიან იშვიათად ვსაუბრობთ და მაშინაც ძირითადად ჩხუბით ვამთავრებთ.
- როცა ცოლად გაჰყევი გქონდათ საერთო მიზნები და ოცნებები? გიყვარდათ ერთმანეთი?
- რა თქმა უნდა მამაო, ძალიან გვიყვარდა.
- ცოლ -ქმრობა ყველაზე დიდი და ახლო მეგობრობაა, ეს ომში წასვლას ჰგავს იმასთან ერთად, ვისაც ენდობი...
ხოლო ადამიანი რომელიც ამბობს, რომ მისთვის აუტანელი გახდა ოჯახური უღელი და მისგან განთავისუფლება სურს, ჰგავს მებრძოლს, მეგობარი რომ მიატოვა შუა ბრძოლაში და გამოიქცა.
- რა ვქნა მოძღვარო? მასთან ლაპარაკიც კი აღარ შეიძლება - ტირილით მომიგო.
- მომიყვანე შენი ქმარი - ვუთხარი და ამ სიტყვებით გავისტუმრე.
ორი დღის შემდეგ ბრუნდება ქალი და უხასიათოდ მეუბნება :
- ჩემი ქმარი უარს ამბობს შენთან მოსვლაზე.
- მაშ კარგი, აქ დარჩი.. დაე თავად ამოგაკითხოს..
უკვე კარგად შეღამებული იყო, როდესაც მისი ქმარი ამოვიდა. მან ცოლი მოიკითხა და ჩხუბი დაუწყო დაგვიანებისთვის.
- ჰეი. მეგობარო, მე არ გამოვუშვი შენი ცოლი სახლში და მე მეჩხუბე - ვეუბნები.
- რატომ არ გამოუშვი?- გაკვირვებული მიყურებს.
- იმიტომ რომ სხვანაირად აქ არ ამოხვდოდი... სინდისი გამხელს და იმიტომ.
შემდეგ შევიყვანე კელიაში და ვუთხარი:
შვილო, შენ ოჯახსაც ღალატობ და ღმერთსაც, ცხადია არის ვიღაც, ვის გამოც ცოლის მიმართ გაცივდი... შენ დაკარგავ ცოლსაც , შვილებსაც და არც იმ ქალთან გაგიმართლებს იცოდე.. მერე მოგინდება ცოლის დაბრუნება, მაგრამ ის უკვე სხვისი საკუთრება იქნება... შენ კი ყველასაგან მოძულებული ყველაფერს დაკარგავ!
-რას ამბობ მამაო - გაბზარული ხმით მეკითხება.
მე გავედი, ქალიც შემოვიყვანე კელიაში..
რამოდენიმე საათი ვისაუბრეთ და დავითანხმე ისინი მოეცათ ჩემთვის სამი თვის ვადა მათი ოჯახის გადასარჩენად..ამ დროში კი მათ უნდა ევლოთ ტაძარში და ჩემი მითითებები შეესრულებინათ...
ყველაფერი კარგად დასრულდა ღვთის შეწევნით და დღეს ის ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს...
მე კი ორი კვირა ჩავარდნილი ვიყავი მძიმედ ავადმყოფი....თქვენ ვერ წარმოიდგენთ ძმებო, როგორ მტანჯავდა დემონი, რომელსაც ამ ოჯახის დანგრევა სურდა, მე კი ღვთის შეწევნით ხელი შევუშალე...
თქვენ რომ დაგანახათ ოჯახთა ნგრევას რა სიშლეგით ცდილობენ ეშმაკნი, იმ საცთურებსა და დაბრკოლებებს რომელთაც ისინი გიწყობენ უთუოდ გვერდს აუვლიდით და ჩაიხუტებდით მკერდში თქვენს მეცხედრეს.
ოჯახი ეს ტაძარია იგივე, ნუ დაშლით მას სხვადასხვა საცდურთა გამო და ნუ გახდით მას დემონთა საბოგინოდ.
ეს ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ან ორივე გახვალთ სამშვიდობოზე, ან ორივე დაიღუპებით"..
დაასრულა ბერმა თხრობა, ჩვენ კი ვისხედით ჩუმად და ხმის ამოღება ვერ გაგვებედა...ჩვენი სულისთვის სინდისს ისეთი ცეცხლი წაეკიდებინა, რომ სუნთქვა გვიჭირდა....
ოჰ , რამდენჯერ გვიღალატია საყვარელი ადამიანისთვის და მიგვიტოვებია იგი ცხოვრების უდაბნოს შუა გზაზე...ვინ მოსთვლის....ვინ მოსთვლის... ..