მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

სატანა და იესო

 

ერთ დღეს სატანა და იესო საუბრობდნენ. სატანა დადიოდა და დაცინვით ამბობდა: „დიახ, მე ხალხით სავსე დედამიწა ჩავიგდე ხელში, მე ისინი ხაფანგში გავაბი, ანკესზე წამოვაცვი და ვერ კი გამიწიეს წინააღმდეგობა. ყველა მათგანი დაეცა!“

 

„რას უპირებ მათ?“ - ჰკითხა იესომ.

 

„უნდა გავერთო მათით“, - უპასუხა სატანამ, “ვასწავლი მათ, როგორ დაქორწინდნენ და როგორ განქორწინდნენ, როგორ სძულდეთ და შეურაცხყოფა მიაყენონ ერთმანეთს, რომ სასმელს მიეძალონ და მოწიონ ბევრი, და ასევე, რა თქმა უნდა, ვასწავლი, როგორ გამოიგონონ იარაღი და ბომბები და როგორ გაანადგურონ ერთმანეთი. მართლაც კარგად გავერთობი“

 

„და მერე რას იზამ, როცა ეს ყველაფერი მოგბეზრდება?“ - ჰკითხა იესომ.

 

„ოჰ, მე მოვკლავ მათ“ - უპასუხა სატანამ სიძულვილითა და ამაყი გამომეტყველებით.

 

„რამდენად მომყიდი მათ? - ჰკითხა იესომ.

 

„შენ არ მოგეწონება ეს ადამიანები, ისინი ცუდები არიან. რად გინდა მათი ფლობა. შენ წაიყვან მათ, ისინი კი შეგიძულებენ. სახეში შეგაფურთხებენ, დაგწყევლიან და მოგკლავენ. ისინი არ მოგეწონება“

 

„რამდენი გადაგიხადო მათში?“ - ჰკითხა იესომ ისევ.

 

სატანამ შეხედა იესოს და დამცინავად უთხრა: „მთელი შენი სისხლი, შენი ცრემლები და შენი სიცოცხლე“

 

იესო დაეთანხმა. ასე გადაიხადა იესომ ფასი შენთვის.

 

უცნაურია, როგორ ადვილად შეიძლება ღმერთის არდაფასება და შემდეგ გვიკვირს, რატომ მიდის სამყარო ჯოჯოხეთში.

 

სასაცილოა, როცა ადამიანი ამბობს „მე მჯერა ღმერთის“ და მიყვება სატანას თავისი საქმეებით.

 

უცნაურია, რომ ადამიანებს ის უფრო ანაღვლებთ, სხვები რას ფიქრობენ მასზე, ვიდრე ის, თუ ღმერთი რას ფიქრობს მათზე...

 

უფალმა გაკურთხოთ!!!