მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

სამწუხარო რეალობა

 

ერთ-ერთი სახელმწიფოს მეფე თავის სასახლეში იჯდა როცა ამ დროს შემოესმა ფანჯრიდან ხმა: "ვაშლს ვყიდი, კარგი ვაშლი მაქვს".

 

გადაიხედა და დაინახა მოხუცი, რომელიც ცხენის ურიკაზე ვაშლს ყიდდა და გარშემო კი მყიდველების დიდი რიგი იდგა.

 

მეფეს მოუნდა ვაშლი, დაუძახა მთავარ ვეზირს 5 ოქროს მონეტა გადასცა და ვაშლის ყიდვა უბრძანა.

 

მთავარ ვეზირმა რიგითი ვეზირს გადასცა 4 ოქროს მონეტა და ვაშლის ყიდვა უბრძანა.

 

ვეზირმა სასახლის ერთ-ერთ მსახურს დაუძახა გადასცა 3 ოქროს მონეტა და ვაშლის ყიდვა უბრძანა.

 

მსახურმა სასახლის მთავარ მცველს დაუძახა გადასცა 2 ოქროს მონეტა და ვაშლის ყიდვა უბრძანა.

 

მთავარ მცველმა მორიგ მცველს დაუძახა გადასცა 1 ოქროს მონეტა და ვაშლის ყიდვა უბრძანა.

 

მცველი გავიდა ქუჩაში, წვდა ყელში მოხუცს და "ჰეი შენ, რას გაჰყვირიხარ? ეს მეფის სასახლის ეზოა, სავაჭრო ადგილი ხომ არ გგონია, გაეცალე აქაურობას" - შემოჰყვირა და ვაშლით სავსე ურიკაც ჩამოართვა და მიუტანა მთავარ მცველს და უთხრა "კარგი საქმე ვქენი 1 ურიკა ვაშლი 1 ოქროს მონეტაში ვიყიდეო".

 

მთავარი მცველი სასახლის მთავარ მსახურთან მივიდა და უთხრა: 2 ოქროს მონეტაში 1 ტომარა ვაშლი ვიყიდეო.

 

მთავარი მსახური ვეზირთან მივიდა და უთხრა "ნახევარი ტომარა ვაშლი 3 ოქროს მონეტაში ვიყიდეო.

 

ვეზირი მივიდა მთავარ ვეზირთან და უთხრა " 4 ოქროს მონეტაში 1 პარკი ვაშლი ვიყიდეო.

 

მთავარმა ვეზირმა 5 ვაშლი მიიტანა მეფესთან და უთხრა: "ბატონო მეფეო 5 ოქროში 5 ვაშლი ვიყიდეო".

 

მეფე ვაშლს ჭამს და ფიქრობს, 5 ვაშლი - 5 ოქრო. 1 ვაშლი - 1 ოქრო და მიუხედავად ამისა მაინც ამდენი მყიდველი ყავს. ეს იმას ნიშნავს რომ ხალხის ფინანსური მდგომარეობა გაცილებით უკეთესი ყოფილა ვიდრე მე მეგონა, ამიტომ სასწრაფოდ გადასახადები უნდა გავზარდოო....

 

ასეა დღესაც ჩვენი მთავრობის რეალური სახე.