ერთხელ ზურაბ ქაფიანიძეს გადაცემაში "60 კითხვა" ჰკითხეს: "როგორი გინდათ იყოს ტელევიზორი?"
და ასე უპასუხა: "ქართულს ჩემი ანიკო მასწავლებელი მასწავლიდა. მან შემაყვარა სამშობლო. ძალიან მინდა, ტელევიზორი ჩემს ანიკო მასწავლებელს ჰგავდესო.
"სამშობლოს სადღეგრძელო ძალიან მიყვარს. ამ სადღეგრძელოს შემდეგ ყოველთვის ვამბობ სულეთის სადღეგრძელოს. ქართველების გარდა ღვინით სულებს არავინ იხსენიებს.
ყოველთვის ვამბობ 9 ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის, დიდგორის ომში დაღუპულთა შესანდობარს, იმათი, ვინც ეს ულამაზესი ტრადიცია დაგვიტოვა; ვინც პირველად პური გამოაცხო და ღვინო დააყენა... მერე ღვინო პურზე დაასხა და თქვა: სულეთის დიდება იყოსო."
ნიკოლოზ წულუკიძე