ბევრი ფიქრობს, რომ სატანის შესვლა ადამიანში, მხოლოდ გათვალვით, რაღაც მაგიური რიტუალებით (ჯადოს გაკეთებით), წყევლით, ან სულაც ხატზე გადაცემით ხდება.
როგორ ცდებით, რომ იცოდეთ.
აბა კარგად მომისმინეთ.
ერთხელ ორი ქალი ქუჩაში მიდიოდა და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.
ერთი, ვიღაცას ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, წყევლიდა.
მეორე ინტერესით უსმენდა და დროდადრო ჩაეკითხებოდა ხოლმე: მართლა? მართლა ასე მოიქცა?
დიახ, ღირსია იმ ყველაფრის, რასაც შენ ამბობ.
ამ დროს ქუჩა პატარა ბავშვმა გადაკვეთა და ქალების წინ შეჩერდა.
ბავშვი ერთ ადგილზე გაიყინა და მერე გულზე მიიდო ხელი.
- დედა... მიშველე მონსტრები... თან უამრავია დე... დედიკო....
პატარამ გრძნობა დაკარგა. გონს რომ მოვიდა საავადმყოფოში იყო. საწოლზე წამოიწია და ირგვლივ შიშით მიმოიხედა.
- სად არიან?
- ვინ, დედას სიცოცხლე?
- ის ურჩხულები.
დედამ მხრები აიჩეჩა. არა ჩემო პატარავ, მოგეჩვენა. ურჩხულები, მხოლოდ ზღაპრებში და მითებშია შვილო.
ბავშვი ჯიუტად იმეორებდა, რომ ისინი დაინახა ქალების გარშემო დაფრინავდნენ.
ამ სცენას ერთერთი ექთანი შეესწრო, რომელიც, როგორც ამბობენ ქრისტეს დიდი მიმდევარი იყო და მოძღვარიც საუკეთესო ჰყავდა.
- ქალბატონო, თუ ნებას დამრთავთ, ჩემს მოძღვარს მოვიყვან. მგონი, ვიცი რა დაემართა თქვენს შვილს.
როგორც კი ბერის ანაფორაში გამოწყობილი მოხუცი საავადმყოფოში შევიდა ბავშვმა წამოიძახა: დედა, უფლის ანგელოზი მოვიდა და ახლა ის ჩემს სანახავად მოვა.
კარი გაიღო და მოხუცი მოძღვარი გამოჩნდა.
- უფალმა დაგლოცოს ჩემო პატარავ.
აბა მიამბე რა დაინახე და როგორ.
ბავშვმა დეტალურად აღუწერა ეშმაკის სახე და მისი გარეგნობა.
- მდა...
უცნაურია, ის ვერანები ადამიანს არასოდეს ენახებიან. უფალი არ აძლევს, მათ ამის საშუალებას.
ეს პატარა განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული და ის აუცილებლად ქრისტეს მსახური გახდება - თქვა მან. მერე კი იქ დამსწრე საზოგადოებას აუწყა, სინამდვილეში რა ხდებოდა.
- როცა ადამიანი იწყევლება, ილანძღება და უწმაწურ, ბოროტ, ღვარძლიან სიტყვებს ხმარობს ეშმაკები იქვე ტრიალებენ.
რატომ? იმიტომ, რომ შენ, მათ ეძახი... რამდენ ცუდ სიტყვასაც, ან რამდენ წყევლას ამოუშვებ პირიდან, იმდენი დემონი მოძანძალდება და ირგვლივ ტრიალებენ.
მერე კი, იქ დამსწრე საზოგადოებას ათვალიერებენ, ეძებენ მსხვერპლს, ვისშიც უნდა შევიდნენ ამიტომ არის საშიში წყევლა-კრულვა და ლანძღვა-გინება.
ამით არა მხოლოდ, მისი წარმომთქმელი, არამედ გარშემო მყოფი საზოგადოებაც ზარალდება. თუნდაც უბრალოდ გამვლელი...
- მაშ რა ვქნათ, როგორ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან?
- როცა მსგავს სიტუაციას გადაეყრები, ჯერ პირჯვარს გადაიწერ და მერე სასწრაფოდ დაიწყებ იესოს ლოცვას. რა თქმა უნდა იქაურობას მყისიერად უნდა გაეცალო.
სახლში დაბრუნებულმა ყოველთვის პირი ნაკურთხი წყლით დაიბანეთ და წარმოთქვით: "განგეშორები შენ, სატანავ და საქმეთა შენთა"
იცით ალბათ ყველამ ეს ლოცვა..
ყველაზე საუკეთესო კი დასასრულისთვის შემოგინახეთ, ჩემო კარგებო.
ის ბავშვი წმინდა პორფირიო გახლდათ.