მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

რას წერდა უფალი იესო თითით ქვიშაზე?

 

რატომ არ ჩაქოლეს ფარისევლებმა მეძავი, რისი აბსოლუტური უფლებაც ჰქონდათ თავიანთი კანონებით?

 

ერთხელ, ფარისევლებმა, ერის კაცების თანხლებით, მოსეს სჯულით განსასჯელად, უფალთან მეძავი მიიყვანეს. მოსეს კანონებით, მეძავი უპირობოდ უნდა ჩაექოლათ ქვებით და ამ მსჯავრის მოსმენა სწორედ იესოსგან სურდათ, რადგან ამ გზით ხაზს გაუსვამდნენ სიყვარულის მქადაგებლის სისასტიკეს...

და, თუ არ განსჯიდა იესო მეძავს, მაშინ ფარისევლები განსჯიდნენ თავად იესოს სჯულის მკაცრი "დარღვევისთვის".

 

მივიდნენ უფალთან და მოსთხოვეს მძიმე ცოდვის შეფასება.

ამ დროს, ყველასთვის გასაკვირად, უფალი იხრება და ქვიშაზე თითით იწყებს რაღაცის სწრაფად წერას. შემდეგ, ახედავს რა ფარისევლებს, მშვიდი ხმით ეტყვის:

"ვინც უცოდველია, პირველი მან ესროლოს ქვა". კვლავ იხრება და აგრძელებს წერას.

ფარისევლები ერთი მეორის მიყოლებით დაყრიან ქვებს და თავჩაკიდულები გაეცლებიან იქაურობას.

საინტერესოა, რამ განაპირობა ასეთი რეაქცია?

როგორც წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი გვმოძღვრავს, საქმე შემდეგში იყო:

მეძავი სამსჯავროზე შვიდმა ფარისეველმა მოიყვანა. ფარულად შვიდივეს ჰქონდათ ჩადენილი ისეთი მძიმე ცოდვები, რის გამოც, მოსეს სჯულით, მყისიერად უნდა ეგოთ უმკაცრესი პასუხები, რის შედეგადაც, თუ ცოცხლები დარჩებოდნენ, მინიმუმ მღვდელმთავრები ვერ იქნებოდნენ და დაკარგავდნენ ყველაფერს, რაც კი გააჩნდათ...

უფალმა იესომ, ყოვლის მცოდნე ღმერთმა, რომელიც ადამიანის დაფარულსაც ჰხედავს, თავისი ყოვლადწმინდა თითით შემდეგი სიტყვები დაწერა ქვიშაზე:

მეშულამი - საეკლესიო ქონების მიმტაცებელი!

აშერი - იმრუშა თავისი ძმის ცოლთან!

შალუმი - ფიცის გამტეხი!

ელედი - დაარტყა საკუთარ მამას!

ამარნახი - მიითვისა ქვრივის ქონება!

მერარი - ჩაიდინა სოდომური ცოდვა!

იოილი - კერპებს სცა თაყვანი!

უკლებლივ ყველა ჩამოთვლილი ცოდვა, მოსეს რჯულის მიხედვით, სიკვდილით ისჯებოდა.

აი მიზეზებიც, რის გამოც ვერც ერთმა ვერ გაბედა პირველს ესროლა ქვა.

მათ ერთმანეთის შეეშინდათ...