მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

რა არის აზრი წიგნების კითხვას?

 

ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, მაგრამ უმრავლესობა აღარ მახსოვს ხოდა რა აზრი აქვს ბევრი წიგნის კითხვას თუ მათი შინაარსი მავიწყდება?

- ეს შეკითხვა დაუსვა მოსწავლემ მასწავლებელს.

მან არაფერი უპასუხა.

რამოდენიმე დღის შემდეგ მდინარეზე გასეირნება შესთავაზა.

ჩამოსხდნენ მდინარის პირას და მასწავლებელმა გაუწოდა ჭუჭყიანი საცერი. სთხოვა წყალი მოეტანა, რადგან ძალიან სწყუროდა.

მოსწავლემ უარი ვერ გაუბედა და ცდილობდა საცრით წყლის მიტანას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს დაღლილმა მიმართა მასწავლებელს: მაპატიეთ, რადგან იმედი გაგიცრუეთ, ერთი წვეთიც კი ვერ მოვაგროვე რომ თქვენთვის წყურვილი მომეკლა.

მასწავლებელმა აიღო საცერი და უთხრა: იმედი არ გამიცრუე. მართალია, შენ ვერ შეძელი წყლის მოგროვება, მაგრამ მდინარის დიდი რაოდენობის წყალმა რაც მასში გაიარა, მართალია,წვეთიც არ დატოვა, მაგრამ საცერი გაასუფთავა და შეხედე, ახლა როგორ წკრიალებს.

შენი წაკითხული წიგნებიც იგივეს აკეთებენ. როდესაც ისინი შენში გაივლიან მდინარის წყალივით, მათი ემოციები, იდეები, გრძნობები, გამოცდილება და მიღებული ცოდნა წმენდს შენს გონებას და სულს და შენ უკეთეს პიროვნებად გაქცევს.

აი, ეს არის აზრი წიგნების კითხვის...