მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

პორტუგალიის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ღია წერილი:

 

„პატივცემულო მშობლებო!


გვინდა შეგახსენოთ, რომ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "გამარჯობა", "გეთაყვა", "გმადლობთ" და "ბოდიში" პირველად ოჯახში იგებენ.


სწორედ სახლში სწავლობენ ბავშვები პატიოსნებას, პუნქტუალობასა და გულმოდგინებას, მეგობრებისადმი კარგ დამოკიდებულებას, უფროსებისა და მასწავლებლების პატივისცემას.


სწორედ სახლში სწავლობენ ისინი სისუფთავისა და წესრიგის დაცვას, - იმას, რომ არ ილაპარაკონ საჭმლით სავსე პირით და ნაგავი ურნაში ჩაყარონ.


ასევე სახლში სწავლობენ, იყვნენ ორგანიზებული, მოუარონ საკუთარ ნივთებს და ხელი არ ახლონ სხვის ნივთებს.


ჩვენ კი სკოლაში ვასწავლით ენას, მათემატიკას, ისტორიას, გეოგრაფიას, ფიზიკას, ქიმიასა და ფიზკულტურას...


მშობლების აღზრდას ჩვენ მხოლოდ ვაძლიერებთ, ვამტკიცებთ, მაგრამ არ ვანაცვლებთ."