პაპამ "სტუმარ-მასპინძელი" ზეპირად არ იცოდა, მაგრამ მისი ოჯახიდან გულდაწყვეტილი სტუმარი არ გასულა...
პაპამ არც ფსალმუნები იცოდა ზეპირად, მაგრამ იცოდა რომ მასში ცხოვრობდა ღმერთი, რომლიც უყვარდა...
პაპა არც მათემატიკოსი იყო, მაგრამ იცოდა სიკეთის გამრავლება და გაყოფა.
პაპამ არც ვეფხისტყაოსნის აფორიზმები იცოდა ზეპირად, მაგრამ ის საოცრად ჰგავდა ამ პოემის ყველა დადებით პერსონაჟს...
პაპამ არც კოდექსები იცოდა ზეპირად, მაგრამ მტყუან-მართალის გარჩევა არასოდეს გასჭირვებია...
პაპამ არც ჰიპოკრატეს ფიცი იცოდა, მაგრამ ყველა ავადმყოფს მალამოდ ედებოდა...
შეიძლება უამრავი რამ დაიზეპირო, მაგრამ ეს არც შენს აღზრდაზე მეტყველებს და არც განათლებაზე.
მნიშვნელოვანი არ არის ის, სიცოცხლეში რამდენი რამის დაზეპირებას მოასწრებ. მნიშვნელოვანია მოასწრო ადამიანად ყოფნა ისე, რომ შენი გარდაცვალება ამ ქვეყნისთვის დიდი დანაკლისი იყოს და იმ ქვეყნისთვის დიდი შენაძენი...
სულა სულაშვილი