ერთ ცივ ღამეს ერთ მდიდარ კაცს გარეთ ღარიბი მოხუცი შეხვდა.
მან ჰკითხა მას: "გარეთ არ გცივა, ქურთუკიც არ გაცვია?"
მოხუცმა უპასუხა: „არა, მიჩვეული ვარ“.
მდიდარმა უთხრა: დამელოდე, ახლა ჩემს სახლში შევდივარ და ქურთუკს მოგიტანო.
საწყალი მოხუცი ბედნიერი იყო იმის გამო, რომ მდიდრისგან მოწყალებას ელოდებოდა.
მაგრამ მდიდარი სახლში რომ შევიდა, მოხუცი დაავიწყდა.
დილით გაახსენდა ის საწყალი მოხუცი და გამოვიდა მის საძებნელად, თუმცა სიცივისგან გარდაცვლილი დახვდა, რომელსაც ჩანაწერი დაეტოვა:
„როცა თბილი ტანსაცმელი არ მქონდა, ძალა მქონდა სიცივესთან მებრძოლა. ამასთან მიჩვეული ვიყავი, მაგრამ როცა დამპირდი დახმარებას, შენს დაპირებას მივაჩერდი და ამაზე ძალა დამჭირდა წინააღმდეგობის გაწევისთვის“.
მორალი: ნუ დაჰპირდები ნურაფერს, თუ დაპირებას ვერ შეასრულებ. ეს შეიძლება შენთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ სხვისთვის შეიძლება ყველაფერს ნიშნავდეს!