მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ნუ ჩქარობ, რა იცი რა ხდება

 

კაცმა დაკარგა ცხენი. მეზობელმა თანაუგრძნო: - "ვწუხვარ ცხენი რომ დაგეკარგა, ალბათ მგლებმა შეჭამეს უკვე".

- "ნუ ჩქარობ, რა იცი რა ხდება" - მიუგო ცხენის პატრონმა.


მეორე დღეს ცხენი დაბრუნდა, ცხენების ფარა გამოიყოლა თან.


- "რა კარგია, გილოცავ გამდიდრებულხარ" - გამოეხმაურა მეზობელი.

- "ნუ ჩქარობ, რა იცი რა ხდება".


მეორე დღეს ცხენის პატრონის ბიჭი მოახტა ცხენს გააჭენა, გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა.


- "რა სამწუხაროა" - გულისტკივილი გამოთქვა მეზობელმა.


- "ნუ წუხხარ, რა იცი რა ხდება" - მიუგო ცხენის პატრონმა.


მეორე დღეს დაიწყო საყოველთაო გაწვევა ომში, ყველა წაიყვანეს ცხენი პატრონის ფეხმოტეხილი შვილის გარდა...


მორალი: რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდაა, რამეთუ ღმერთმა უკეთ იცის სწორი და მოკლე გზა ჩვენ დასახმარებლად. ნუ ჩაეციკლებით თუ ცუდი ხდება ახლა - "რა იცი რა ხდება" - იქნებ სამყარო ბედნიერებისთვის გამზადებს.