მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ნამდვილი მეგობარი

 

ჯარისკაცმა უთხრა თავის ოფიცერს.. ბატონო ჩემი მეგობარი ბრძოლის ველიდან არ დაბრუნებულა, ნებართვას ვითხოვ, წავიდე და ვეძებო!

ოფიცერმა უარი უთხრა: არ მინდა, რომ სიცოცხლე საფრთხეში ჩაგდო იმ კაცისთვის, რომელიც სავარაუდოდ მკვდარია.

ჯარისკაცი ოფიცრის ბრძანების მიუხედავად, მაინც წავიდა მეგობრის საპოვნელად და ერთი საათის შემდეგ მეგობრის ცხედრით, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრილი იყო დაბრუნდა.

ოფიცერმა ირონიულად უთხრა: გითხარი, რომ გარდაიცვალა. მითხარი, ღირდა თუ არა მთელი რისკი მისი ცხედრის პოვნაში?

ჯარისკაცმა უპასუხა: - ჩემთვის ეს ღირდა. როცა ვიპოვე, ცოცხალი იყო და მან მითხრა - დარწმუნებული ვიყავი, რომ მოხვიდოდი.

ნამდვილი მეგობარი იშვიათია, როგორც ყველა ძვირფასი ნივთი ცხოვრებაში.