გველმა კრუხს უკბინა და როცა სიცხისგან იწვოდა, თავშესაფარი საქათმეში მიაშურა.
მაგრამ სხვა კრუხებმა მისი გარეკვა ამჯობინეს — ეშინოდათ, შხამი მათზეც არ გავრცელებულიყო.
კრუხი კოჭლობით გაეცალა იქაურობას, ტიროდა ტკივილით - არა ნაკბენისგან, არამედ მიტოვებისა და შეურაცხყოფისგან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყვარული და თანადგომა.
და ასე წავიდა... სიცხისგან დაწითლებული, ფეხს ითრევდა, ღამის სიგრილისაგან დაუცველი.
ყოველ ნაბიჯზე ცრემლი ჩამოსდიოდა.
საქათმეში დარჩენილები შორიდან უყურებდნენ მის გადაკარგვას.
ზოგიერთმა თქვა: წავიდეს შორს, მოკვდება.
და როცა კრუხი საბოლოოდ გაუჩინარდა ჰორიზონტზე, ყველამ ჩათვალა, რომ ის მოკვდა.
დრო გავიდა.
ბევრი ხნის შემდეგ, საქათმეში კოლიბრი მოფრინდა და გამოაცხადა: თქვენი და ცოცხალია! ის ახლოს, ერთ მღვიმეში ცხოვრობს. გადარჩა, მაგრამ გველის ნაკბენის გამო ფეხი დაკარგა. ძნელად პოულობს საკვებს და თქვენი დახმარება სჭირდება.
დადგა სიჩუმე.
შემდეგ კი დაიწყეს თავის მართლება:
– ვერ წავალ, კვერცხებს ვდებ...
– ვერ წავალ, სიმინდს ვეძებ...
– ვერ წავალ, წიწილებს ვუვლი...
ერთმა მეორეს მიყოლებით ყველამ უარი თქვა.
კოლიბრი მღვიმეში მოწყენილი დაბრუნდა.
დრო კვლავ გავიდა.
ბოლოს, კოლიბრი დაბრუნდა მწარე ცნობით: თქვენი და გარდაიცვალა... მარტო მოკვდა მღვიმეში... არც დამმარხავი ჰყავდა, არც მგლოვიარე.
ამ დროს ტვირთი დააწვა ყველას გულს. ღრმა გოდება მოედო საქათმეს.
ვინც კვერცხებს დებდა – შეწყვიტა.
ვინც სიმინდს ეძებდა – მარცვლები დაყარა.
ვინც წიწილებს უვლიდა – წამით მათ არსებობაც კი დაავიწყდა.
ნანიში უფრო მტკივნეულია, ვიდრე შხამი.
„რატომ არ წავედით ადრე?“ – კითხულობდნენ.
და ყოველგვარი მანძილისა და ძალისხმევის გარეშე, ყველა გაემართა მღვიმისკენ, ტირილითა და გოდებით.
ახლა ჰქონდათ მიზეზი, რომ ენახათ... მაგრამ უკვე გვიანი იყო.
როცა მღვიმეს მიადგნენ, კრუხი აღარ დახვდათ...
მხოლოდ წერილი იპოვეს, რომელშიც ეწერა: „ცხოვრებაში ბევრჯერ ადამიანები გზას არ გადმოკვეთენ, როცა ცოცხალი ხარ და დახმარება გჭირდება..
მაგრამ გადმოკვეთენ მთელ სამყაროს, რომ დაგმარხონ, როცა გარდაიცვლები.
და ცრემლები, რომლებიც ქელეხზე იღვრება, უფრო მეტ შემთხვევაში არა ტკივილის, არამედ სინანულისა და მონანიების გამოა".