მამამ შეამჩნია რომ, მისი 11 წლის ვაჟიშვილი მოწყენილი დაბრუნდა სკოლიდან.
- რა მოხდა ჩემო სიხარულო, გაწყენინა ვინმემ?
- ეჰ, მამა... თანაკლასელები დამცინიან, მებაღის შვილს მეძახიან. მეუბნებიან ღარიბი, უქონელი და ჩვენთვის შეუფერებელი ოჯახიდან ხარო.
მამამ შვილს უთხრა:
- წამოდი ყვავილების მოვლაში მომეხმარე, გაერთობი და წყენა დაგავიწყდებაო.
ბაღში რომ მივიდნენ, შვილს შესთავაზა, ორი ერთნაირი ყვავილი დაერგო თითეულს.
- მე, ჩემს ყვავილს სუფთა წყლით მოვრწყავ, შენ კი გუბიდან მოტანილი ჭუჭყიანი წყლით მორწყე შენი. დავაკვირდეთ როგორ გაიზრდება თითეული.
გავიდა ცოტა დრო.
შვილმა შეამჩნია რომ მისი ყვავილი, უფრო სწრაფად გაიზარდა და უფრო ძლიერი იყო.
- ეს, როგორ მოხდა მამა?
შენ, ხომ შენს მცენარეს ტბიდან მოტანილი სუფთა წყლით რწყავდი.
მე კი ჭუჭყიან და ტალახიან წყალს ვუსხავდი ჩემს ყვავილს.
- ტალახიან წყალში ბევრი სასარგებლო ნივთიერებებია შვილო და ამიტომ იხეირა შენმა დარგულმა მცენარემ.
ახლა კი დაფიქრდი ჩემო ბიჭუნა. შენი ცხოვრების გზაზე მრავლად შეგხვდება ბინძური სულის ხალხი, რომელნიც შენს ოცნებებს, შენს მოქმედებებს, მისწრაფებებს დასცინებენ. დაგამცირებენ, აბუჩად აგიგდებენ, მაგრამ შენ მათ არასოდეს არ უნდა მიაქციო ყურადღება შვილო, რადგანაც ეს ის ხალხია, ვისაც სხვების დამცირება - დაცინვა საკუთარი ცხოვრების მიზნად გაუხდიათ და იმის იქით ვერასოდეს, ვერაფერს აღწევენ.
ასე რომ, ასეთი ადამიანების სიტყვებმა გული კი არ უნდა გატკინონ, არამედ უფრო უნდა წაგახალისონ.
აი, ამ შენი ყვავილის მსგავსად უნდა აყვავდე მაშინაც კი, თუ სიბინძურეს და ნეგატივს გეუბნებიან გამუდმებით.
ნ. ქომეთიანი