ერთ უღრან ტყეში, მგლების ხროვამ, ძაღლი ალყაში მოაქცია და შეჭმა დაუპირა.
ძაღლმა მგლებს სთხოვა, რომ ის არ მოეკლათ და სამაგიეროდ, ცხვრების და სხვა შინაური ცხოველების შემოტყუებაში დაეხმარებოდა მათ.
ცოტა იფიქრეს თუ ბევრი, მგლებმა გადაწყვიტეს, რომ ძაღლი არ შეეჭამათ.
ასე გაატარეს მათ ორი წელი ერთად. ძაღლი მგლებს, რაც იცოდა ყველაფერს ასწავლიდა, მათთან ერთად ცხოვრობდა და ნადირობდა.
ერთხელაც კი როცა, განსაკუთრებულად მკაცრი ზამთარი დადგა. უიღბლო ნადირობამ მშიერი მგლები, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩააგდო და მათაც გადაწყვიტეს, რომ ძაღლი შეეჭამათ და ასეც მოიქცნენ.
ძაღლისგან დარჩენილი ძვლები ერთად შეაგროვეს, დამარხეს და ზედ საფლავის ქვაც დაადგეს. თუმცა, ვერაფრით გადაწყვიტეს, როგორი უნდა ყოფილიყო ეპიტაფია საფლავის ქვაზე და ვისგან. მეგობრებისგან? აბა სად გაგონილა, მეგობრები მეგობარს ჭამდნენ. მტრებისგან? მაგრამ, აბა სადაური მტრები ჩვენ ვიყავით, ორი წელი ერთად ვცხოვრობდით, ვნადირობდით და არავინ, არასდროს, არავისზე არ ყოფილა ნაწყენი...
ასე გადაწყდა ეპიტაფიაზე ყოფილიყო წარწერა - "კოლეგებისგან".