მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

კითხვის შესახებ

 

1. როცა კითხულობ ავტორებს, რომლებიც კარგად წერენ, ეჩვევი კარგ მეტყველებას.

 

2. კულტურა - ესაა არა წაკითხული, არამედ გაგებული წიგნების რაოდენობა.

 

3. ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის მართავენ მათ, ვინც ტელევიზორს უყურებს.

 

4. რაც უფრო მეტს კითხულობ, მით ნაკლებად ბაძავ.

 

5. წიგნი ყოველთვის ჯობია ფილმს, რადგან წარმოსახვა არაა შემოსაზღვრული სპეცეფექტების ჩარჩოებით.

 

6. ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ვინც კითხულობს და ვინც უსმენს მათ, ვინც კითხულობს.

 

7. როგორც მარცვლებისგან შედგება მზესუმზირა, ისე წაკითხულის მარცვლებიდან იქმნება ცოდნა.

 

8. კითხვა გონებისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის ფიზიკური ვარჯიში.

 

9. იმისთვის, რომ გახდე ჭკვიანი, საკმარისია 10 წიგნის წაკითხვა, მაგრამ რომ იპოვო ეს ათი წიგნი უნდა წაიკითხო ათასი.

 

10. მიენდე წიგნებს, ისინი ყველაზე ახლოს არიან შენთან. დუმან როცა საჭიროა და ლაპარაკობენ, როცა თვალწინ სამყაროს გიშლიან.