ერთხელ სამი გოგონა რკინიგზის ლიანდაგებს მიუყვებოდა. მოულოდნელად ორმა შემხვედრმა მატარებელმა ჩამოიქროლა. გოგონები მათ შორის მოხვდნენ და სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. გაოგნებულებს ასეთი დიალოგი ჩაესმათ:
- როგორ გაუშვი ასეთი შემთხვევა ხელიდან? - ეუბნებოდა ერთი ხმა მეორეს, - როგორ ვერ ჩააგდე გოგონა მატარებლის ქვეშ?
- ვერ მოვახერხე, - უპასუხა მეორე ხმამ, - ჯვარმა დაიფარა. მაგრამ შენ რატომღა არ ჩააგდე შენი საკბილო, მას ხომ არ უკეთია ჯვარი?
- არ უკეთია, მაგრამ მან შინიდან გამოსვლისას გადაიწერა პირჯვარი და ამან დაიფარა.
- შენ რაღა დაგემართა?! - ახლა ვიღაც მესამეს მიმართა ორივემ, - შენი სამსხვერპლო ხომ მაინცაა ურწმუნო, არც ჯვარი უკეთია და არც პირჯვარს იწერს.
- ჰო, მაგრამ მას დედა ჰყავს მორწმუნე და იმან გადასახა ჯვარი შინიდან გასულს, - ჯვარი გწერიაო, შვილო. მისი სიტყვები ღმერთამდე ავიდა და მან განმაიარაღა.
ეშმაკები კამათობდნენ. ისინი ყოველთვის თან დაჰყვებიან ადამიანს და როგორც კი ხელსაყრელ დროს იპოვიან, ცდილობენ მის დაღუპვას.
ამიტომაც უნდა ვატაროთ მუდამ ჯვარი და ყველაფერს უნდა გადავსახოთ იგი, რათა განვდევნოთ ბოროტი ძალა. თუ ჯვრის გადასახვა აშკარად არ შეგვიძლია, ეს მალულად უნდა გავაკეთოთ.